საწოლების დამზადება

(7.5)

დაგვიკავშირდით

511161622
11-08-2022 2 671 0

ჯანსაღი ძილის მთავარი ატრიბუტი

საწოლების დამზადება შეკვეთით მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, უზრუნველყოს სრულფასოვანი ძილი და დასვენება დამღლელი დღის ბოლოს. სწორედ კარგად გამოძინებაზეა დამოკიდებული, რამდენად ენერგიულად შეხვდებით მომავალ დღეს.

მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ფასი დამოკიდებულია უშუალოდ მის დიზაინურ სირთულეზე, არჩეული მასალის ხარისხზე და რათქმაუნდა მის ზომაზე.

გარდა ამისა, სწორად შერჩეულ საწოლსა და მატრასზეა დამოკიდებული ჩვენი და განსაკუთრებით, მოზარდების ძვლოვანი სისტემის განვითარება. ამიტომ ავეჯის ეს სახეობა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ.

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ:

  1. ადამიანის სიმაღლე და წონა;
  2. ინტერიერის სტილი;
  3. შესაფერისი მასალა და ხარისხი;
  4. ფუნქციონალურობა.

რატომ უნდა დავამზადებინოთ ავეჯი შეკვეთით, როცა სავაჭრო ცენტრები სავსეა მზა პროდუქციით?

საქმე ისაა, რომ მზა პროდუქცია სტანდარტული და ერთფეროვანია როგორც საწოლების დიზაინი, ისე ზომების მიხედვით. არც ხარისხზე მოგცემთ ვინმე გარანტიას. მართალია, შედარებით იაფი დაგიჯდებათ და მალეც მოგიტანენ სახლში სასურველ ნივთს, მაგრამ ღირს კი თქვენი კომფორტისთვის ასეთი შეღავათი? შეკვეთის შემთხვევაში კი ხელოსანი პასუხისმგებელია როგორც მასალის, ისე შესრულების ხარისხზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი საქმიანობის პერსპექტივა.

კომფორტი

როდესაც მათი შეკვეთა ხდება, მომხმარებელი შეუზღუდავია მისი ზომის, ფერის, დიზაინისა და მასალის არჩევანში. სავაჭრო ცენტრებში მზა ნაწარმის სიგრძე, ძირითადად, 190-210 სანტიმეტრია, რაც მაღალი ადამიანებისთვის შეუსაბამოა. შეკვეთის შემთხვევაში კი მილიმეტრებითაც კია შესაძლებელი სიგრძე-სიგანის განსაზღვა.

ერთი შეხედვით მათი ყიდვა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ძალიან ადვილი ჩანს, მაგრამ უმჯობესი იქნება და ბევრად გაგიმარტივდებათ ყიდვის პროცესი თუ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ ამ სტატიაში ჩვენს მიერ ჩამოთვლილ რჩევებს და რეკომენდაციებს.

გაითვალისწინეთ, რომ მისი სიგრძე თქვენს სიმაღლეზე მინიმუმ 15 სანტიმეტრით მეტი უნდა იყოს. რაც შეეხება სიგანეს, აქაც თქვენს სურვილზეა დამოკიდებული ზომა. რაც უფრო ფართო იქნება, მით კომფორტულად მოთავსდებით, თუმცა სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით, ის ასე გამოითვლება: დაწექით გულაღმა, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. თქვენი გაშლილი იდაყვები კიდემდე არ უნდა წვდებოდეს.

მნიშვნელოვანია მისი სიმაღლეც - მატრასის ჩათვლით, ის მუხლს ზემოთ უნდა გწვდებოდეთ. განსაკუთრებით ხანშიშესული ადამიანებისთვისაა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი, რომ ადგომა-დაწოლისას დისკომფორტი არ იგრძნონ.

