გიპსოკარდონის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
10-06-2022 1 012 0

ხელოსნის გამოძახება თბილისში

ვინაიდან გიპსოკარდონის მონტაჟი ინტერიერში ზედაპირის იდეალური სისწორის უზრუნველსაყოფად შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, ამ მასალას უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. გიპსოკარდონს სხვა არაერთი პლუსიც გააჩნია: 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედარებით ბიუჯეტურია და ამ მასალით ბინის გარემონტება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კედლების გაჯით და ფითხით გალესვა;

აღნიშნული საქმე გაცილებით მცირე დროს მოითხოვს, ვიდრე ზემოხსენებული პროცედურები და შესაბამისად, რემონტი არ იწელება უსასრულოდ. დიასახლისსაც ნაკლები ძალისხმევა სჭირდება სახლის დასუფთავებისას, რადგან შედარებით მცირე რაოდენობის ნარჩენი და მტვერი რჩება;

ეკოლოგიურად სუფთა მასალა

თანამედროვე მომხმარებელი უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა მასალას ანიჭებს, რითაც უზრუნველყოფს თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ამ მხრივაც რეკომენდებულია გიპსოკარდონი, რადგან ეს მასალა არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და აბსოლუტურად სუფთაა ეკოლოგიურად;

ამ სამშენებლო მასალის გამოყენების არეალი შეუზღუდავია, მისი მოხმარება შეგიძლიათ ყველგან:

  • კედლები;
  • ჭერი;
  • ტიხრები;
  • თაროები;
  • თაღები.

რადგან ეს მასალა მოქნილობით ხასიათდება, ძალიან მარტივია მისი საშუალებით დეკორატიული ელემენტების შექმნა, რაც ინტერიერს მეტ ორიგინალობასა და დახვეწილობას შესძენს;

კომფორტი

გიპსოკარდონი ხმისა და თბოიზოლაციით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე “თხელკედლებიან” ბინებში, სადაც მარტივად შეიძლება გაიგო, რა ხდება მეზობელ ბინაში. ზამთარში კი სითბოს უნარჩუნებს ოთახს.

თუ ის ოთახებში გადაწყვიტეთ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ინტერიერის თავისებურება. მაგალითად, ნესტიან ოთახებში სტანდარტული ფილების გაკვრა არაა რეკომენდებული - ამისთვის სპეციალური, ნესტგამძლე ფილები არსებობს. ზოგადად, ფილების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს და თითოეულს კონკრეტული დანიშნულება აქვს:

სტანდარტული ფილები - აუცილებელი პირობაა, რომ ოთახში ნესტი არ ფიქსირდებოდეს. ამ შემთხვევაში სტანდარტული ფილები სავსებით მისაღებია. მისით შეიძლება კედლებისა და ჭერის მოპირკეთება, ტიხრებისა და თაროების გაკეთება;

ნესტის შემთხვევაში კი ნესტგამძლე ფილებს გირჩევთ საქმის მცოდნე ადამიანი. მსგავსი ფილები სპეციფიკური ფენითაა აღჭურვილი, თაბაშირის ფენაში კი დამატებულია ჰიდროფილური და ობის საწინააღმდეგო ნივთიერება, რაც ეფექტურად უმკლავდება სინესტეს. ნესტგამძლე გიპსო კარდონის მონტაჟი რეკომენდებულია სამზარეულოში ან იმ ოთახებში, სადაც სინესტეა; მაგალითად სააბაზანოში.     

ასევე არსებობს ცეცხლგამძლე ფილები, რომლებსაც იმ ადგილებში ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ცეცხლის გაჩენის ალბათობაა, მაგალითად, გაზგაყვანილობის შესანიღბად ან სხვენში.

კომბინირებული ფილები, შიდა მხარეს სპეციალური დანამატების წყალობით,  ხასიათდება თბოიზოლაციით, რაც ოთახში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ერთმანეთისგან განსხვავდება კედლისა და ჭერის ფილები. ვინაიდან კონსტრუქცია, რომელიც ნახსენები ფილების უკან მონტაჟდება, დიდ სიმძიმეს ვერ გაუძლებს, ამიტომ აღნიშნული ჭერი არაუმეტეს 9.5-მმ-იანი ფილებით მონტაჟდება. კედლებისთვის კი გათვალისწინებულია 12.5-მმ-იანი ფილები. რელიეფური ფიგურების გამოსაყვანად უფრო მოქნილი, თხელი ფილებია გათვალისწინებული - 6-მმ-იანი.

