შეკიდული ჭერი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
23-06-2022 2 972 0

გამოცდილი ჯგუფი გთავაზობთ

დღეს შეკიდული ჭერი ყველაზე ელეგანტური, მარტივად გასაკეთებელი და ბიუჯეტური საშუალებაა ინტერიერისთვის მდიდრული იერის მისანიჭებლად. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მის გასარემონტებლად მთელი რიგი დამღლელი პროცედურების ჩატარება გვიწევდა: გალესვა, მერე მასზე ქაღალდის გაკვრა, პერიოდულად შეთეთრება.

რას ნიშნავს ნახსენები? თავად დასახელება მიუთითებს იმაზე, რომ ის რაღაცაზეა ჩამოკიდებული, ეს რაღაც კი მეტალის პროფილებით აწყობილი კონსტრუქციაა. ამ სახეობის ჭერს არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:

  • იდეალურად უზრუნველყოფს ზედაპირის სისწორეს;
  • მარტივია დასამონტაჟებლად;
  • არ მოითხოვს დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს;
  • მისი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია;
  • პროცესი მოითხოვს უმოკლეს დროს;
  • გარდა ამისა, ეფექტურად ნიღბავს ფარდების კარნიზებს;

განსხვავებები

მსგავსი რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და პოპულარული თაბაშირ-მუყაოს მასალისგანაა დამზადებული.

სხვა მასალისგან განსხვავებით, თაბაშირ-მუყაოს ფილები იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა ფორმა მიანიჭოთ და შესაბამისად, სურვილის მიხედვით შესაძლებელია რელიეფური და რამდენიმედონიანი კონსტრუქციის გაკეთება.

გარდა ვიზუალური უპირატესობისა, მისი ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მის მიღმა შესაძლებელია ხარვეზებისა და სადენების დამალვა.

ორდონიანი კი, განათების სისტემის წყალობით, ინტერიერს ვიზუალურად მეტ მოცულობას და გაცილებით მდიდრულ იერს ანიჭებს..

თაბაშირ-მუყაოს ჭერის რამდენიმე სახეობა არსებობს:

  1. ერთდონიანი, სტანდარტული;
  2. თაღოვანი, რელიეფური (ნახევარწრის ფორმის);
  3. ორ და სამდონიანი.

როგორც წესი, დაბალჭერიან ბინებში, სადაც სიმაღლე 2.7 მეტრზე ნაკლებია (აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამ სახეობის ჭერით დაახლოებით 10 სანტიმეტრით დაადაბლებთ ოთახს), არჩევანის საშუალება არაა და იქ მხოლოდ სტანდარტული, ერთდონიანი მონტაჟდება.

მრავალიარუსიანი კი, ძირითადად, დიდი მოცულობის მისაღებ ოთახში კეთდება, რომლის სიმაღლე არანაკლებ 3,3 მეტრია. რაც უნდა მოკრძალებულად გქონდეთ ინტერიერი მოწყობილი, მრავალდონიანი მაინც მიანიჭებს ელეგანტურ და დახვეწილ იერს. ორიგინალური განათების სისტემის წყალობით შეიძლება ეს ოთახი სამეფო დარბაზსაც კი დაემსგავსოს, თუ იქ შესაფერისი, დახვეწილი ავეჯიც დგას. ვინაიდან ეს ყველაზე დიდი ოთახია ბინაში, უამრავი ორიგინალური დიზაინის მოფიქრება შეიძლება.

საძინებელში თუ რამდენიმედონიან ჭერს გააკეთებთ, კონსტრუქციის საინტერესო კონფიგურაციის წყალობით შესაძლებელია ოთახში სივრცის ზონებად დაყოფა. მაგალითად, მოსასვენებელი და თავის მოსაწესრიგებელი ზონების გამიჯვნა.

აი, საბავშვო ოთახში კი მართლა ორიგინალურის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა თქვენმა პატარამ თავი ზღაპრულ სამყაროში იგრძნოს: ღრუბლების, ცხრათვალა მზის და სხვა უამრავი ფორმის, რაც ბავშვს თავს კომფორტულად აგრძნობინებს. განათების სისტემის წყალობით კი აქაც ეფექტურია ოთახის ზონებად დაყოფა: სამეცადინო, სათამაშო თუ საძინებელი.

ჩვენ დაგეხმარებით ამაში. თუ საკუთარი ფანტაზიით ან ინტერნეტკატალოგებში ვერაფერი აარჩიეთ, თქვენი ინტერიერის სტილის, ოთახის ფორმისა და გაბარიტების გათვალისწინებით, ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში.

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მსგავს ჭერს შთამბეჭდავს ქმნის, არის განათება. განათება წინასწარ უნდა დაგეგმოთ. მრავალრიცხოვანი განათების წყალობით, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა თქვენს ინტერიერში ყველა კუთხე-კუნჭულის განათებაა შესაძლებელი. აქვე გეტყვით, რომ განათება სხვადასხვაგვარია.

ჩამოვთვალოთ:

  • კონტურული;
  • მოძრავბუდიანი;
  • სტანდარტული;
  • ფიგურული;
  • წერტილოვანი.

ჩვენი პროფესიონალი თქვენს ბინაში შთამბეჭდავ, ელეგანტურ ატმოსფეროს შექმნის. ამიტომ ეს საქმე მხოლოდ მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს ანდეთ.

თუ აღნიშნული საქმის წამოწყება გადაწყვიტეთ, მოგვანდეთ ეს საქმე ჩვენ. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის სამუშაო შეასრულონ, თუნდაც ყველაზე არაორდინარული. ჩვენ დაგეხმარებით, შექმნათ ინტერიერში დახვეწილი გარემო.

Keywords: shekiduli cheri

გიფსოკარდონის მონტაჟი
შესაძლებელია პროფილებისგან დამზადებული კონსტრუქციის ხეზე ფიქსაცია, შემდეგ დამონტაჟდება ფილები.
ჩვენთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფიგურის გამოსახვა შეიძლება.
ბიაზის ზემოთ რაც არუნდა დაგვხვდეს ეგ ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი ნახსენები სამუშაოს ჩატარება.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)