ავეჯის საამქრო

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
23-06-2022 969 0

ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე

ავეჯის საამქრო, რომელიც აღჭურვილია მრავალფუნქციური დანადგარებით, პროფესიონალი, კვალიფიციური და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლიანი თანამშრომლებით, დღეს თბილისში ბევრი არაა. ასეთი საწარმოების უმეტესობა პროდუქციის გასაღების მოტივით ფუნქციონირებს და არად დაგიდევთ მომხმარებლის მოთხოვნების სრულფასოვნად დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სოციალური ქსელები სავსეა ასეთი უპასუხისმგებლო ხელოსნებით აღშფოთებული და იმედგაცრუებული ადამიანების პოსტებით.

ავეჯი ტანსაცმელი არაა, ყოველ სეზონზე რომ ახალი შეიძინო. ვინაიდან მას მომხმარებელი ინტერიერის სტილის გათვალისწინებით ყიდულობს და ამაში არცთუ ცოტა თანხას ხარჯავს, ძნელია, მალ-მალე შეცვალო ის. ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს ოთახის დიზაინის გადაკეთებაში, არეულობას სახლში... ამიტომ ავეჯი ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ დიდხანს ალამაზებდეს ინტერიერს და ასევე ხანგრძლივად ემსახუროს მფლობელს.

ვასრულებთ ყველაფერს

ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნას თუ კაპრიზს, რადგან კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი ავეჯის დამზადებისას. მათი სურვილის და ნდობის გამოცხადების შემთხვევაში თავადაც აქტიურად ვებმებით დიზაინის შექმნის პროცესში და ვეხმარებით ინტერიერის სტილისა და მოცულობის მიხედვით შესაფერისი ესკიზის შექმნაში.

ვინაიდან ავეჯის დიზაინის შერჩევისას არაერთი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი, როგორებიცაა ოთახის მდებარეობა, ფორმა, გაბარიტები, სტილი, ფინანსები, ჩვენი კვალიფიციური დიზაინერის დახმარებით შეგიძლიათ პროფესიონალური კონსულტაციით ისარგებლოთ და 3D ფორმატში იხილოთ ავეჯის ნახაზი.

მაღალკვალიფიციურობა, პასუხისმგებლობა და სანდოობა - ესაა ის მახასიათებლები, რითაც შევძელით და თავი დავიმკვიდრეთ ავეჯის წარმოების სფეროში. ამაში თავად დარწმუნდებით ჩვენ მიერ დამზადებული ავეჯის შეფასებისას.

ჩვენი სერვისი ( avejis saamqro ) სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს:

  • ;ავეჯს საძინებლისთვის;
  • სამზარეულო-სასადილოსთვის;
  • მისაღებისთვის და შემოსასვლელისთვის;
  • ოფისისთვის;
  • საბავშვო ოთახისთვის.

გარდა ამისა, ვამზადებთ სხვადასხვა სახის დეკორატიულ ავეჯს:

  1. წიგნების თაროებს;
  2. სხვადასხვა ნივთისთვის სადგამებს;
  3. ასევე, სტელაჟებს, ოთახის გადასატიხრად თუ კედელში ჩასამონტაჟებლად.

მასალის შერჩევა

მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ავეჯი ვიზუალურადაც ეფექტურად გამოიყურებოდეს და ხანგრძლივვადიანი ექსპლუატაციითაც გამოირჩეოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კარგადაა მისი დეტალები დამუშავებული და აწყობილი. დაუდევრად შესრულებული სამუშაო მომხმარებელსაც გულგატეხილს ტოვებს და საწარმოს რეპუტაციაზეც მოქმედებს.

ამ მხრივ, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთან მსგავსი პრობლემა არასდროს ყოფილა. ჩვენ დიდი მონდომებითა და მაქსიმალური სიზუსტით ვამზადებთ ყველა დეტალს, აწყობისას ვზრუნავთ, რომ სიმტკიცე და სიმყარე შევძინოთ ავეჯს და უზრუნველვყოფთ, რომ დიდხანს და კომფორტულად ემსახუროს მფლობელს.

რაც შეეხება ვადებს, თავისთავად, დამოკიდებულია ავეჯის მოცულობასა და მის სირთულეზე. რაც უფრო მეტი რაოდენობის ნივთია დასამზადებელი, ვადები მით უფრო ხანგრძლივია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ იჭიმება დროში უსასრულოდ და რაც მთავარია, ლოდინად ღირს.

ერთი სიტყვით, თუ გჭირდებათ საუკეთესო ხარისხის, უნაკლოდ დამზადებული, მთლიანად თქვენს გემოვნებაზე მორგებული ავეჯი, დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ საოცნებო ინტერიერი თქვენს ბინაში.

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ავეჯის საამქრო
მოგვწერეთ რესტორნის მისამართი და თქვენი საკონტაქტო ნომერი, დაგიკავშირდებით და შევათანხმოთ ვიზიტის დრო.
ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია, გადმოგვიგზავნეთ ფოტო ვნახავთ და წვრილმანი დეტალების გასარკვევად დაგიკავშირდებით, მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერიც.
გამარჯობათ, სამწუხაროდ არა.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)