საძინებლების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
07-11-2022 721 0

იდეალური პირადი სივრცე

თუ საძინებლების დამზადება შეკვეთით გადაწყვიტეთ, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან საძინებელი ოთახი - ეს არის მეტად ინტიმური ადგილი, ამასთან, მოსასვენებელი და აქ ავეჯით დაწყებული და ფარდის თუ კედლების ფერით დამთავრებული, ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მიუხედავად იმისა, როგორი ტემპერამენტის პიროვნება ხართ, უმჯობესია, საძინებელში მშვიდი ფერის ტონალობები შეარჩიოთ, რაც რთული და დამღლელი დღის ბოლოს თქვენს სიმშვიდესა და ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს. დამშვიდებულ განწყობაზე დღის დაწყება კი თქვენს შრომისუნარიანობას და წარმატებას ერთიორად აამაღლებს.

რაც უნდა დიდი იყოს საძინებელი ოთახი, უმჯობესია, არ გადავტვირთოთ და მეტი თავისუფალი სივრცე დავტოვოთ იქ, რათა ძილისას ჰაერის ცირკულაცია არ დავარღვიოთ.

თუმცა გარკვეული ავეჯი აუცილებლად უნდა იყოს მასში:

  • საწოლი;
  • ტუმბოები;
  • ტანსაცმლის კარადა;
  • ტუალეტის მაგიდა.

საწოლი

საძინებლის ყველაზე მთავარი ელემენტი, რა თქმა უნდა, საწოლია. მართალია, მისი შეძენისას, პირველ რიგში, მის ვიზუალურ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კომფორტული. დაგვეთანხმებით, ღამე ნამდვილ კოშმარად გვექცევა, თუ საწოლის მატრასი იქნება მაგარი და შვების მაგივრად ტკივილს მოგვანიჭებს; ასევე, უხარისხოდ აწყობილი საწოლის ჭრიალი ჩვენს ნერვულ სისტემაზე დამანგრევლად იმოქმედებს და ნებივრობის ნაცვლად გაშეშებულს მოგვიწევს წოლა მთელი ღამე.

ოსტატი საწოლების დამზადებისას ითვალისწინებს მომხმარებლის სხეულის პარამეტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან როგორც წესი, მზა პროდუქცია სტანდარტული ზომებით მზადდება, რაც ერთისთვის თუ მოსახერხებელია, მეორე მასში ძალიან არაკომფორტულად შეიძლება გრძნობდეს თავს. მოკლედ, გასათვალისწინებელია ეს ფაქტორები:

საწოლის სიმაღლე - მასზე განთავსებული მატრასის სიმაღლე მუხლამდე უნდა სწვდებოდეს მომხმარებელს, ანუ დაახლოებით 50-60 სანტიმეტრით უნდა იყოს იატაკიდან დაშორებული. ასე მარტივად შეძლებთ დაწოლასაც და ადგომასაც;

საწოლის სიგრძე - ის 15-20 სანტიმეტრით უნდა აღემატებოდეს თქვენს სიმაღლეს, თუმცა, თუ ბალიშის გარეშე ძილს ანიჭებთ უპირატესობას, სასურველია 30 სანტიმეტრით მეტი. როგორც წესი, მზა პროდუქცია სტანდარტული სიგრძისა მზადდება: 180-210 სმ.

საწოლის სიგანე - ეს პარამეტრი, ძირითადად, გახლავთ: ერთსაწოლიანისთვის - 70-90 სანტიმეტრი, საწოლნახევრიანისთვის - 100-135 სმ, ორსაწოლიანისთვის - მინიმუმ 140 სმ. ამ

შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მომხმარებლის სხეულის მაჩვენებელი და მის მიხედვით შეცვლა.

თუ თავისუფალი ადგილის ნაკლებობას არ უჩივით საძინებელში, არ დაგავიწყდეთ ტუმბოებიც. ისინი ძალიან მოსახერხებელია სანათის, წიგნის თუ სხვა საჭირო ნივთების დასაწყობად. გაითვალისწინეთ, რომ ეს მინიატურული ავეჯი საწოლის სიმაღლის უნდა იყოს.

ტანსაცმლის კარადა

რასაკვირველია, საძინებელი თავისთავად მოიაზრებს ტანსაცმლის კარადას. მის დიზაინზე ინტერიერის სტილისა და გაბარიტების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეთ. თუ სივრცე ხელს გიწყობთ, მრავალგანყოფილებიანი შეგიძლიათ დადგათ - თაროებით, საკიდებით, უჯრებით, მაგრამ მინიატურულ ოთახში, გირჩევთ, უპირატესობა გასაწევკარიან კარადას მიანიჭოთ - არ მოითხოვს დიდ ადგილს კარების გამოსაღებად და ძალიან ელეგანტურიცაა.

ტუალეტის მაგიდა

ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ოთახის გაბარიტები. დიდ ოთახში, სხვა ავეჯთან ერთად, თამამად შეგიძლიათ განათავსოთ დახვეწილი ფორმის სარკიანი მაგიდა, სადაც ყოველ დილა-საღამოს მოიწესრიგებთ თავს, მაგრამ თუ სივრცის მხრივ შეზღუდული ხართ, უმჯობესია, მაგიდად კამოდი გამოიყენოთ, რომლის ზედაპირზე სარკეს განათავსებთ და ამგვარად თქვენ მიიღებთ სათავსოსაც ტანსაცმლისთვის და თავის მოსაწესრიგებელ კუთხესაც.

დაიმახსოვრეთ, არ უნდა ანდოთ ვაიხელოსანს, რადგან არცთუ დაბალ ფასად თქვენ მიიღებთ უხარისხო მასალით დამზადებულ და ასევე უხარისხოდ აწყობილ ავეჯს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ყოველდღიურად დისკომფორტს შეგიქმნით და მალე გამოვა მწყობრიდან!

ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივია: თქვენ გვირეკავთ, ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები დროულად მოდიან მისამართზე, ინტერიერის გაბარიტებისა და სტილის მიხედვით, რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით ადგენენ ესკიზს და შემდგომში უკვე დროულად და რაც მთავარია, ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს.

დაგვიკავშირდით და შევქმნათ თქვენს საძინებელში განტვირთვისა და დასვენების ატმოსფერო!

Keywords: sadzineblebis damzadeba

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » საძინებლების დამზადება
ფასი დამოკიდებულია მასალის და აქსესუარების ხარისხზე და კონსტრუქციების ზომებზე.
რათქმაუნდა.
მოგვაქვს გამზადებული მასალა და აწყობის პროცესი ხდება დამკვეთის ობიექტზე.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)