ტუმბოს დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
19-11-2022 625 0

ავეჯი ნაპოლეონისგან

ტუმბოს დამზადება შეკვეთით მიზანშეწონილია თუ მზა ნაწარმის სახით ყიდულობს მას მომხმარებელი, მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორის გათვალისწინება - ის ჰამონიულად უნდა ეხამებოდეს ინტერიერს.

ისტორია

ეს გახლავთ მეტად მოსახერხებელი ავეჯი ნებისმიერ ოთახში, ვინაიდან დიდი ადგილი არ სჭირდება და ამასთან, ყველაზე აუცილებელი ნივთებისთვის იდეალური სათავსოა.

საინტერესოა, როდიდან ჩნდება ისტორიაში ეს მინიატურული ავეჯი?

გაგიკვირდებათ და, მის შექმნას ფრანგ იმპერატორ ნაპოლეონ II-ს მიაწერენ. მოგეხსენებათ, ჯარში თუ სრული წესრიგი და დისციპლინა სათანადო დონეზე არ არის, ეს გარემოება ბრძოლისუნარიანობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ნაპოლეონმა შენიშნა, რომ მის ჯარისკაცებს თავიანთი სამოსი, იარაღი თუ პირადი ნივთები აქეთ-იქით ეყარათ, საჭირო დროს დროულად ვერ ახერხებდნენ მათ მოძიებას და ამიტომ ბრძანა, მათთვის სპეციალური, მინიატურული ყუთები შეეკრათ, რომლებშიც ყველა საჭირო ნივთს მოუყრიდნენ თავს.

გადაადგილებისას ისინი თან დაჰქონდათ და როცა სადმე დაბანაკდებოდნენ, მფლობელებს ურიგებდნენ.

ნაკეთობის სრულყოფა

რასაკვირველია, მათი გაკეთება იმ პერიოდში და მით უმეტეს, ხსენებული მიზნით, მარტივი კონსტრუქციით ხდებოდა. მოგვიანებით ისინი ფართოდ გავრცელდა ევროპაში და მოგვიანებით ამერიკამდეც მიაღწია. ამერიკელებმა კი სათანადოდ შეაფასეს ეს მეტად საჭირო ავეჯი და დახვეწეს მისი დიზაინი. ასე მაგალითად, თუ მანამდე ტუმბოებს მხოლოდ კარი გააჩნდა, მათ უჯრებიანი ალტერნატივა შექმნეს.

მისი დამზადება უწინ, როგორც ნებისმიერი ავეჯის, ბუნებრივი ხისგან ხდებოდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო შეძლებული იყო შემკვეთი, მით ძვირფასი იყო ხის სახეობა. ამგვარად, ასეთი ძვირფასი მასალითა და ხელმარჯვე ოსტატების მიერ დამზადებული დახვეწილი ტუმბოები ინტერიერის დეკორად იქცა.

დღეს წარმოუდგენელია ამ მინიატურული და ძალიან პრაქტიკული ავეჯის გარეშე ნებისმიერი ინტერიერი. მნიშვნელობა არა აქვს, უზარმაზარი სახლი გვაქვს თუ ერთოთახიანი ბინა, მისი ადგილი ყველგან მოიძებნება. ამასთან, მასალის მრავალფეროვნებამ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ეს ავეჯი გამოიყენება ყველაფრისთვის:

  • შიდა თუ საწოლის თეთრეულის შესანახად;
  • პარფიუმერიისა თუ სამკაულებისთვის;
  • სხვადასხვა საკანცელარიო ნივთისა და საბუთებისთვის;
  • ტელევიზორის პულტისა თუ საოჯახო ალბომისთვის;
  • ფეხსაცმელებისთვის.

ნაირსახეობა

ტუმბოები კამოდისგან, პირველ რიგში, გაბარიტებით განსხვავდება. თუ პირველი მათგანის სიმაღლე 1 მეტრიდან იწყება, ტუმბოების სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება. უმეტესად, ტუმბოების სიმაღლე სიგანისას ჭარბობს, თუმცა პარამეტრებში შეზღუდული არ ხართ და ნებისმიერი მოდელი შეგიძლიათ შეუკვეთოთ.

მეორე განსხვავება მისი დანიშნულებაა, მესამე კი - მისი შიგთავსი. თუ კამოდი უჯრებიანი სათავსოა, ტუმბებს შეიძლება ჰქონდეს უჯრებიც და კარიც, ან სულაც ცარიელი იყოს შიგნით, მაგალითად, ფეხსაცმელების შესაწყობად.

შესაბამისად, ტუმბოები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს:

  1. მინიატურული;
  2. ვიწრო და მაღალი;
  3. კუთხის;
  4. ფეხიანი;
  5. ფეხის გარეშე, პირდაპირ იატაკზე დასადგმელი;
  6. ჩამოსაკიდი;
  7. კედელში ჩასაშენებელი;
  8. უჯრებიანი, კარიანი თუ კომბინირებული.

ჩვენი ხელოსანი ნებისმიერი სირთულის მოდელს დაგიმზადებთ. მთავარია, წინასწარ განსაზღვროთ, როგორი ფორმისა და სტილის ტუმბო მოუხდება თქვენს ოთახს. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს კატალოგს და ისე აირჩიოთ შესაფერისი მოდელი.

შეკვეთები ჩვენთან ნებისმიერი გემოვნებისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირთათვისაა ხელმისაწვდომი. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ გარანტირებულად მაღალი ხარისხით შექმნილ პროდუქციას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპერატიულად.

Keywords: tumbos damzadeba

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ტუმბოს დამზადება
გამარჯობათ. ფოტოები გადმოგვიგზავნეთ კატეგორიაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.
სამწუხაროდ ჩვენ შეკეთების სერვისი არ გვაქვს.
გამოყენებული მასალით არ ვმუშაობთ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)