თაროების დამზადება

(9.44)

დაგვიკავშირდით

511161622
12-08-2022 3 057 0

კომფორტული სათავსო

თაროების დამზადება შეკვეთით - ამ მომსახურების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფანტაზიით შექმნილი, ორიგინალური დიზაინის ავეჯით გაამდიდროს ინტერიერი.

დღეს ძალიან ტრენდულია განსაკუთრებული დიზაინის ღია თუ დახურული თაროები. დიზაინერები თაროებს არაერთი მიზეზის გამო ანიჭებენ უპირატესობას:

ინტერიერში განსაკუთრებული შტრიხები შეაქვს და ამასთან, ფუნქციონალურია. სიმეტრიული თუ ასიმეტრიული, სხვადასხვა ფიგურის გამოსახულებით, კედელზე მიმაგრებული თუ დამოუკიდებლად მდგარი მოდელები - თაროები ინტერიერის ერთგვარ დეკორად შეგიძლიათ აქციოთ, ხოლო მათზე განთავსებული სამშვენისები საგრძნობლად გაამდიდრებს გარემოს.

ორიგინალური თაროების აწყობით ( taroebis damzadeba shekvetit ) განსაკუთრებით გაახარებთ წიგნებისა და ოთახის მცენარეების მოყვარულებს. დაივიწყეთ ფანჯრის რაფებსა თუ ოთახის კუთხეებში ჩამწკრივებული ქოთნები.

თაროები შეგიძლიათ დაამზადებინოთ:

  • კედელზე მისამაგრებელი, მათ შორის, კუთხის;
  • თარო-სადგამი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ადგილი შეუცვალოთ;
  • შესაძლებელია თავად ფანჯრის რაფაზე გააკეთოთ ხის კონსტრუქცია - მრავალიარუსიანი თაროები. ასე თქვენი მცენარეები მზესთან ერთად გაიღვიძებენ და დაიძინებენ.

სივრცეს ათავისუფლებს

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მასიური ავეჯით გადატვირთული ინტერიერი ფასობდა. მინიმალური ავეჯი და მეტი სივრცე - სწორედ ამით გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერი. თაროები განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, თუ ოთახებში პატარა სივრცე გაქვთ - ადგილის გამოთავისუფლება და სივრცის განტვირთვა ამ მეთოდით ძალიან მარტივია.

ამას გარდა, ვისაც სახლში პატარები ან ცხოველები ჰყავთ, რომლებიც ყველგან დასუნსულებენ და ადვილად ყრიან ხელმისაწვდომ ნივთებს, საუკეთესო ალტერნატივაა ჩამოკიდებული თაროები - მათზე განთავსებული ნივთები ხელშეუხებელი დარჩება.

თაროები ოთახის კუთხეებში კიდევ უფრო დაზოგავს სივრცეს ინტერიერში. კომფორტულიცაა და შთამბეჭდავიც, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომია ნივთები.

სასმისები, ტელეფონები და ათასი წვრილმანი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება - აღარ გვიწევს მათ გამო კარადებსა თუ უჯრებში ძრომიალი, ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ოჯახური ფოტოების ჩარჩოებიც თვალსაჩინო ადგილასაა და სხვადასხვა დეკორატიული სამშვენისიც, რომლებითაც შეგვიძლია სტუმრებთან თავი მოვიწონოთ.

ბიუჯეტურია

ვინაიდან თაროებს წინა და უკანა მხარეს არ სჭირდება მასალა, შედარებით იაფი ჯდება. მოკლედ, არც დიდ ადგილს მოითხოვს, საკმაოდ ტევად სათავსოს ვიღებთ და ძვირიც არ გვიჯდება!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თაროები ძალიან ტრენდულია და ხშირ შემთხვევაში წარმატებით ანაცვლებს მოუხერხებელ კარადებს.

მათი განთავსება ყველგან შეიძლება:

  1. შემოსასვლელში;
  2. მისაღებში;
  3. სამზარეულოში;
  4. სააბაზანოში;
  5. საძინებელში;
  6. აივანზე.

ემ-დე-ეფის გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ფერთა მრავალფეროვანი პალიტრით, ნებისმიერი ფანტაზიის განხორციელების საშუალებას იძლევა. გაითვალისწინეთ, რომ სააბაზანოსა და აივანზე თაროები სპეციალური, ნესტგამძლე მასალით მზადდება.

თუ თაროები გადაწყვიტეთ, ჯერ კარგად გაიაზრეთ, რა დანიშნულებით გსურთ მათი გამოყენება - სათავსოს ფუნქციით თუ დეკორის მიზნით. პირველის შემთხვევაში უფრო მოცულობითი, ტევადი თაროები დაგჭირდებათ, მეორის დროს კი, რომელსაც ძირითადად, დეკორატული ნივთების განსათავსებლად იყენებენ, აქცენტი ვიზუალურ მხარეზე კეთდება.

ჩვენი ხელოსანი ნებისმიერი ფორმის, ზომის და დანიშნულების თაროებს დაგიმზადებთ. შესაბამისი კვალიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, ამგვარი ავეჯის დამზადების პროცესს შემოქმედებითად მივუდგეთ.

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » თაროების დამზადება
მსგავს შეკვეთებზე რათქმაუნდა ვმუშაობთ, დაგიმზადებთ ნებისმიერი დიზაინის ფერის და ზომის თაროებს.
მოგვწერეთ თქვენი ზუსტი მისამართი, ჩვენი სპეციალისტი მოვა და ადგილზე გააცანით სასურველი შეკვეთის ნიუანსები.
თუ ზომები აღებული გაქვთ გადმოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე, თუ არადა ჩვენი სპეციალისტი უნდა მოვიდეს ზომების ასაღებად და შემდგომ გეტყვით ფასს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

7.8
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 9.44 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)