კამოდების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
04-11-2022 649 0

ფუნქციონალური და დეკორატიული ავეჯი

ჩვენთან კამოდების დამზადება შეკვეთით ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის და მისი მფლობელის გემოვნების გათვალისწინებით ხდება. ეს გახლავთ ავეჯის სახეობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ოთახების გაწყობა; უფრო მეტიც, ის ლამის ყველა ოთახისთვის აუცილებელი ნივთია,

რადგან კამოდი არის:

  • პრაქტიკული;
  • კომპაქტური;
  • ერთგვარი დეკორი ინტერიერში.

ისტორია

ყველაფერს და მათ შორის, ავეჯსაც აქვს თავისი ისტორია. ოფიციალური ვერსიით, პირველი კამოდი, თანამედროვე სახით, საფრანგეთში გაჩნდა (commode ფრანგულად ნიშნავს მოსახერხებელს), თუმცა მისი პირველწყარო ალბათ ყველა ქვეყანაში არსებობდა. მაგალითად, საქართველოში, ყველას მოგეხსენებათ, არსებობდა სკივრი და ზანდუკი.

ყოველ შემთხვევაში, ხის მარტივი კონსტრუქციის მასიური ყუთები ოდითგან არსებობდა და მხოლოდ საფრანგეთში გაჩნდა მისი დახვეწილი ვერსია.

კამოდის წინაპარი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა. უწინ ის იყო უხეში ნაკეთობის და მეტად უძირო - ლამის თავით უნდა ჩაშვებულიყავი მასში, ფსკერზე არსებული ნივთი რომ ამოგეღო. ამიტომ გაჩნდა საჭიროება კამოდის შიგთავსის დაყოფის და ასე გაჩნდა უჯრებიანი ვარიანტები.

თუმცა, თუ უწინ ავეჯს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მის ვიზუალურ ფაქტორს, აღორძინების ეპოქაში მას უკვე დეკორაციის ფუნქციაც დაემატა და მართლაც, იმ დროიდან ვხვდებით ფეხებზე შემდგარ, ინკუსტრირებულ, სხვადასხვა დეტალით გაფორმებულ კამოდებს.

რასაკვირველია, მათი დამზადება მსოფლიოში სახელგანთქმული ოსტატებისთვის ხდებოდა, რომლებიც დიდ რუდუნებით ქმნიდნენ მონარქებისთვის თუ დიდგვაროვნებისთვის ოქროთი მოვარაყებულ, კუს ბაქნის ზედაპირიან და ძვირფასი თვლებით გაწყობილ ავეჯს.

ოსტატი რომელმაც ახალი სული შთაბერა ამ კონკრეტულ ავეჯს, გახლდათ მე-18 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი დიზაინერი თომას ჩიპენდეილი. ზოგადად, მისი ნამუშევრები დახვეწილობით, ელეგანტურობით და სკრუპულოზურობით გამოიჩევა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ჩიპენდეილის ავეჯს მოღუნული, ცხოველის თათების გამოსახულებიანი ფეხები აქვს.

ჩიპენდეილის ავეჯი დღემდე ლიდერის პოზიციებს იკავებს სხვადასხვა აუქციონზე. მაგალითად, გეორგ III-ის ეპოქის კამოდი, რომელიც სწორედ ამ ოსტატის მიერაა შექმნილი, სოტსბის აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მათი შექმნა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დიზაინით ხდებოდა. მაგალითად, ინგლისში თეთრი ფერის ავეჯს ანიჭებდნენ უპირატესობას, საფრანგეთში კი კამოდების უჯრები ნაკლები სიღრმით გამოირჩეოდა.

უჯრებიანი ავეჯის დანიშნულება

  1. ამ ავეჯის უნივერსალურობაზე სწორედ ის მეტყველებს, რომ არაერთი დანიშნულებით შეგიძლია გამოიყენო:
  2. თეთრეულის თუ ტანსაცმლის შესანახად;
  3. საბუთებისა თუ სამკაულებისთვის;
  4. საძინებელში სარკის განსათავსებლად და ტუალეტის მაგიდის მოსაწყობად.

დღეს ის სხვადასხვანაირი ფორმისა და ზომის შეიძლება იყოს. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ ვიწრო და მაღალი ან პირიქით, დაბალი და განიერი; ფეხებიანი ან უშუალოდ იატაკზე განსათავსებელი; სხვადასხვა დეკორატიული დეტალით გაფორმებული ან სრულიად სადა. გარდა ამისა, ემ-დე-ეფის მასალა, მასიური ხისგან განსხვავებით, ფერების მეტ არჩევანს და ნაკეთობისთვის სხვადასხვა ფორმის მისაცემად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს.

გირჩევთ, ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით ისარგებლოთ. ჩვენ არ ვამზადებთ მხოლოდ სტანდარტულ და ერთფეროვან ავეჯს, ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლის ყველაზე უჩვეულო ფანტაზიის განხორციელებაც შეგვიძლია. განსაკუთრებული მოთხოვნები კი საბავშვო ოთახში განსათავსებელ ავეჯზე აქვთ ჩვენს კლიენტებს, რადგან ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, მათ შვილს საკუთარ ოთახში ფანტასტიკური გარემო ჰქონდეს. შესაბამისად, გვიწევს მსგავსი კონსტრუქციის დამზადება:

  • მომრგვალებული ფორმის;
  • პასტელის ფერების;
  • ბავშვის საყვარელი ნივთის, მაგ: რუბიკის კუბის გამოსახულების.

კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენთვის სიამოვნებისა და კომფორტის მონიჭებისთვის!

Keywords: kamodebis damzadeba

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » კამოდების დამზადება
გამარჯობათ, აუცილებლად უმოკლეს დროში შეგატყობინებთ პასუხს.
ჩვენ თბილისში ვართ მაგრამ ქუთაისიდანაც შეგვიძლია ნებისმიერი შეკვეთის მიღება.
დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე და შეუთანხმეთ ჩვენს ხელოსანს თქვენთან ვიზიტის თარიღი და დრო.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)