სახლების დალაგება
დაგვიკავშირდით
551770176ჩვენ უზრუნველვყოფთ სისუფთავეს!
სახლების დალაგება თბილისში საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით შევქმენით და თუ გადავხედავთ ჩვენთან შემოსულ უამრავ ზარს, ნათელი ხდება, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი ინტერიერის იდეალურად დასუფთავებას ჩვენივე აღჭურვილობით და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით.
ახლახან მორჩით რემონტს და სახლში წესრიგის დასამყარებლად არც დრო გაქვთ და არც ენერგია?
გასაქირავებელ ფართში გჭირდებათ და მარჯვე დამხმარეს ეძებთ?
მცირეწლოვანი შვილების გამო დრო არ გაქვთ, რომ სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ?
სანდო ჯგუფი გჭირდებათ, რომელიც პირნათლად შეასრულებს თქვენს მითითებებს?
მაშინ აკრიფეთ ჩვენს საიტზე მითითებული ნომერი და ჩვენს თანამშრომლებთან შეათანხმეთ დრო და მისამართი. გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ სწორედ ისეთ მომსახურებას, რომელიც უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ და ჩვენთან შემდგომში თანამშრომლობის სურვილსაც გაგიჩენთ.
არ გვაშინებს სირთულეები
ყველაზე მეტად ჩვენი მომსახურების მსურველები არიან მოქალაქეები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს რემონტი. მათი სიმრავლე ბუნებრივია, ქალაქში ხომ იმდენი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და ყველას მალე უნდა საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრების დაწყება.
გამოგიტყდებით, დაუდევარი ხელოსნების მიერ ზოგი სახლი ისეთ დღეშია, დანახვისთანავე გიპყრობს ადამიანს უიმედობა - ამას როდისმე რამე ეშველება?! კარგად გვესმის ასეთი დიასახლისების სასოწარკვეთილების, მაგრამ როცა გაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ გააკრიალო ცემენტით თუ სილიკონით ჩაბნელებული ფანჯრები, როგორ მოაშორო იატაკს წებოს ლაქები და ა.შ. საქმე გაცილებით მარტივი ხდება.
ამიტომ ყველაზე დიდი მოცულობაც კი ჩვენთვის არასდროსაა შეუსრულებელი და დროში გაწელილი მისია. ჩვენი თანამშრომლები ოპერატულად მიდიან მისამართზე, თავიდანვე განსაზღვრავენ სამუშაო პროცესის თანმიმდევრულობას და გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ყველა საჭირო ქიმიური ხსნარითა თუ სამუშაო ატრიბუტით თავად უზრუნველვყოფთ სამუშაო პროცესს და არც სანიტარული ნორმების დაცვა გვავიწყდება.
ასევე გვირეკავენ მომხმარებლები, რომლებიც რთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ საცხოვრებელში სათანადო წესრიგისა და სისუფთავის დაცვას. მნიშვნელობა არა აქვს, “გენერალური დალაგება” სჭირდებათ თუ ზედაპირული, ჩვენ მათ სურვილსა და მითითებებს უნაკლოდ და მაქსიმალურად სწრაფად ვასრულებთ.
ზემოთ უკვე ნახსენები საქმე დასაქმებული და ასევე, მცირეწლოვანი დედებისთვის ნამდვილად მოსახერხებელი სერვისია. თქვენი სურვილის
მიხედვით, შეგვიძლია ერთჯერადად ან გარკვეული ინტერვალით, მაგალითად, კვირაში ან თვეში რამდენჯერმე გაგიწიოთ დახმარება.
გსურთ, თქვენს ინტერიერში სრულყოფილი სისუფთავე სუფევდეს? მაშინ ნუ იყოყმანებთ და დაგვიკავშირდით!
Keywords: saxlebis dalageba
დასუფთავების სერვისი