სტელაჟის დამზადება
დაგვიკავშირდით
511161622დეკორატიული და მრავალფუნქციური სადგამი
სტელაჟის დამზადება შეკვეთით იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო ორიგინალური, პრაქტიკულ-დეკორატიული ავეჯით გაამდიდროთ.
ზოგადად, სათავსო ნებისმიერ ბინაში თუ დაწესებულებაში აუცილებელი დეტალია. ზოგი ამჯობინებს ნივთები უცხო თვალისთვის დაფარულად შეინახოს, ზოგისთვის, განსაკუთრებით, ძვირფასი ჭურჭლის თუ სუვენირების გამოსამზეურებლად ვიტრაჟიანი კარადებია მისაღები…
დიდი ხანი არაა, რაც სტელაჟმა ეფექტურად ჩაანაცვლა კარადები თუ თაროები. მით უმეტეს, ზოგიერთი მათგანი ისეთი შთამბეჭდავი დიზაინითაა დამზადებული, რომ ინტერიერში მთავარ შტრიხს სწორედ ის წარმოადგენს. ეს გახლავთ კომპაქტური და ამავე დროს, მეტად პრაქტიკული ავეჯი, რომელიც თაროებისგან შედგება.
რა მასალისგან ამზადებენ
მათი დამზადება სხვადასხვა მასალით ხდება:
- ხის ან ემ-დე-ეფის;
- მეტალის;
- პლასტიკის.
რასაკვირველია, გააჩნია, რა დანიშნულებით გსურთ მისი გამოყენება. მეტალის თუ პლასტიკის სადგამებს, ძირითადად, საწყობების, სარდაფებისა თუ საკუჭნაოებისთვის ამზადებენ, ინტერიერისთვის კი ხის და განსაკუთრებით, ემ-დე-ეფის მასალისა გამოიყენება, რადგან ეს უკანასკნელი გამოირჩევა არა მარტო ფერთა პალიტრით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ოთახის დიზაინის მიხედვით შეარჩიოს სასურველი ფერის სადგამი, არამედ თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებლობას იძლევა, ფანტაზიის მიხედვით, ავეჯს ნებისმიერი ფორმა მიანიჭოს.
რა ფუნქცია აქვს:
- ინტერიერის დეკორატიული ნივთებით გამდიდრება გსურთ?
- წიგნების შთამბეჭდავი კოლექციით გსურთ თავის მოწონება?
- ოთახის მცენარეებს გინდათ ერთ ადგილას მოუყაროთ თავი?
მაშინ მათი დამზადება საუკეთესო გამოსავალია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემ-დე-ეფის მასალით ნებისმიერი, თუნდაც ექსტრაორდინარული ფანტაზიის განხორციელებაა შესაძლებელი. მთავარია, მისი ფორმა და ფერი ჰარმონიულად ერწყმოდეს ინტერიერის სტილს.
თავის მხრივ, ეს თაროს ტიპის სადგამი რამდენიმე სახისაა:
- კლასიკური, სიმეტრიული თაროებით;
- კუთხის;
- ჩაშენებული;
- მთლიანი კედლის სიმაღლის;
- დეკორატიული.
ეს უკანასკნელი მთლიანად ოთახის სტილისა და დიზაინის გათვალისწინებით უნდა დამზადდეს და ყურადღების ეპიცენტრში მოექცეს. ის შეიძლება იყოს ასიმეტრიული, თაროების კიბისებური განლაგებით…
გარდა ამისა, ძალიან პოპულარულია კომბინირებული სადგამი - ქვემოთ, კარიან განყოფილებაში შეგიძლიათ ათასი წვრილმანი მოათავსოთ, ზემოთ კი დეკორატიული ნივთები და სამშვენისები გამოფინოთ.
სტელაჟის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც არამხოლოდ პრაქტიკულ-დეკორატიული ფუნქცია გააჩნია, გახლავთ სტელაჟი-ტიხარი. თუ ოთახში საკმაო სივრცე გაქვთ, უბრალოდ ზონებად შეგიძლიათ დაყოთ ის - ერთ მხარეს იქნება, მაგალითად, სტუმართა მისაღები, მეორე მხარეს კი სამუშაო სივრცე ან ბავშვის სათამაშო ადგილი. ამ ზონებს კი ერთმანეთისგან გამოყოფს არა ყრუ კედელი, არამედ ფუნქციონალური “შირმა”, რომელზეც ამავე დროს ათასი რამის განთავსება შეიძლება.
კვალიფიციური ხელოსანი ნებისმიერი სირთულის დავალებას გაართმევს თავს. ასე რომ, მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას. გაითვალისწინეთ, რომ არ ხართ შეზღუდული ამ ავეჯის არც ფერში და არც ფორმაში. თუ თავად ვერ შექმნით თქვენი ინტერიერის შესაფერის ესკიზს, შეგიძლიათ კატალოგებში შეარჩიოთ მოდელი ან ჩვენი სპეციალისტის დიზაინერულ ნამუშევრებს შეავლოთ თვალი.
ჩვენთან დაკავშირებით თქვენ ნამდვილად შეძლებთ თქვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო ელეგანტური ავეჯით გაამდიდროთ. ამ ყველაფერს კი საკმაოდ მისაღებ ფასად და ამავე დროს, მოკლე დროში გთავაზობთ.
Keywords: stelajis damzadeba
ავეჯის დამზადება