საძინებელი შეკვეთით
დაგვიკავშირდით
511161622კომფორტული დასვენებისა და სრულყოფილი ძილისთვის
თუ საძინებელი შეკვეთით გსურთ დაამზადებინოთ, რა თქმა უნდა, წინდაწინ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ოთახის გაბარიტებიც და ინტერიერის დიზაინის დეტალებიც, რადგან უმცირეს დეტალებზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად დაისვენებთ და გამოიძინებთ, ეს კი განაპირობებს თქვენს მომდევნო დღის სამყოფ ენერგიას, შრომისუნარიანობასა და გუნება-განწყობილებას.
როგორი უნდა იყოს საძინებელი, რომ მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ იქ თავი?
რა დანიშნულება აქვს საძინებელ ოთახს? პირველ რიგში, ესაა დასასვენებელი ზონა, სადაც დამქანცველი დღის შემდეგ თავს განტვირთვისა და დასვენების უფლებას ვაძლევთ. ამისთვის გვჭირდება შესაბამისი გარემო რელაქსაციისთვის და კომფორტული
საწოლი ძილისთვის. საამისოდ ნებისმიერ ნიუანსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
- შპალერისა თუ ტექსტილის ფერს;
- ავეჯის რაოდენობას, ხარისხსა და მდებარეობას;
- განათებას.
ტონალობა
ცნობილია, რომ ფერებს ადამიანზე განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია. მას შეუძლია როგორც დაგვამშვიდოს, დადებითი ენერგიით დაგვმუხტოს, ისე აგვაგზნოს, სიმშვიდე დაგვირღვიოს.
როდესაც შეკვეთით მზადდება ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ საძინებელი მშვიდი, პასტელური ფერებით გავაფორმოთ (ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი), რომლებიც დაგვეხმარება ენერგიის აღდგენაში, განტვირთვასა და სრულყოფილად გამოძინებაში. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ადამიანის ხასიათი, ტემპერამენტი და ასაკიც.
თუმცა ისინი იდეალურად მიიჩნევენ კრემისფერსა და მის ელფერებს - დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს და ამასთან, ნებისმიერი სტილის დიზაინი უხდება.
მართალია, თეთრი ცივ ფერად ითვლება, რადგან თოვლისა და სიცივის ასოციაციას იწვევს, მაგრამ თუ ქათქათა თეთრის ნაცვლად რძისფერს ან სპილოსძვლისფერს გამოიყენებთ, კლასიკურ, ელეგანტურ და მშვიდ ინტერიერს მიიღებთ. უფრო მეტიც, სწორედ ასეთ ფერს გირჩევთ საძინებელში, თუ ოთახი პატარაა. ასე მას ვიზუალურ სივრცესაც მიანიჭებთ და მეტი ჰაეროვნების ასოციაცასაც გამოიწვევს.
ფსიქოლოგები რეკომენდაციას უწევენ ასევე ყვითელსა და მწვანე ტონალობებს, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ვინაიდან პირველი მათგანი მზესა და სითბოსთან ასოცირდება, დამატებითი გამათბობელი შეიძლება აღმოჩნდეს მცივანა ადამიანებისთვის; მწვანე კი, მართალია, ცივ ტონად მიიჩნევა, მაგრამ ასოციაციურად ბუნებას გვაგონებს და ესეც ერთგვარად დამამშვიდებელი ფაქტორია.
წითელი და მისი ელფერი ახალგაზრდა წყვილებისთვისაა მისაღები, რადგან ამ ფერს სიყვარულის ფერსაც ეძახიან. სიყვარულთან ერთად მან სიმშვიდეც რომ მოგანიჭოთ, გირჩევთ, წითელს მისი ტონალობის სხვა ფერებიც შეუხამოთ.
განლაგება
რასაკვირველია, ფართო საძინებელი ოთახი ყველას ოცნებაა, მაგრამ თუ ავეჯს სწორად განათავსებთ, მცირე სივრცეში და მინიმალური ავეჯითაც შეძლებთ კომფორტული ზონის მოწყობას.
პირველ რიგში, იზრუნეთ საწოლის ადგილმდებარეობაზე. ის საზურგით კედელს უნდა ეყრდნობოდეს - ასე ადამიანს ფსიქოლოგიურად უჩნდება დაცულობის შეგრძნება. ერთსაწოლიანი შეგიძლიათ გვერდითა მხრიდანაც კედელს მოაბჯინოთ, თუმცა ორსაწოლიანი უმჯობესია, თუ შუაში იქნება. იდეალური ვარიანტია, თუ საწოლის ორივე მხრიდან 70 სმ სიგრძის სივრცეს დატოვებთ, სადაც ტუმბებს განათავსებთ
აქვე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: საწოლი არ უნდა იდგეს კარის პირდაპირ, რათა ღამით ოთახში შემოსულმა მეუღლემ მეორე ოთახიდან შემოჭრილი სინათლით ძილი არ დაგიფრთხოთ და ასევე, მის პირდაპირ არ უნდა ეკიდოს სარკე - ჯერ ერთი, გაუცნობიერებელ შიშს იწვევს, როცა ძილ-ბურანში მყოფს თვალში ვიღაცის (თურმე თქვენი საკუთარი) გამოსახულება მოგხვდებათ და მეორეც, გაბურძგნულ-თვალდასიებული საკუთარი თავის დანახვა ახალგაღვიძებულზე იშვიათად რომ ვინმეში არ იწვევდეს უსიამოვნო შეგრძნებებს.
რაც შეეხება დანარჩენ ავეჯს, ოთახის გაბარიტების გათვალისწინებით, ეცადეთ, მაქსიმალურად მეტი სივრცე დატოვოთ თავისუფალი, რაც მეტ სუფთა ჰაერს, უკეთეს ვენტილაციას უწყობს ხელს, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშვიდი, სრულფასოვანი დასვენებისა და ძილისთვის.
განათება
უმჯობესია, ამ ოთახში მკვეთრ განათებაზე უარი თქვათ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჭაღი დაკიდოთ, მაგრამ გირჩევთ, ის პატარა ზომის შეარჩიოთ, ზემოთ მიმართული ფიგურებით, რომლების სინათლეს განაბნევს. და არავითარი ცივი განათება!
საძინებელში სუსტი ნათურები, ბრა თუ ტორშერი გაცილებით მეტ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს შეგიქმნით. თქვენ წარმოიდგინეთ, დაბურული ტორშერი თუ ბრა, ანთებულ მდგომარეობაშიც და სასიამოვნოდ მოგთენთავთ და ძილს მოგგვრით.
მოკლედ, საძინებელი ოთახის დიზაინის არჩევანი თქვენზეა, მისი აუცილებელი ავეჯი კი შეგიძლიათ ჩვენ შეგვიკვეთოთ. თუმცა ინტერიერის დიზაინზეც შეგვიძლია რჩევების მოცემა. ჩვენთან დამზადებული ავეჯი კომფორტული და ხარისხიანია, ჩვენთან თანამშრომლობით კი დროულად და მისაღებ ფასად მიიღებთ სასურველ ავეჯს.
Keywords: sadzinebeli shekvetit