სტელაჟების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
26-10-2022 1 273 0

სადგამი ადვილად ხელმისაწვდომი ნივთებისთვის

სტელაჟების დამზადება შეკვეთით გონივრული არჩევანია მათთვის, ვისაც საცხოვრებელი ბინისა თუ ოფისის ინტერიერის ლამაზი და პრაქტიკული კონსტრუქციით გამდიდრება სურს. ოთახების სტელაჟებით გემოვნებიანად გაწყობით არამხოლოდ ვალამაზებთ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეს, ვქმნით ნივთების შესანახ ადგილს, რომელთანაც წვდომა მარტივად გვაქვს.

თანამედროვე ინტერიერებში მას ხშირად იყენებენ სივრცეების ზონირებისთვისაც. სტელაჟის გამოყენებით იოლად და მარტივად შეიძლება ბინაში ოთახის გატიხვრა ან ოფისში თითოეული თანამშრომლის სამუშაო ადგილის გამოყოფა, მისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ინტერიერის დეკორი

სულ არ არის აუცილებელი, რომ სტელაჟის თაროებზე მხოლოდ წიგნები გვეწყოს. მათზე სხვა არაერთი, ესთეტიკური თუ პრაქტიკული დანიშნულების ნივთის განთავსება შეიძლება - დაწყებული ჩარჩოიანი ფოტოსურათითა და დეკორატიული ლარნაკით, დოკუმენტების საქაღალდეებით დამთავრებული. შეგახსენებთ, რომ ავეჯის ამ ტიპის ერთ-ერთი მთავარი მომხიბვლელობა ისიც არის, რომ ყველა აუცილებელი და საჭირო ნივთი ნებისმიერ დროს იოლად ხელმისაწვდომია.

შეიძლება ითქვას, სტელაჟის კონსტრუქცია უნივერსალურია, მისი გამოყენება კი სხვადასხვა მიზნებით შეიძლება განსხვავებული დანიშნულების სივრცეებში:

  • მისაღებ ოთახში;
  • კაბინეტში;
  • საძინებელში;
  • საბავშვო ოთახში;
  • ბიბლიოთეკაში;
  • ოფისში.

სტელაჟები რამდენიმე ტიპის მიხედვით შეიძლება გაკეთდეს.

კონსტრუქციის ძირითადი ტიპებია:

  1. კლასიკური, იატაკზე დასადგმელი;
  2. ჭერზე მისამაგრებელი;
  3. კუთხის;
  4. ჩაშენებული.

მასალა

ნებისმიერი ტიპის სტელაჟი, რომელიც გონივრულად და გემოვნებით არის შერწყმული ინტერიერის დიზაინთან, ძალიან ეფექტურია. კონსტრუქცია სხვადასხვა მასალისგან

მზადდება, ფორმები და ფერები კი მხოლოდ გემოვნების საკითხია. შესაბამისად, ნებისმიერი სტილის ოთახისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევა სირთულეს არ წარმოადგენს.

  • სტელაჟების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენებენ:
  • ხეს;
  • ლითონს;
  • პლასტიკს;
  • ნაწრთობ მინას.

არჩევანის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, კონსტრუქცია ოთახის სტილს შევუხამოთ. მაგალთად, კლასიკურ სტილს ხე უფრო მოუხდება, ჰაი-ტექს ან ლოფტს კი - ლითონი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც უჟანგავი, ისე - დეკორატიული დამცავი ფენით. ფინანსური თვალსაზრისით, პლასტიკი ყველაზე ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია და მას ხშირად ოფისებში იყენებენ, სადაც ხარჯების ოპტიმიზირება მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, არჩევანი ნებისმიერი შეფერილობის სტელაჟზე გავაკეთოთ. როდესაც მასალად ხეს ვიყენებთ, ურიგო არ იქნება, თუკი მას ბუნებრივ ტონს შევუნარჩუნებთ და მხოლოდ ლაქით დავფარავთ.

ნებისმიერი შეფერილობის მიცემა შეიძლება ლითონისგან დამზადებული სტელაჟებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილებაა მასალის დეკორატიული ფენით დაფარვა, რაც ერთი მხრივ, ლითონის ზედაპირს პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს და კონსტრუქცია ესთეტიკურად მიმზიდველიც იქნება.

ოთახში სტელაჟების განთავსების ადგილი მკაცრად განსაზღვრული არ არის და ამ მხრივაც სრული თავისუფლება გვაქვს. თუკი კლასიკურ, ტრადიციულ მოდელს ავირჩევთ, ამ შემთხვევაში სტელაჟი ზურგით კედელთან, კუთხეში ან ცენტრში დგება. სტელაჟის არატრადიციული გამოყენების მოდელი კონსტრუქციის ოთახის შუაგულში ან მის სხვა ღია მონაკვეთზე განთავსებას გულისხმობს. როგორც წესი, ამ გზას მაშინ მიმართავენ, როდესაც სივრცის ზონებად დაყოფა სურთ.

ამას გარდა, კონსტრუქცია შეიძლება იყო კუთხის ან ჩაშენებული, იატაკზე დადგმული ან დაკიდებული. თაროების გაწყობის ფორმაც, დიზაინური ჩანაფიქრის შესაბამისად, ნებისმიერი შეიძლება იყოს.

ის საშუალებას გვაძლევს, თაროები სასურველი ზომის, ფორმის და ფერის შეარჩიოთ. შეგვიძლია უპირატესობა მივანიჭოთ სტელაჟის მზა მოდელს ან ჩვენი გემოვნებით შევადგინოთ კონსტრუქცია, რომელშიც მასალას, ზომებს, ფორმებს, ფერებს, ასევე მონტაჟის ტიპს თავად ავირჩევთ. ამასთან, შესაძლოა კონსტრუქცია სულაც არ იყოს ერთი მასალისგან დამზადებული და იყოს შერეული. მაგალითად, ლითონის და მინის, ხის და მინის ნაზავი. ასეთი გადაწყვეტილებით, სტელაჟს უნიკალურ იერსახეს მივცემთ, რომელიც სივრცეს კიდევ უფრო დაამშვენებს. ამ შემთხვევაში მთავარია, ექსპერიმენტებმა არ დაგვაფრთხოს.

დაგვიკავშირდით

თუკი გადაწყვიტეთ, სტელაჟებით გაამდიდროთ თქვენი ბინისა თუ ოფისის ინტერიერი, ძალიან საჭირო და გამოსაყენებელი ავეჯით შეავსოთ ოთახები, ზონებად დაყოთ სივრცეები და ეს ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად, ოპტიმალურ დროსა და მისაღებ ფასად გააკეთოთ, საიტზე მითითებულ ნომერზე უნდა დაგვიკავშირდეთ.

ჩვენ ჯერ არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით, შემდგომში კი თქვენს ჩანაფიქრს ხორცს შევასხამთ.

Keywords: stelajebis damzadeba

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » სტელაჟების დამზადება
მითითებულ ნომერზე დაუკავშირდით ხელოსანს და შეუთანხმეთ ზომების ასაღებად თქვენთან ვიზიტის დრო?
დიახ, ლამინატი, ემდეეფი და აკრილი.
რათქმაუნდა.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)