დალაგების სერვისი

(10)

დაგვიკავშირდით

551770176
11-01-2023 406 0

სუფთა სივრცე თქვენს ინტერიერში!

დალაგების სერვისი თბილისში, რომლითაც ჩვენი საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ისარგებლოთ, მომხმარებელს კეთილსინდისიერი და ყველა საჭირო ატრიბუტით აღჭურვილი, გამოცდილი თანამშრომლების დახმარებას სთავაზობს. მნიშვნელობა არა აქვს, რამხელა ობიექტის დასუფთავება გჭირდებათ, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვცხადდებით მისამართზე და უნაკლოდ შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.

პროფესიონალური მიდგომა საქმის მიმართ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რისი მიზეზიც, უმეტესწილად, სამუშაო გრაფიკის გამო მომხმარებელთა შორის დროის დეფიციტია. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ინტერიერი გარკვეული ინტერვალით საფუძვლიან, ე.წ. გენერალურ დალაგებას მოითხოვს. მეტადრე, თუ საკითხი ახალგარემონტებულ ბინას ეხება.

მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:

  • ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა;
  • აივნის დასუფთავება;
  • ავეჯის საფუძვლიანი გაწმენდა;
  • ოთახების დასუფთავება მტვრისა და სამშენებლო მასალების ლაქებისგან;
  • აბაზანა-ტუალეტის გაკრიალება.

სანდოობა ჩვენი სავიზიტო ბარათია

ზემოთ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საქმე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჭირდება. ამისთვის კი სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფის საშუალებით ცდილობენ დამხმარეების ძიებას. რთულია, ბრმად ენდო ვინმეს, მით უმეტეს, რომ არცთუ იაფი ღირს ეს მომსახურება. თანაც, იმავე ჯგუფებში მავანი მომსახურე პერსონალის მიმართ უარყოფითი კომენტარები სჭარბობს დადებითს და იმ დადებითიდანაც რთულია გაარკვიო, მართლა მადლიერია კლიენტი კონკრეტული დამხმარისა თუ ესეც მორიგი ნათესავ-მეგობრის სარეკლამო ტრიუკია.

რა საჭიროა ზედმეტი დავიდარაბა, როცა არსებობს სოლიდური სერვისი? ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე და არ დავუშვებთ, რომ მომხმარებელი თუნდაც მცირედით უკმაყოფილო დავტოვოთ. ჩვენი საიტის კომენტარებში თავად შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რამდენად ვამართლებთ მოლოდინს.

დაუყოვნებელი რეაგირება

ჩვენ მთელი თბილისის მასშტაბით ვმოქმედებთ და გამოცდილი თანამშრომლების რაოდენობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთდროულად რამდენიმე ობიექტს მოვემსახუროთ. ასე რომ, ჩვენთან დარეკვისას თქვენ არ მოგიწევთ რიგში ჩადგომა და ვიზიტის სამომავლოდ დაჯავშნა.

გარდა ამისა, ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა მომხმარებელს, რომელსაც ღამით უწევს მუშაობა, სწორედ დღე-ღამის ამ ნაწილში ურჩევნია მომსახურება, რომ დილით მოსულს სახლი დაწკრიალებული დახვდეს. ამიტომ ვმუშაობთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ასევე კიდევ ბევრი მიმართულება არის ჩვენი მომსახურების ნუსხაში. თუ ახლახან გაარემონტეთ სამუშაო გარემო და რაც შეიძლება სწრაფად გსურთ მისთვის პრეზენტაბელური იერის მინიჭება, დაგვირეკეთ, ჩვენ დღის ნებისმიერ დროს მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

თუმცა მხოლოდ ახალგარემონტებულ დაწესებულებებს როდი სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

ჩვენი საქმე მათთვისაცაა განკუთვნილი, ვისაც პერიოდულად ესაჭიროება სამუშაო სივრცის საფუძვლიანი დასუფთავება. ფართო ვიტრაჟების წმენდა, თუნდაც საკმაოდ მაღალი კედლებისა და ჭერის დასუფთავება, ჩვეულებრივი დამლაგებლისთვის, დამეთანხმებით, შეუძლებელი მისიაა. ჩვენ კი, შესაფერისი აღჭურვილობის წყალობით, იოლად ვუმკლავდებით ამ ყველაფერს.

მოკლედ, თუ გსურთ, სისუფთავით ბრწყინავდეს თქვენი ინტერიერი, უკვე იცით, ვის დაუკავშირდეთ!

Keywords: dalagebis servisi

MySpec.Ge » დასუფთავების სერვისი » დალაგების სერვისი
1 სრული სამუშაო დღე.
დიახ.
დიახ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)