განსხვავებულია მონტაჟის პრინციპიც. ეს დამოკიდებულია ზედაპირის მდგომარეობაზე. პროფილებით აწყობილი კონსტრუქციის წყალობით მარტივადაა შესაძლებელი კედლების დეფექტების შენიღბვა, თუმცა, ვინაიდან ამ შემთხვევაში უფრო პატარავდება სივრცე, ვიდრე უკარკასოდ მიკვრის დროს, ხშირად ამ უკანასკნელ მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას.

თუმცა ამ შემთხვევაში არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: კედლები სწორი უნდა იყოს, რომ მარტივად შეიძლებოდეს მათზე ფილების დაწებება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო ხდება მისი ამავე ფილების საშუალებით გასწორება - თავდაპირველად იატაკსა და ჭერს შორის სისწორის დაცვისთვის ფილებს ვიწრო ზოლებს აკრავენ, შემდეგ ამ ზოლებზე ყოველ 60 სმ-ში ვერტიკალურ ზოლებს ამაგრებენ და მხოლოდ ამის მერე აკრავენ ამ “ბადეზე” მთლიან ფილას. ამ პროცესის შედეგად კი შეიძლება გაცილებით მეტი სივრცე დაკარგოთ. ასევე უნდა მოხდეს კედლების გასუფთავება საღებავის თუ შპალერის ნარჩენებისგან და თუ ბზარები აქვს ზედაპირს, მისგანაც პირწმინდად უნდა გათავისუფლდეს.

ამიტომ უსწორმასწორო თუ დაზიანებული კედლების შემთხვევაში უფრო მისაღებია კარკასული მეთოდი. ამ შემთხვევაში კედლებზე აწყობენ მეტალის კონსტრუქციას, ე.წ. პროფილებს და მათზე ამაგრებენ ფილებს. ხსენებული პროფილები სხვადასხვა სახისაა და მნიშვნელოვნად აიოლებს სამუშაოს. მაგალითად, კუთხის პროფილები იდეალური კუთხის გამოყვანაში ეხმარება ხელოსანს და ასევე, ფილებს მექანიკური დაზიანებისგან იცავს. ასევე სპეციალურ პროფილებზე იწყობა იარუსიანი ჭერი და ტიხარი. 

კარკასულ მეთოდს იყენებენ იმ შემთხვევაშიც, თუ რელიეფური ზედაპირის მონტაჟი  ხდება. სპეციალური, მრუდი პროფილები ამ ერთი შეხედვით რთულ საქმეს საკმაოდ აიოლებს.

პროფესიონალი და აღნიშნული საქმის მცოდნე აუცილებლად დაინტერესდება, ხომ არ აპირებთ კედელზე რაიმე მძიმე საგნების, მაგალითად, ტელევიზორის, წიგნების თაროების დაკიდებას. ამ შემთხვევაში ის გაითვალისწინებს აღნიშნულ ფაქტორს და გირჩევთ, უფრო სქელი ფილები შეიძინოთ და თავადაც დამატებით გაამყარებს კონსტრუქციას.

თუ გადაწყვიტეთ ინტერიერის ამ უნივერსალური ფილებით მოპირკეთება, დაგვიკავშირდით და ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თქვენს ინტერიერს დახვეწილ და მდიდრულ ელფერს შესძენენ.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს სამუშაოს და ხარისხიანად, მისაღებ ფასად და დროულად ვასრულებთ მას.

Keywords: gipsokardonis montaji




MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » გიპსოკარდონის მონტაჟი
პროფილების ერთმანეთისგან დაშორების სამი ვარიანტია, 30, 40, 60 სანტიმეტრი.
თუ წინასწარ არის შეთანხმებული ჩვენ პროფილების საშუალებით ვამაგრებთ, ვამყარებთ ჭაღის ჩამოსაკიდებელ ადგილს და იმ შემთხვევაში თუ ჭაღის წონა სტანდარტულზე მძიმეა იხვრიტება ბეტონის ჭერი და დგება სპეციალურად ჭაღისთვის გათვალისწინებული ანკერი.
ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად უსწორმასწოროა კედელი, რაც უფრო მეტად დაბრეცილი და გადახრილია მით უფრო დიდი გამოვა დაშორება.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)