მაგიდის დამზადება
დაგვიკავშირდით
511161622ყველაზე ძვირფასი და დახვეწილი ნაკეთობები
მაგიდის დამზადება შეკვეთით მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გემოვნებით შერჩეული და ინტერიერის დიზაინსა და გაბარიტებზე მორგებული ავეჯით მოიწონოს თავი.
დროთა განმავლობაში მაგიდების დიზაინი იხვეწებოდა როგორც მასალის, ისე ფორმების მიხედვით. როგორც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშების მიხედვით ვიგებთ, თავდაპირველად ისინი ქვისგან, მოგვიანებით კი ბრინჯაოსგან და მარმარილოსგან მზადდებოდა და საკმაოდ მასიური იყო.
ხის გამოყენება შუა საუკუნეებში დაიწყეს და მას შემდეგ სწორედ ეს მასალა მიიჩნევა ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ სახეობად. თავდაპირველად ხის მაგიდა მეტად უხეში ვიზუალის იყო, მასიური, მართკუთხა ფორმის და ყოველგვარი დეკორის გარეშე, თუმცა აღორძინების ეპოქაში უფრო მსუბუქი და დახვეწილი იერი მიიღო. სწორედ იმ დროიდან ჩნდება ოვალური და მრგვალი ფორმის მაგიდა.
კიდევ უფრო მოგვიანებით შეიძინა ამ ავეჯმა სადილობისა თუ სამუშაო დანიშნულების გარდა სხვა ფუნქცია და გაჩნდა ძალიან ელეგანტური ტუალეტის თუ სუვენირების მომცრო სადგამები.
რასაკვირველია, მათი კეთება საქვეყნოდ ცნობილი ოსტატების მიერ უწინ დიდი რუდუნებით ხდებოდა. იმ პერიოდის ავეჯის თითოეული დეტალი მფლობელისა თუ ეპოქის ნამდვილი მატიანეა. დღემდე შემორჩენილი სამეფო თუ დიდგვაროვანთა ოჯახების კუთვნილი ავეჯი, რომლებიც დღეს მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებს ამშვენებს, გულგრილს ვერავის დატოვებს და წარმოუდგენელია, ის მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების ნივთად აღიქვა და არა ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად.
ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო იქნება, ამ ხელოვნების ნიმუშების წარმოდგენა.
უილიამ სეივერის ტუალეტის მაგიდა
მისი შეკვეთა ფილადელფიელმა ოსტატმა უილიამ სეივერმა აიღო არისტოკრატ ჯონ ჯონსონისგან. ეს გახლდათ მე-18 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოსანი, რომელიც მართალია, ძალიან ცოტა ქმნილებით გამოირჩევა, მაგრამ მის მიერ დამზადებული ავეჯი მართლაც დახვეწილი და ძვირფასია.
ხსენებული მაგიდა ჯონსონების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თუმცა დიდი დეპრესიის პერიოდში იმჟამინდელი მფლობელი იძულებული გახდა, მიზერულ თანხად გაეყიდა ეს საგვარეული რელიქვია. აი, 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ეს ნივთი სოტსბის აუქციონზე გამოიტანეს და ანტიკვარიატის მოყვარულმა მასში თითქმის 4,5 მილიონი დოლარი გადაიხადა - 7-ჯერ მეტი, ვიდრე თავის დროზე გაყიდეს მისმა მფლობელებმა.
ჰოდარტის ჩაის მაგიდა
ეს უნიჭიერესი ოსტატიც მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა და ჩვენამდე მისმა ორმა მაგიდამ მოაღწია - ერთ-ერთი მათგანი დელავერის შტატის მუზეუმში ინახება, მეორე კი სოტსბის აუქციონზე გაიყიდა 2005 წელს 8,416 მილიონ დოლარად. აღსანიშნავია, რომ ნაკეთობა იმდენად იდეალური მასალითა და ოსტატობით არის შესრულებული, რომ მას საუკუნეებმა ვერაფერი დააკლო და იდეალურ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე.
ჩიპენდეილის ავეჯი
უნიკალური ოსტატი გახლდათ მე-18 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი თომას ჩიპენდეილი და როდესაც ძვირფას ავეჯზე ვსაუბრობთ, უსამართლობა იქნება, მისი სახელიც არ ვახსენოთ.
ამ გვარის მოსმენისას, რა თქმა უნდა, ყველას ცნობილი მულტფილმის მხიარული გმირები, ჩიპი და დეილი გვახსენდება. როგორც ამბობენ, ბატონმა დისნეიმ სწორედ ამ ცნობილი ოსტატის საპატივცემულოდ დაარქვა თავის გმირებს ეს სახელები.
ჩიპენდეილმა ახალი სტილის მაგიდები დაამკვიდრა იმ ეპოქის ინგლისში, თუმცა სახელი მალევე გაითქვა მთელ ევროპაში და მსგავსი სტილის მაგიდები თუ სკამები სწორედ ასე მოიხსენიება - ჩიპენდეილის სტილი.
ჩიპენდეილის ავეჯი გამოირჩევა სიმსუბუქით, ეგზოტიკური ორნამენტებით და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ამა თუ იმ ცხოველის ჩლიქის გამოსახულებიანი მოღუნული ფეხებით.
თანამედროვე მსოფლიოშიც არსებობს სახელოსნოები, სადაც ძვირფას მაგიდებს ამზადებენ და მათი ფასი საკმაოდ სოლიდურია, შესაბამისად, მათი შეძენა ყველას არ ხელეწიფება. თუმცა კარგი ხარისხის ავეჯის შეძენა ბიუჯეტურ ფასადაც შეიძლება.
მთავარია, ეს ფაქტორები გაითვალისწინოთ:
- ხარისხიანი მასალა;
- კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ხელოსანი.
თუ მაგიდა გინდათ დაამზადოთ, ჩვენ მაღალხარისხიან მომსახურებას გთავაზობთ. ნებისმიერი ფორმის, ზომის მაგიდები უნაკლო შესრულებით!
ჩვენ დაგიმზადებთ მაგიდებს:
- სასადილოსთვის;
- ოფისისთვის;
- დეკორტიული ნივთების განსათავსებლად;
- ყავისა და ჟურნალ-გაზეთებისთვის.
ჩვენი მომსახურებით თქვენ მიიღებთ ზედმიწევნით ხარისხიანად დამზადებულ სასურველ ავეჯს მისაღებ ფასად და დათქმულ ვადებში!
Keywords: magidis damzadeba
ავეჯის დამზადება