ამსტრონგის ჭერი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
23-09-2022 1 191 0

ინტერიერის ეფექტური გვირგვინი

ამსტრონგის ჭერი ფასი - ესაა მართკუთხა ან კვადრატული უჯრედების ფორმის ლითონის კონსტრუქცია, რომელშიც მაგრდება პანელები. ეს გახლავთ ძალიან ელეგანტური მოსაპირკეთებელი საშუალება, რომელიც ინტერიერს სიმყუდროვეს და ელეგანტურობას სძენს.

მოგეხსენებათ, ნებისმიერ სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელ მასალას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ის, რაც იაფია, არ შეიძლება იყოს ხარისხიანი, თუმცა ამის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება არცთუ გონივრულია. ძვირად ღირებული არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იღებთ უმაღლესი ხარისხის, ხანგრძლივმოქმედ პროდუქციას და არცთუ იშვიათად, სწორად მოხმარების შემთხვევაში, სწორედ იაფი ნაწარმი ემსახურება მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ.

რა უპირატესობები გააჩნია ზემოხსენებულ მასალას?

  • ეს დაგეხმარებათ, ინტერიერს მეტი სოლიდურობა, მყუდროება და ელეგანტურობა შესძინოთ უმოკლეს დროში;
  • საკმაოდ იაფი ჯდება და ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომია;
  • მისი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია - სწორად მოვლის შემთხვევაში 30 წელსაც მოგემსახურებათ;
  • არ მოითხოვს წინასწარი სამუშაოების ჩატარებას ზედაპირის იდეალური სისწორის უზრუნველსაყოფად;
  • მისი გამოყენება ეფექტურად ნიღბავს დეფექტურ ზედაპირს და ჭერში გაჭიმულ სადენებს;
  • ნებისმიერი ფორმისა და რაოდენობის სანათების განთავსებაა ამ კონსტრუქციაზე შესაძლებელი, როგორც ჭაღების, ისე დიოდური სანათების;
  • ნახსენები საქმე ძალიან სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი და თუ ამ სამუშაოს კვალიფიციური ხელოსნები შეასრულებენ, მისი ექსპლუატაციის ვადაც ხანგრძლივი იქნება. გარდა ამისა, არ სჭირდება შემდგომ შეღებვა;
  • დიზაინის მხრივ მომხმარებელს ფართო არჩევანი აქვს: ინტერიერის სტილის შესაბამისად შეუძლია აირჩიოს ფილების ფორმა, ფერი და მასალა;
  • ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც: თუ ელექტროგაყვანილობის პრობლემა შეიქმნა, სულაც არ იქნება საჭირო მთელი ჭერის დემონტაჟი; საკმარისია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფილის მოხსნა, რომლებსაც შემდეგ ისევ დააბრუნებთ ძველ ადგილზე;
  • ის მოსახერხებელია იმ მხრივაც, რომ თუ რაიმე მიზეზით რომელიმე ფილა დაზიანდა, ძალიან მარტივად ხდება მისი ახლით ჩანაცვლება.

ერთი სიტყვით, საქმის მცოდნე ადამიანი მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას და მთლიანი კონსტრუქციის დაშლის ნაცვლად, მხოლოდ დაზიანებულ დეტალს გამოცვლის.

მოგეხსენებათ, იდეალური არაფერია და ამ მოსაპირკეთებელ მასალასაც გააჩნია თავისი მინუსები:

  • ის არაა სასურველი იმ ბინაში თუ დაწესებულებაში, სადაც ზემოდან ხშრად ჩამოდის წყალი. ვინაიდან ფილის შიგთავსი მაღალი ნესტგამძლეობით არ ხასიათდება, დიდი რისკია, რომ ფილები ჩამოცვივდეს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი გამოცვლა სირთულეს არ წარმოადგენს;
  • მოხელე ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, რადგან ფილები ისეთი თხელია, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური ოსტატი შეძლებს, ფაქიზად იმუშაოს და არ დააზიანოს ისინი;
  • ზოგადად, ეს საქმე ჭერის დადაბლებას ნიშნავს დაახლოებით 8-10 სანტიმეტრით. ამიტომ დაბალჭერიანი ბინებისთვის არაა რეკომენდებული;
  • მსგავსი ფილები სიმყარით არ გამოირჩევა და ამიტომ ვერ უძლებს ძალისმიერ ზემოქმედებას. ის შეიძლება დაზიანდეს, მაგალითად, შამპანურის საზეიმოდ გახსნის დროს ჭერში ავარდნილი საცობისგან ან ზემოდან სისტემატურად წყლის ჩამოსვლისას;
  • ვერ გეტყვით, რამდენად უსაფრთხოა ეკოლოგიურად მსგავსი მასალა. მართალია, ის შეიცავს ცეცხლგამძლე და ზოგადად, სიმყარის შესანარჩუნებლად თიხას, ასევე - მინერალურ ბოჭკოს, სახამებელს, ცელულოზას და პერლიტს, რაც ერთი შეხედვით არანაირ ეჭვს არ აღძრავს, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებელი მავნე ნივთიერებებსაც იყენებს მის დასამზადებლად. ასევე, ფილის დაზიანების შემთხვევაში მისი წვრილად დაფშვნილი შიგთავსი ადვილად ხვდება თვალებსა და ლორწოვან გარსში, რაც უსიამოვნო შედეგებს იწვევს.

სად ჯობია მსგავსი მასალის გამოყენება

მისი გამოყენება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი - როგორც ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებში, აუზებში,ისე საცხოვრებელ ფართში. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ მასალის შიგთავსის მახასიათებლები. მაგალითად:

  1. საავადმყოფოებში, აუზებში, საწყობებში - ნესტგამძლე ფილები;
  2. აკუსტიკურის გამოყენება მოგიწევთ რესტორანში, სასტუმროში, საკონცერტო დარბაზებში;
  3. არსებობს ჰიგიენური ფილები - სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, კვების ობიექტებისთვის.

მისი მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ღირს დაბალჭერიან შენობაში, მაგრამ თუ ინტერიერის პარამეტრები ხელს არ გიშლით და შთამბეჭდავი გარემოს შექმნა გსურთ, მაშინ ის დროა, კვალიფიციური სპეციალისტი მოძებნოთ.

ჩვენი პროფესიონალი მრავალწლიანი პრაქტიკითა და შესაბამისად, საკმაო გამოცდილებით გამოირჩევა. სურვილის შემთხვევაში, კონსულტაციასაც გაგიწევთ, როგორი ფაქტურის თუ დიზაინის ფილები მოუხდება თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს.

მართალია, აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს, მაგრამ როგორც ყველა სფეროში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ზედმიწევნით კეთილსინდისიერად მუშაობა, რომ მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში იყოს კმაყოფილი შესრულებული სამუშაოთი. მით უმეტეს, რომ ეს ფილები ძალიან თხელია და დაუდევრობის გამო მალე ზიანდება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეში ლითონის კონსტრუქციის გამოყენება ხდება, რომელთა ხარისხისა და რაოდენობის შესახებ ასევე ჩვენი სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციასა და რეკომენდაციას.

თუ გადაწყვიტეთ? მოგვმართეთ და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუდგებით სამუშაოს. ჩვენი მომსახურება არა მარტო მაღალკვალიფიციურობით, არამედ მისაღები ფასებითაც გამოირჩევა!

Keywords: amstrongis cheri

MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » ამსტრონგის ჭერი
მისი მონტაჟი ჯდება იაფი და მონტაჟის დროს საკმაოდ მოკლეა.
საკმაოდ დიდი რესურსი აქ, ნორმალური გამოყენების დროს მან შეიძლება 30 წელსაც გაგიძლოთ.
ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ ფილა თხელია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც მონტაჟის ასევე ექსპლუატაციის დროს.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)