დიზაინი

რაც შეეხება დიზაინს, ემ-დე-ეფის მასალის წყალობით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ავეჯის დამზადებისას, ნებისმიერი ფანტაზიის და გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. ეკოლოგიურად სუფთაცაა და გამძლეობითა და ფერთა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. როგორც იცით, ნაკეთობის ვიზუალურ ეფექტს მისი ზურგი ქმნის.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფორმის დიზაინი:

  • სტანდარტული მართკუთხა;
  • ოვალური;
  • ტალღისებური;
  • რბილი ქსოვილით ან ტყავით გამდიდრებული.

განსაკუთრებული დიზაინით აწყობა მოზარდების თუ ახალდაბადებული პატარების მშობლების მთავარი მოთხოვნაა. ყველა მზრუნველ მშობელს უნდა, მის შვილს სხვადასხვა დეტალების დახმარებით ზღაპრული, ჯადოსნური სამყაროს ილუზია შეექმნას. ამიტომ ბავშვის გემოვნების მიხედვით, შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ფორმით და დიზაინით დამზადება.

გარდა ამისა, ვინაიდან ბავშვები მალე იზრდებიან, რთულია, ხშირად შეიძინო მათთვის ავეჯი. ამიტომ ძალიან მოთხოვნადია ორდონიანი საწოლები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მეტი მოცულობა მიანიჭოთ.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ რამდენიმე შვილი ჰყავს და იმდენად პატარა ოთახები, რომ შეუძლებელია მათში აუცილებელი ავეჯის განთავსება? ამ შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია ორიარუსიანი (ორდონიანი). ოღონდ, დაგვეთანხმებით, ამ კონსტრუქციას შეიძლება თან ახლდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც ტრავმიანობას იწვევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საუკეთესო მასალით და პროფესიონალი ხელოსნის მიერ იყოს დამზადებული. მით უმეტეს, რომ ყველა დეტალი შეგიძლიათ შეათანხმოთ ხელოსანთან.

ფუნქციონალურობა

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც მისი დამზადებისას მომხმარებელს გააჩნია, სათავსოა, რომელიც მას მრავალფუნქციურს ხდის. მასში შესაძლებელია საბნის, თეთრეულის, ზამთრის ტანსაცმლის მოთავსება; საბავშვოს შემთხვევაში უჯრები კი ძალიან მოსახერხებელია ტანსაცმლის, სათამაშოებისა თუ საფენების შესანახად.

მართალია, შეკვეთის მიცემის შემთხვევაში საწოლები შედარებით ძვირი ჯდება, რადგან ამ დროს თავად ირჩევთ საუკეთესო მასალას და შესაძლოა, საკმაო ხნითაც მოგიწიოთ ლოდინი (როგორც წესი, კვალიფიციურ და სანდო ხელოსნებს მუდმივად აუარება შეკვეთა აქვთ), მაგრამ სამაგიეროდ, თქვენ მრავალი წელი ისიამოვნებთ კომფორტული და ხარისხიანი ავეჯით.

თუ ხელოსანი გჭირდებათ, რომელიც გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა, დაგვიკავშირდით. ჩვენ ნებისმიერი ფორმის, ზომის და სირთულის საწოლებს დაგიმზადებთ.

იქნება ეს:

  1. პოდიუმი;
  2. ფეხებზე თუ მის გარეშე;
  3. ჩარდახიანი;
  4. ერთადგილიანი, ადგილნახევრიანი, ორადგილიანი;
  5. საბავშვო.

მოიწყვეთ კომფორტული დასასვენებელი გარემო ჩვენი დახმარებით!

Keywords: sawolebis damzadeba

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » საწოლების დამზადება
გამარჯობათ, ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი დიზაინის საწოლებს, გადმოგვიგზავნეთ საწოლების მონაცემები ან მობრძანდით ჩვენთან საამქროში.
გამარჯობათ, სამწუხაროდ ფოლადის მასალაზე ჩვენ არ ვმუშაობთ.
რათქმაუნდა ვამზადებთ, დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან მობრძანდით ჩვენს საამქროში.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

7
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
7.7
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
8.3
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
7
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 7.5 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)