ბინის დალაგება

(10)

დაგვიკავშირდით

551770176
11-01-2023 646 0

სუფთა

გჭირდებათ ბინის დალაგება თბილისში და სანდო, გამრჯე დამხმარეს ეძებთ? შეგიძლიათ ძებნა შეწყვიტოთ და ჩვენს საიტზე მითითებულ ნომერზე დარეკოთ. ჩვენთან დასაქმებულები პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან და საქმეს ზედმიწევნით აკურატულად ასრულებენ.

რატომ ჩვენ?

ეს საქმე ერთი შეხედვით, დიდ ცოდნას არ მოითხოვს, ეს ხომ ყველა დიასახლისს ეხერხება. მაგრამ სწორედ დიასახლისებმა იციან კარგად, რამხელა ძალასა და ენერგიას მოითხოვს. ხოლო როცა საქმე რემონტის შემდგომ პერიოდს ეხება, დიახაც, ცოდნასა და გამოცდილებასაც საჭიროებს.

მაგრამ თუ მარჯვეც არის დიასახლისი, კარგად ეხერხება ლაქების ამოყვანა სხვადასხვა ზედაპირიდან და არც სიზარმაცეს უჩივის, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებს საცხოვრებელში სისუფთავის დაცვას? ამ შემთხვევაში იძულებულია დამხმარე პერსონალი დაიქირაოს!

აღნიშნული საქმე სჭირდებათ ასევე მცირეწლოვანი შვილების მშობლებსაც, რომლებსაც, ბუნებრივია, დრო და ენერგია თითქმის არაფრისთვის რჩებათ. არადა, ბავშვებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ სუფთა გარემო. ხშირად ეს ერთჯერად სერვისს კი არ გულისხმობს, არამედ კმაყოფილი მომხმარებელი თვეში ან კვირაში კონკრეტული რაოდენობის დღეებს ირჩევს და დამლაგებლებს იძახებს.

ასევე საჭიროებენ ჩვენს დახმარებას ის ადამიანები, რომლებიც ბინის გაქირავებას აპირებენ და მდგმურებისთვის სუფთა გარემოს დახვედრება სურთ.

ერთი სიტყვით, მსგავსი საქმიანობის მოთხოვნამ განაპირობა მომსახურე პერსონალთა სიმრავლეც. შესაბამისად, მავანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, დამხმარის დაქირავების თაობაზე, უამრავი მსურველი ეხმაურება, თუმცა ასევე უამრავი განცხადება ჩნდება დაუდევარი დაქირავებულის მიერ ულაზათოდ შესრულებული საქმით აღშფოთებული დამქირავებლისგან.

მაინც რა იწვევს მათ აღშფოთებას?

  • ზოგი არაკეთილსინდისიერი დამლაგებელი ფანჯრებს შიგნიდან აპრიალებს, მაგრამ გარედანაც რომ სჭირდება სამშენებლო მასალის შხეფებისგან გასუფთავება, ამაზე თავს არ იწუხებს;
  • კარადები გარედან ბზინავს, მაგრამ შიგნით თაროების გამოსუფთავება აშკარად ეზარებათ;
  • ფაქტია, იატაკი გამოწმენდილია, რადგან ჯერ ისევ სველია, მაგრამ გაშრობის შემდეგ თვალნათლივ ჩანს ჭუჭყიანი ზოლები და ა.შ.

ჩვენთან მსგავსი დამოკიდებულება გამორიცხულია. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე და ამიტომაა წარმატებული ჩვენი სერვისი. კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი უკვე არის ჩვენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირების გარანტია.

ჩვენი პრიორიტეტები გახლავთ:

  1. ობიექტზე დროულად გამოცხადება;
  2. თავაზიანობა კლიენტთან;
  3. სამუშაო პროცესის ქიმიური საშუალებებითა და ხელსაწყოებით უზრუნველყოფა;
  4. ზედმიწევნით დასუფთავება ყოველი კუთხე-კუნჭულის;
  5. მისაღები ფასები.

ცოდნა და გამოცდილება

ნახსენები საქმე როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. ცემენტისა თუ სილიკონის შხეფების მოშორება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ კარგად იცი, რომელი სითხე უმკლავდება მსგავს პრობლემას, საქმეც მარტივდება.

ჩვენთვის ნაცნობია ყველანაირი ზედაპირის მოვლის წესები, იქნება ეს ფანჯარა, იატაკი თუ ავეჯი და თითოეულ მათგანს წესების სრული დაცვით ვასუფთავებთ. ამიტომ ხარვეზი ჩვენი სამუშაო პროცესის შემდეგ, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

ერთი სიტყვით, გვენდეთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენს საცხოვრებელში ყველაფერი სისუფთავისგან ბზინავდეს!

Keywords: binis dalageba

MySpec.Ge » დასუფთავების სერვისი » ბინის დალაგება
დიახ.
დიახ.
დამოკიდებულია მდგომარეობაზე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)