ავეჯი შეკვეთით
დაგვიკავშირდით
511161622შეუკვეთეთ ჩვენთან
ავეჯი შეკვეთით - დღეს მომხმარებელთა უმეტესობა ამ სერვისს ანიჭებს უპირატესობას. მართალია, სავაჭრო ცენტრებში უცხოური თუ ადგილობრივი წარმოების ძალიან მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი ნებისმიერი გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის, მაგრამ შეკვეთით შექმნილ ავეჯს თავისი უპირატესობები აქვს.
ჩვენ შევეცდებით განვმარტოთ, რატომაა აღნიშნული სერვისი უფრო მოთხოვნადი:
- ფოტოგალერეებში არაჩვეულებრივი დიზაინის ავეჯი ნახეთ, მაგრამ ავეჯის მაღაზიებში მსგავსს ვერაფერს წააწყდით? ამ პრობლემის მოგვარება მარტივია - შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ და ზუსტად იდენტური ნივთი შეუკვეთოთ;
- თუ განსაკუთრებული, გამორჩეული გემოვნება გაქვთ და რაღაც ორიგინალური შტრიხების შეტანა გინდათ ავეჯის დიზაინში, ჩვენი ხარისხიანი სერვისი ( aveji shekvetit ) სწორედ თქვენთვისაა. ასე თქვენ ექსკლუზიური ავეჯის მფლობელი გახდებით;
- წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მხოლოდ კლასიკური, ხისფერი ავეჯი იყო ხელმისაწვდომი. ემ-დე-ეფის მასალა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ტონალობის ავეჯით გაამდიდროთ თქვენი ინტერიერი. გარდა ამისა, ეს მასალა ასევე ავეჯისთვის ნებისმიერი სირთულის ფორმის მიცემის საშუალებას იძლევა;
- სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი მზა ავეჯი, ძირითადად, სტანდარტულ ბინებზეა გათვლილი. იდენტურია სიმაღლეც, სიგანეც და სათავსოს სიღრმეც. ხოლო, თუ არასტანდარტული ოთახები გაქვთ, მაშინ სწორედ ინდივიდუალური დიზაინის ავეჯით გმართებთ ინტერიერის გაფორმება;
- როგორც წესი, ავეჯს სპეციალისტები ადგილზე მიტანის შემდეგ აწყობენ. ასე რომ, შეგიძლიათ თავად ადევნოთ პროცესს თვალი და დარწმუნდეთ, რამდენად ხარისხიანადაა სამუშაო შესრულებული;
კიდევ ერთი ნიუანსი, რასაც იშვიათად აქცევენ მომხმარებლები ყურადღებას მზა პროდუქციის შეძენისას - თითქმის ყოველთვის ავეჯის გარეთა მხარისა და შიგთავსის მასალა განსხვავებულია. ეკონომიის მიზნით არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ავეჯის შიდა თუ უკანა კედლებისთვის გაცილებით დაბალი ხარისხის, ხშირად სხვა ტონალობის დეტალებს იყენებენ. გარდა ამისა, დაბალი ხარისხისაა ფურნიტურა და მზად უნდა იყოთ, რომ ის მალე გამოვა მწყობრიდან.
დღეს ავეჯის ბევრი მწარმოებელია საქართველოში, მაგრამ როცა საქმე პროფესიონალიზმს, პუნქტუალურობასა და ხარისხს ეხება, დაგვეთანხმებით, ცოტა თუ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს თავადაც ვეხმარებით ოთახის გაზომვასა და ესკიზის შექმნაში. ნებისმიერი გემოვნების მქონე პირის სურვილის ასრულება, ხარისხი და პროდუქციის დროულად მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს იმიჯზე და ამიტომ ჩვენგან უკმაყოფილო არავინ რჩება.
ავეჯის დამზადება