საძინებლის დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
11-11-2022 820 0

სტილი და დიზაინი

სასურველი საძინებლის დამზადება შეკვეთით გაცილებით მომგებიანია, ვიდრე მზა პროდუქციის ყიდვა სავაჭრო ცენტრებში ან მისი გამოწერა ინტერნეტმაღაზიების საშუალებით, რადგან ამგვარად თქვენ იღებთ თქვენს საოცნებო ავეჯს და თანაც, მეტ გარანტიას მის ხარისხზე.

მოგეხსენებათ, საძინებელი არის ადგილი, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ადამიანი ისვენებს და ახალი, მომდევნო დღისთვის ენერგიას იკრებს. ამიტომ ის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული უნდა იყოს. როგორ სტილს და დიზაინს აირჩევთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორიც უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მოსახერხებელი იყოს, რომ სრულფასოვან დასვენებაში შეგიწყოთ ხელი და ამასთან - ხარისხიანი, რომ მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან.

როცა შეძენა მზა პროდუქციის სახით, ინტერნეტმაღაზიებით ხდება, არ ხართ დაზღვეული, რომ სწორედ იმას მიიღებთ, რაც ფოტოზე ნახეთ. ვერც ხარისხზე მოგცემთ ვინმე გარანტიას. შესაბამისად, დიდი რისკია, საკმაოდ სოლიდური თანხა წყალს გაატანოთ და ვერც ვერავის მოსთხოვთ პასუხს.

სტილი და დიზაინი

რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, ინტერიერში როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის პარამეტრები. დაგვეთანხმებით, სრულიად შეუსაბამოა მოცუცქნულ სივრცეში, მაგალითად, როკოკოს სტილის ავეჯის განთავსება.

ზოგადად, საძინებლების შემდეგნაირი სტილი არსებობს:

  • კლასიკური;
  • მოდერნისტული;
  • მინიმალისტური.

კლასიკური - ეს გახლავთ მდიდრული და ელეგანტური ავეჯი, რომელიც ინტერიერს დახვეწილს ხდის. ის მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  1. ბაროკო;
  2. როკოკო;
  3. კლასიციზმი თანამედროვე ელემენტებით.

მსგავსი ავეჯი მზადდება ძვირფასი მასალისგან: ბუნებრივი ხისგან, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტით და ძვირფასი ლითონითა და ქვით. ეს სტილი თავისთავად გულისხმობს ძვირფას თეთრეულს და გადასაფარებელს. ინტერიერში, ძირითადად, გამოიყენება მშვიდი, ნათელი ფერები, რომლებიც სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს. ასევე, დაცულია ავეჯის სიმეტრიული განლაგების პრინციპი.

კლასიკური სტილის საძინებელში კი აუცილებლად უნდა იდგეს:

  • ფართო, მდიდრული საწოლი;
  • ტუმბები;
  • კარადა ან კამოდი;
  • ტუალეტის მაგიდა.

მოდერნისტული საძინებელი მათთვისაა სასურველი, ვინც უპირატესობას ანიჭებს კომფორტს, თანამედროვეობას, უბრალოებასა და კრეატიულობას. ეს სტილი ერთნაირად ეფექტურია როგორც ფართო, ასევე მცირე მოცულობის ოთახში.

კლასიკურისგან განსხვავებით, ამ სტილის დიზაინში ჭარბობს შედარებით ჩამუქებული ტონები, როგორებიცაა ჭაობისფერი და ზეთისხილისფერი. ასევე ძალიან პოპულარულია შავ-თეთრ ტონში გადაწყვეტილი დიზაინი. რაც შეეხება მასალას, აქ შეუზღუდავი ხართ არჩევანში - თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, ხის მასალას აირჩევთ, ემ-დე-ეფს თუ მეტალს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდერნი სრულ თავისუფლებას აძლევს ადამიანს და ამრიგად, ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ავეჯი შეგიძლიათ აირჩიოთ, მათ შორის, ფეხიანი საწოლი ან თუნდაც საწოლი-პოდიუმი.

საძინებელი მინიმალისტურ სტილში სასურველია მათთვის, ვისაც ოთახში პატარა სივრცე აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ღია ფერები, რაც ინტერიერს ვიზუალურად მოცულობითს ხდის. აქ ყველა ავეჯი და ნივთი ფუნქციონალური უნდა იყოს, რათა გარემო არ გადაიტვირთოს. რა თქმა უნდა, საწოლი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც შეიძლება სულაც ტრანსფორმერის სახით იყოს და სავარძლის ფუნქციასაც ასრულებდეს.

კეთილსინდისიერი ოსტატი - აი, ვინ გჭირდებათ, თუ ხარისხიანი და კომფორტული ავეჯის შეძენა გსურთ. დღეს იმდენი საამქრო და ფირმა არსებობს, რომ თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს სასურველი გარნიტურის შეკვეთა, მაგრამ იშვიათად, რომ რომელიმე მათგანი აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, თაღლითების მსხვერპლი უამრავი ადამიანი ხდება. როგორც წესი, როცა ავეჯის შეკვეთას აძლევთ ამა თუ იმ საამქროს, თქვენ წინასწარ იხდით დაახლოებით თანხის ნახევარს და უმეტეს შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ ან საერთოდ დაკარგავთ მას, ან ხანგრძლივი დროით გიწევთ ლოდინი სასურველი ავეჯის მისაღებად, ან სრულიად უხარისხო პროდუქციას იღებთ.

ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკა თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენით უკმაყოფილო მომხმარებელი ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ჩვენთვის რეპუტაცია და მადლიერი დამკვეთი უმთავრესია. შესაბამისად, ვზრუნავთ, რომ დროულად და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქციით გავანებივროთ ისინი.

დაგვიკავშირდით და ისარგებლეთ ჩვენი პროფესიონალი და ხელმარჯვე ოსტატების მომსახურებით.

Keywords: sadzineblis damzadeba

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » საძინებლის დამზადება
რათქმაუნდა.
სამწუხაროს არა, ეს სხვა სპეციფიკაა.
თბილისში.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)