ოფისის დალაგება
დაგვიკავშირდით
551222298სისუფთავე და ჯანსაღი გარემო თქვენს სამსახურში
გჭირდებათ ოფისის დალაგება თბილისში სასწრაფოდ და შტატიანი დამლაგებელი ჯერ არ აგიყვანიათ? ჩვენ მზად ვართ შევქმნათ თქვენს დაწესებულებაში სუფთა გარემო.
რით გამოვირჩევით
ნებისმიერ სფეროში, რომელიც ქვეყანაში მოთხოვნადია, კონკურენცია ბუნებრივია, ამ კონკურენციაში კი იმარჯვებს ის, ვინც მომხმარებელს უფრო მოქნილ და მისაღებ პირობებს სთავაზობს. მომსახურების მაღალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს უმაღლეს ხარისხს, პუნქტუალურობითა და კეთილსინდისიერებითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის.
ჩვენი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი თანამშრომლებით, კარგად არის გაცნობიერებული ამ სფეროს სპეციფიკაში და ზედმიწევნით იცის მისი ნიუანსები. ასე რომ, ჩვენი მუშაობის შედეგად ობიექტზე მხოლოდ იდეალური სისუფთავის კვალი რჩება.
ჩვენი თანამშრომელი რა თვისებებით ხასიათდება?
- პუნქტუალურობით;
- პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით;
- სწრაფი და ეფექტური მუშაობით;
- გამოცდილებით, როგორ გაუმკლავდეს ნებისმიერი სირთულის დავალებას;
- აღჭურვილია სამუშაო ინვენტარით.
სამუშაო პროცესი
ზემოთ უკვე ნახსენები საქმე საგრძნობლად განსხვავდება საცხოვრებელ ბინაში ჩასატარებელი პროცედურებისგან, ვინაიდან აქ უფრო მეტი ადამიანი შემოდის წარამარა, თან ათასი რჯულის ადამიანი. შესაბამისად, შემოაქვთ მეტი მტვერი თუ ბაქტერია. დაწესებულების იმიჯისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, აურაცხელი ვირუსის ფონზე, სისუფთავის დაცვა აუცილებელია. ყველანაირი ზედაპირი თუ სახელურები მაქსიმალურად ხშირად უნდა იწმინდებოდეს.
გარდა ამისა, ოფისებში ტექნიკის სიმრავლეა, რაც მეტად აკურატულ დამოკიდებულებას მოითხოვს დამლაგებლისგან. ჩვენ ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ნიუანსს და არც მნიშვნელოვან ქაღალდებთან დაკავშირებით ვიჩენთ დაუდევრობას, რომელიც შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს იატაკზე.
როგორც წესი, სამუშაო გარემო ყოველდღიურად უნდა სუფთავდებოდეს, მაგრამ პერიოდულად აუცილებელია მისი საფუძვლიანად მოწესრიგება, რაც გულისხმობს რთულად მისაღწევი ადგილების გასუფთავებას:
- ფანჯრებისა და ვიტრაჟების შიგნიდან და გარედან გაპრიალებას;
- ჭერისა და დალაქავებული კედლების გასუფთავებას;
- ავეჯისა და სხვადასხვა ტექნიკის გაწმენდას;
- კიბეებისა და მოაჯირების, ნოხების დასუფთავებას;
- სამზარეულოსა და საპირფარეშოს საფუძვლიან მოწესრიგებას.
აი, აღნიშნული საქმე დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი მხოლოდ პროფესიონალებს ძალუძთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მოვაშოროთ სხვადასხვა ზედაპირს ცემენტის თუ საღებავის ლაქები; როგორ გავუმკლავდეთ ფენებად ჩამჯდარ მტვერს - ერთი სიტყვით, როგორ დავამყაროთ იდეალური წესრიგი და სისუფთავე ობიექტზე, რათა იქ დასაქმებული პერსონალი დროულად შეუდგეს სამუშაო პროცესს.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ დათქმულ დროს გამოვალთ ობიექტზე და მაქსიმალურად სუფთა გარემოს შეგიქმნით!
Keywords: ofisis dalageba