არმსტრონგის ჭერი
დაგვიკავშირდით
557236236ინტერიერის მოპირკეთების ბიუჯეტური და ეფექტური საშუალება
არმსტრონგის ჭერი დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. ის ინტერიერს ნამდვილად სძენს მეტრ ელეგანტურობას. რამ გამოიწვია მისი ასეთი მოთხოვნადობა? გარდა იმისა, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომია, აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ უმოკლეს დროში სრულდება სამუშაო.
მოთხოვნა ძირითადად, ოფისებსა და სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებში ხდება, თუმცა გემოვნების ამბავია - შეგიძლიათ საცხოვრებელ სახლშიც გამოიყენოთ, მით უმეტეს, რომ მწარმოებლები გამორჩეულ დიზაინერულ პანელებს გვთავაზობენ.
თუ გადაწყვიტეთ საცხოვრებელ ბინაში ან სამუშაო დაწესებულებაში, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ მასალის მახასიათებლებს, მის ყველა პლუსსა და მინუსს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომში გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
ამაში პროფესიონალი დაგეხმარებათ. ამ მასალას დღეს არაერთი კომპანია აწარმოებს და მათი ნაწარმი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ხარისხით, ისე დიზაინით. ამიტომ სპეციალისტი უკეთ გაგარკვევთ ნიუანსებში.
მაინც როგორი ფილები არსებობს?
მასალის ტექნიკური მახასიათებლები:
- ნესტგამძლის გამოყენება იმ შენობებშია სასურველი, სადაც ნესტიანობა აღინიშნება ან ხშირად ჩამოდის წყალი. ეს შეიძლება იყოს სამზარეულო, სააბაზანო, აუზი, კვების ობიექტები სპეციალური სტრუქტურის წყალობით ასეთი ფილები კარგად უმკლავდება ამ პრობლემას და ადვილად არ ზიანდება;
- თუ მისი გამოყენება დიდი ფართის შენობაში გსურთ, სინათლის ამრეკლავი ფილები გამოგადგებათ, რომლებიც თეთრი ფერისაა. ზოგიერთ მოდელში ეს პარამეტრი 85%-ს აღწევს. შედეგად, ბევრი სანათი აღარ დაგჭირდებათ და საკმაო ეკონომიას მიიღებთ;
- ხმაგაუმტარის მოხმარება, ძირითადად, იმ დიდ ობიექტებში ხდება, სადაც მუდმივად ხმაურია, მაგალითად, სავაჭრო და გასართობ ცენტრებში. საქმე ისაა, რომ ეს ფილები ისეთი მასალითაა დამზადებული, რომელიც ხელს უშლის ხმის ხმის ტალღების გავრცელებას. განსაკუთრებით ეფექტურია აკუსტიკური ფილები;
- ჰიგიენური ფილები გათვალისწინებულია ისეთი დაწესებულებისთვის, სადაც სავალდებულოა მაქსიმალური სისუფთავე. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები
- გარდა ამისა, არსებობს დიზაინერული ფილებიც. მათი გრაფიკული იერსახე და შეფერილობისა თუ ორნამენტების მრავალფეროვნება ინდივიდუალური და ელეგანტური ინტერიერის შექმნის საშუალებას იძლევა;
- ცეცხლგამძლე ფილების გამოყენება იმ ობიექტებისთვისაა გათვალისწინებული, სადაც ხანძრის გაჩენის რისკებია. მსგავსი ფილები შეიცავს სპეციალურ საღებავს და ასევე, ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას.
გირჩევთ, პროფესიონალი მანამდე მიიყვანოთ ობიექტზე, სანამ თქვენი გემოვნებით შეარჩევთ მასალას. ნუ ენდობით ნაცნობ-მეგობრების რჩევებს, რადგან შეიძლება კონკრეტული მასალა მათთვის მისაღები იყოს, თქვენი ინტერიერისთვის კი - შეუსაბამო. საქმე ისაა, რომ პანელები სხვადასხვა ზომისაა და ოთახის გაბარიტებზეა დამოკიდებული, როგორი გჭირდებათ, 7-მმ-იანი, 12-იანი, 14-იანი თუ 15-იანი.
ყველაზე დიდი პანელების გამოყენება ნიშნავს, რომ შენობაში მეტი სითბო შენარჩუნდება. თუმცა მასიურ ფილებს და შესაბამისად, უფრო მძიმე კარკასს, დიდი სივრცის მქონე ინტერიერში იყენებენ.
რა მასალისგან მზადდება პანელები
არჩევანი საკმაოდ დიდია და თუ ვერ გაგირკვევიათ, კონკრეტულად რომელი შეეფერება თქვენს ობიექტს, ამისთვის გირჩევთ, სპეციალისტის რჩევაც გაითვალისწინოთ. ფილები გვხვდება:
- მინერალური ბოჭკოსი;
- პლასტიკის;
- ხის;
- თაბაშირის;
- ლითონის;
- შუშის;
- სარკისებრი.
საქმის დაწყება ამა თუ იმ მასალით თქვენი გემოვნებისა და ინტერიერის დანიშნულების მიხედვით შეგიძლიათ. თუ ფანტაზია ხელს გიწყობთ, შესაძლებელია დიზაინერული შედევრების შექმნაც, მით უმეტეს, რომ ფილების ფერებისა თუ ფაქტურის ფართო არჩევანსაც გვთავაზობენ მწარმოებლები. შეგიძლიათ აირჩიოთ:
- შავი;
- ოქროსფერი;
- ქრომირებული;
- გლუვზედაპირიანი;
- პრიალა;
- დეკორატიული.
აღნიშნული ჯერ მარტო იმიტომ არის მომგებიანი, რომ ფილების ამა თუ იმ მიზეზით დაზიანების შემთხვევაში არ მოგიწევთ მთლიანი ჭერის დემონტაჟი - საკმარისია მხოლოდ პრობლემური დეტალების ახლით ჩანაცვლება.
საქმის მცოდნე ადამიანი ზარალისგან და ზედმეტი ხლაფორთისგან გიხსნით ასევე იმ შემთხვევაში, თუ პანელებს მიღმა განთავსებული ელექტროსადენები დაზიანდება - ის აკურატულად მოხსნის ფილებს და პრობლემის მოგვარების შემდეგ თავის ადგილზე დაამაგრებს მათ.
როგორც ნებისმიერ სამშენებლო მასალაში, მწარმოებლები ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა ხარისხის პროდუქციას გვთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ მასალაზე დატანებულია ხარისხისა და მახასიათებლის ნიშანი. ასე მაგალითად:
- ეკონომ-სერიის ფილები თავისთავად გულისხმობს შედარებით ნაკლებ ღირებულებას;
- პრიმა-სერიის პანელებს კონკრეტული დანიშნულება აქვს (წყალგამძლე, სინათლის ამრეკლავი, აკუსტიკური, ცეცხლგამძლე და ა.შ.);
- დიზაინერული პანელები კი გამოირჩევა ვიზუალური ეფექტებით და გარდა ამისა, მათში ორიგინალურად არის ჩამონტაჟებული სანათები.
მოკლედ, ზემოთ ნახსენები მასალა ინტერიერის სწრაფად და იაფად გარემონტების შესანიშნავი საშუალებაა. მთავარია, დაბალჭერიანი არ იყოს შენობა. ამ შემთხვევაში არაა რეკომენდებული, რადგან ეს კონსტრუქცია 8-10 სანტიმეტრით ადაბლებს ჭერს.
თუ გადაწყვიტავთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. ჩვენ გვყავს კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც ოპერატიულად და ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს.
Keywords: armstrongis cheri