ტუმბოების დამზადება
დაგვიკავშირდით
511161622საძინებლის აუცილებელი ატრიბუტი
ელეგანტური ტუმბოების დამზადება ნებისმიერი მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს არის მინიატურული ავეჯი, რომელიც ძალიან კომპაქტურია, მრავალფუნქციური და ამასთან, მისმა დიზაინმა შესაძლოა შთამბეჭდავი შტრიხები შეიტანოს ინტერიერში.
თქვენ ფიქრობთ, რომ ტუმბოები მხოლოდ საძინებელი ოთახისთვისაა განკუთვნილი? სულაც არა. ეს უჯრებიანი თუ კარიანი სათავსო ერთნაირად მოსახერხებელია როგორც ამ ოთახში, ისე:
- მისაღებში;
- შემოსასვლელში;
- ოფისში;
- საბავშვო ოთახში;
- სააბაზანოში;
- საძინებელში.
მათი შეკვეთა საძინებელში, რასაკვირველია, ავეჯის და ზოგადად, ინტერიერის დიზაინის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ადრე მიჩნეული იყო, რომ ისინი საწოლის მასალისა და ფერის იდენტური უნდა ყოფილიყო, ასევე, ორივე მათგანი ერთმანეთის მსგავსი. თუმცა თანამედროვე ინტერიერში კონტრასტი ძალიან ეფექტურია. ასე რომ, აუცილებელი სულაც არაა, თქვენს საძინებელში ერთი ტონალობა სუფევდეს, თამამად შეიტანეთ სიხალისე ინტერიერში.
რაც შეეხება გაბარიტებს, თქვენივე კომფორტისთვის უმჯობესია, ტუმბოების სიმაღლე მატრასის სიმაღლისას ემთხვეოდეს. ასე უფრო ადვილად მოახერხებთ საწოლზე წამოჯდომის გარეშე მასზე განთავსებული ნივთების აღებას. სიგრძეც ასევე საწოლის ზომების მიხედვით უნდა შეარჩიოთ - მართალია, ამ ავეჯის სტანდარტული სიგრძე 50 სანტიმეტრია, მაგრამ აქაც თამამად შეგიძლიათ მიმართოთ ინტერპრეტაციას და უფრო გრძელი ან მეტად ორიგინალური მოდელი აირჩიოთ. მთავარია, ინტერიერში სიმეტრია არ დაირღვეს და დისონანსი არ შეჰქონდეს.
მისაღებში
ორიგინალურის დამზადება ძირითადად მისაღები ოთახისთვის გვიწევს ხოლმე. რა დანიშნულებით ვიყენებთ ამ ოთახში ხსენებულ ავეჯს?
- ტელევიზორის დასადგმელად;
- წიგნებისა თუ ჟურნალების შესაწყობად;
- სამაგიდო თამაშებისა თუ სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროების მქონე ნივთის შესანახად.
ვინაიდან მისაღებში ავეჯი ფუნქციონალურზე მეტად ვიზუალურად ეფექტური უნდა იყოს, გირჩევთ, ტუმბოს დიზაინიც განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიოთ. მით უმეტეს, რომ ემ-დე-ეფის მასალა წარმოუდგენელ შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი ფორმის თუ ფერის გარნიტურის დასამზადებლად.
მათი აწყობა შეიძლება როგორც ღია თაროებით, ისე ვიტრაჟიანი ან კარებიანი, მათ შორის, კომბინირებული მოდელის. ასევე -, როგორც ფეხიანი, ისე პირდაპირ იატაკზე დასადგმელი, რომელიც ძალიან პრაქტიკულია იმ თვალსაზრისით, რომ მის ქვეშ მტვერი არ გროვდება და დიასახლისს ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება სისუფთავის შესანარჩუნებლად. ასევე, ძალიან პოპულარულია კედელზე დასამონტაჟებელი თარო-ტუმბოები.
შემოსასვლელში
ის შემოსასვლელში ფეხსაცმლის შესანახად ან მასზე სარკის განსათავსებლადაა მოსახერხებელი. მისი ზომა ამ ოთახის გაბარიტებზეა დამოკიდებული.
ოფისში
საბუთებისთვის თუ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღია, თაროებიანი ტუმბოები, ისე დახურული - კარებიანი მოდელები. მათ ზედაპირზე კი შეგიძლიათ დეკორატიული ნივთები განათავსოთ.
საბავშვო ოთახში
პატარებს, ისევე, როგორც დიდებს, უამრავი რამისთვის სჭირდებათ სათავსო:
- ტანსაცმლისთვის;
- სათამაშოებისთვის;
- წიგნებისთვის...
თან ეს ყველაფერი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი რომ იყოს, ტუმბოები მისწრებაა. ისინი თავადაც ადვილად შეძლებენ მათში თავიანთი ნივთების შელაგებას - ამით თავადაც მიეჩვევიან წესრიგს და თქვენც აგაცილებენ ყოველდღიურ დამღლელ საქმიანობას თავიდან. სასურველია, ამ ოთახისთვის უჯრებიანი ტუმბოები შეარჩიოთ, რომ ბავშვებმა ყველა საგანს ადვილად მიუჩინონ თავისი ადგილი.
სააბაზანოში
პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ ოთახისთვის ტუმბოების შეძენისას, ისინი ნესტგამძლე მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რადგან მოგეხსენებათ, სააბაზანოში ჭარბადაა ორთქლი და ნესტი სააბაზანოში ტუმბოები ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა ქიმიური საშუალების თუ პირსახოცების შესანახად.
ხელოსანი, რომელიც თქვენი ინტერიერისთვის ელეგანტურ ავეჯს დაამზადებს, ჩვენი საიტის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ. ჩვენ თქვენთან ერთად შევქმნით სასურველი მოდელის ესკიზს და დათქმულ ვადებში და მისაღებ ფასად დაგიმზადებთ მაღალი ხარისხის ავეჯს.
Keywords: tumboebis damzadeba
ავეჯის დამზადება