გიბსოკარდონის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
09-06-2022 317 0

გამოიძახე ხელოსანი

მრავალიარუსიანი გიბსოკარდონის ჭერი, მრავალფეროვანი განათების სისტემით, მეტად დახვეწილ და ელეგანტურ იერს ანიჭებს ინტერიერს.

ამ მასალის გამოგონების შედეგად, გიბსოკარდონის ხელოსანი შეუზღუდავი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდა და ახლა მას შეუძლია ნებისმიერი ფანტაზიის მქონე მომხმარებლის სურვილები რეალობად აქციოს. და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ პრაქტიკული და ეკოლოგიურად სუფთა მასალით ინტერიერის მოპირკეთება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალებით სარგებლობა.

თუმცა, თუ გიბსოკარდონის გაკვრა გსურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის გაბარიტები და ზედაპირის მდგომარეობა. კედლებზე ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში 5-10 სანტიმეტრით შეამცირებთ სივრცეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, კარკასულ მეთოდს მიმართავთ თუ უკარკასოს. უკარკასოდ, კედელზე მიწებების შემთხვევაში, თუ კედლები სწორია, შედარებით ნაკლებად ზღუდავს სივრცეს, მაგრამ უსწორმასწორო ზედაპირის შემთხვევაში, პირველ რიგში კედლების გასწორებაა აუცილებელი ფილების ჩანართების საშუალებით და შესაბამისად, კედელი უფრო მეტად გამოდის.

გიბსოკარდონის მონტაჟი ჭერზე კი დაახლოებით 10 სანტიმეტრს იპარავს ამიტომ დაბალჭერიან ბინებში, განსაკუთრებით, ე.წ. ხრუშჩოვკებში, არ ღირს მისი დამონტაჟება.

როგორც წესი, ოთახის სიმაღლე მინიმუმ 270 სმ იყოს, რომ ერთიარუსიანი გიბსო კარდონის ჭერი გაკეთდეს. შესაბამისად, ორიარუსიანი ჭერისთვის 3 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს ბინა; უფრო რთული, მრავალდონიანისთვის კი - 330 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. მრავალდონიან ჭერს, ძირითადად, რესტორნებსა და დიდ დარბაზებში ამონტაჟებენ.

რატომ ჯობია გიბსო კარდონის გაკვრა?

  • პირველ რიგში, ეს მასალა აბსოლუტურად სუფთაა ეკოლოგიურად და მოსავლელადაც ადვილია, თუმცა კი 6-7 წელში ერთხელ საჭიროებს შეთეთრებას;
  • საკმაოდ გამძლეა და 20-30 წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერს;
  • ხმაგაუმტარი და თბოიზოლაციის მახასიათებლების წყალობით, თქვენს სახლში სითბო და სიმყუდროვე დაისადგურებს;
  • დიდ დროს არ საჭიროებს გიბსოკარდონის გაკეთება და არც იმდენი ნარჩენი თუ ჭუჭყი რჩება რემონტის შემდეგ, როგორც სხვა სამშენებლო მასალის შემთხვევაში;
  • სხვა ვერცერთი მასალით ვერ მიანიჭებთ ჭერს ისეთ ორიგინალურ და შთამბეჭდავ ფორმებს. ინტერიერი მდიდრულად გამოიყურება და ამასთან, ძალიან ბიუჯეტურია გიბსო კარდონის მონტაჟი. ესეც ერთ-ერთი პლუსი ამ მასალის სასარგებლოდ.

ნაირსახეობა

მწარმოებლები სხვადასხვა ზომის გიბსოკარდონის ფილებს აწარმოებენ - 6,5-დან 24 მმ-მდე. თითოეულ სახეობას თავისი დანიშნულება აქვს. ძირითადად, გამოიყენება 6.5-12.5 მმ-იანი ფილები. სქელი ფილები ტიხრებისა და თაროებისთვისაა განკუთვნილი, თხელი კი რელიეფური ფიგურებისთვის. დასველების შედეგად ძალიან ადვილია მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა.

ჭერზე რეკომენდებული არაა მეტალის კონსტრუქციაზე, ე.წ. კარკასზე, მძიმე ფილების მიმაგრება. ამიტომ ამისთვის გათვალისწინებული ფილები 9.5 მმ-ის სისქისაა.

რაც შეეხება ფილების სიგრძესა და სიგანეს, გადაბმის ადგილები ნაკლები რომ იყოს, ჯობია უფრო მეტი გაბარიტების მქონე ფილები გამოიყენოთ: 2.5X1.2 მეტრის. რა თქმა უნდა, ოთახის ზომების გათვალისწინებით.

შერჩეული მასალის ხარისხი

მსგავსი ჭერი მყარი და საიმედო რომ იყოს, მნიშვნელოვანია, მტკიცე კარკასზე იყოს დამაგრებული. კარკასი ფოლადის ან ალუმინის პროფილებით იწყობა. ვინაიდან ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი ღირს, მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფოლადის პროფილებია.

თუმცა, თავის მხრივ, ხარისხში განსხვავება აქაცაა - არის შავი ფოლადის პროფილები, რომლებიც შედარებით იაფი ღირს, მაგრამ ის წარმატებით გამოიყენება კედლების, ჭერის, თაღების მონტაჟისას; და არის აგრეთვე თუთიის დამცავი ფენით - უფრო ძვირი ღირს და სასურველია ნესტიანი ინტერიერისთვის, მაგ: სამზარეულოში.

არჩევანი

ეს სამუშაო მაღალპროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ის გამოცდილმა და კეთილსინდისიერმა ოსტატმა შეასრულოს, რომ თავი დაიზღვიოთ ხარვეზებისგან და მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან. სპეციალისტი ლაზერით გაზომავს ჭერის კუთხეებს და აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრავს მონტაჟის ადგილს.

თუ გიბსო კარდონის გაკეთება გადაწყვიტეთ, მოგვმართეთ ჩვენ და ჩვენი პროფესიონალი გიბსო კარდონის ხელოსანი საიმედო და შთამბეჭდავ ინტერიერს შექმნის თქვენს ბინაში.

დაათვალიერეთ ინტერნეტკატალოგებში ინტერიერის დიზაინები, ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ჩვენი სპეციალისტები თქვენს ნებისმიერ სურვილს მაღალ დონეზე, ამასთან, მისაღებ ფასად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მომხმარებლების მხრიდან, უმოკლეს დროში შეასრულებენ.


MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » გიბსოკარდონის მონტაჟი
დაგვიკავშირდით მითითებულ მობილურის ნომერზე და კონკრეტულად შევათანხმოთ ჩვენი მოსვლის დრო და ადგილი.
ბლაგვი საგნის ძლიერი დარტყმით თუ დააზიანებთ მას სხვა არც ერთი სიმყარის მონაცემით არ ჩამოუვარდება ხის მასალით დამზადებულ თაროებს.
სავსებით შესაძლებელია, მთავარია არ მოხდეს პირიქით, ჩვეულებრივი სტანდარტული ფილა არ უნდა გამოიყენოთ სველ წერტილებთან და მაღალი ტენიანობის მქონე ობიექტებზე.

კომენტარის დამატება

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)
ვებ საიტების დამზადება