მაგიდების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
28-10-2022 1 136 0

ყველაზე საჭირო ავეჯი ინტერიერში

სერვისი მაგიდების დამზადება შეკვეთით მათთვისაა უპირატესი, ვისაც ინტერიერის დიზაინის შესაფერისი და ამასთან, ზედმიწევნით ხარისხიანად დამზადებული ავეჯით სურს თავის მოწონება, ვინაიდან ასე ხელოსანი მეტადაა პასუხისმგებელი თავის ნამუშევარზე.

მაგიდა ნებისმიერი საცხოვრებლის თუ სამუშაო დაწესებულების აუცილებელი ატრიბუტია. უფრო მეტიც, სახლში ის თითქმის ყველა ოთახში გვჭირდება სხვადასხვა დანიშნულებით:

  • სადილობისთვის;
  • სამეცადინოდ თუ სამუშაოდ;
  • სტუმრების გამასპინძლებისთვის;
  • ჟურნალ-გაზეთებისთვის;
  • სარკისა და პარფიუმერიის განსათავსებლად.

თითოეული მათგანი სხვადასხვა ზომის, ფორმის და მასალის შეიძლება იყოს. მოგეხსენებათ, მოდის ტენდენციები ავეჯის სფეროშიც არსებობს და ის დროდადრო იცვლება. ვიღაცა ბაროკოს სტილის ავეჯს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს გოთიკური თუ ეთნოსის სტილი ხიბლავს; მავანისთვის ის ავეჯია სასურველი, რომელიც უფრო პრაქტიკული და მრავალფუნქციურია

შესაბამისად, იხვეწება ტექნოლოგიებიც და თუ უწინ ოსტატები ძალიან დიდ დროს ანდომებდნენ თითოეული ნივთის დამზადებას, დღეს ეს პროცედურა ნაკლებ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

მასალა

დამზადება სხვადასხვა მასალითაა შესაძლებელი. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, როგორი სტილისა და ფორმის მოუხდება თქვენს ინტერიერს:

  1. ხის;
  2. ემ-დე-ეფის;
  3. შუშის;
  4. პლასტიკატის.

რასაკვირველია, ხის მასალა გაცილებით ძვირი სიამოვნებაა. ამასთან, ის კლასიკურ სტილს მიეკუთვნება და ოთახში შესაბამის დიზაინსაც მოითხოვს.

დღეს გაცილებით პოპულარულია ემ-დე-ეფის მასალის მაგიდები. ეს მასალა თავისი მოქნილობის წყალობით შესაძლებლობას იძლევა, ავეჯს ნებისმიერი ფორმა მიანიჭოთ. გარდა ამისა, ფერების მრავალფეროვანი პალიტრით გამოირჩევა და მეტი არჩევანი გაქვთ, ოთახის დიზაინს შესაფერისი ტონალობის მაგიდა შეურჩიოთ.

ფორმა

თუ დამზადება გსურთ, თავად შეგიძლიათ მისი თითოეული დეტალის გათვალისწინებით ესკიზის შექმნა, რასაც შემდეგ ხელმარჯვე ოსტატი რეალობად აქცევს.

კვალიფიციური ხელოსანები ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის ფანტაზიას შეასხამენ ხორცს. არცთუ იშვიათად გვიწევს ორიგინალური ფორმის მაგიდების დამზადება, მაგალითად, მრავალწახნაგიანის, მთვარის ფორმის, პატარებისთვის სახალისო გამოსახულებიანი მაგიდების და ა.შ.

თუმცა, ძირითადად, შემდეგი ფორმის მაგიდებია მოთხოვნადი:

  • მრგვალი;
  • ოვალური;
  • მართკუთხა;
  • კვადრატული.

თითოეულის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ოთახის დიზაინი და პარამეტრები და ასევე, დანიშნულება. მაგალითად, მისაღები ოთახისთვის განკუთვნილი მაგიდა სასურველია იშლებოდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში მეტი სტუმრის გამასპინძლების საშუალება გქონდეთ. საკუთრივ ფორმას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - ოვალურიც და მართკუთხედიც ერთნაირად მოუხდება ნებისმიერ ინტერიერს.

მრგვალ მაგიდას, უმეტესად, სამზარეულოებისა და აივან-ვერანდებისთვის გვიკვეთავენ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ ადამიანებს მეტი სიახლოვე და გულწრფელი დამოკიდებულება ექმნებათ ერთმანეთის მიმართ, რადგან მათ შორის არ არსებობს წახნაგოვანი ბარიერები.

მართკუთხა მაგიდები უფრო კლასიკური და ამასთან, პრაქტიკულია, რადგან საჭიროების შემთხვევაში კომპაქტურად იდგმება კედელთან.

4-სულიანი ოჯახისთვის ძალიან მოსახერხებელია კვადრატული მაგიდები - კომპაქტურიც არის (კედელთანაც შეგიძლიათ დადგათ და ოთახის ცენტრშიც) და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მასთან მსხდომთ თანასწორობის შეგრძნებას უჩენს.

ჩვენი ხელმარჯვე სპეციალისტები იზრუნებენ, რომ სასურველი დიზაინის ავეჯით უმოკლეს დროში დაამშვენოთ ინტერიერი. ჩვენ გარანტირებულად გპირდებით მაღალი ხარისხის პროდუქციას, რადგან სანდოობა და რეპუტაცია ჩვენი წარმოების მთავარი ინდიკატორია.

Keywords: magidebis damzadeba

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » მაგიდების დამზადება
დიახ, იხელმძღვანელეთ მითითებული ლოკაციით.
რათქმაუნდა ვამზადებთ.
ჩვენ ვმუშაობთ ორივე ვარიანტით, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ან ჩვენ დაგეხმარებით დიზაინის არჩევაში.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)