დამლაგებელი გამოძახებით

(10)

დაგვიკავშირდით

551770176
18-06-2022 1 388 0

იცხოვრე სუფთა სახლში

ჩვენი დამლაგებელი გამოძახებით თბილისში უზრუნველყოფს სისუფთავესა და წესრიგს თქვენს სახლში. სუფთა, დაწკრიალებული სახლი არა მარტო თვალს ახარებს, არამედ ჯანსაღ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. მაგრამ რა ვქნათ,, როცა რთული გრაფიკის გამო სახლის დალაგების დრო არ გვრჩება? მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ახალგარემონტებულ ბინას, რომელიც ჯერ კიდევ სამშენებლო ობიექტს ჰგავს? მისი ძირფესვიანად დასუფთავება იმხელა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, გვირჩევნია, ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებს მივმართოთ.

ეს საქმე სწორედ ამიტომ არის ძალიან აქტუალური. სოციალური ქსელები სავსეა მარჯვე და კეთილსინდისიერი დამხმარეების მსურველთა განცხადებებით, თუმცა არცთუ იშვიათად შეხვდებით უკმაყოფილო მომხმარებლებს - ვიღაც ულაზათო მომსახურებითაა იმედგაცრუებული, ზოგს დიდხანს უწევს ლოდინი, შეკვეთებით დატვირთულმა თანამშრომელმა მის სახლამდეც რომ მიაღწიოს; ისეც ხდება, მას დახმარების ნაცვლად ზარალიც კი მიუყენებია დამქირავებლისთვის.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალი?

  • უნაკლოდ და დაუზარებლად უნდა ასრულებდეს ნებისმიერი სირთულის სამუშაოს;
  • სამუშაო პროცესი თავად უნდა უზრუნველყოს საჭირო ქიმიური საშუალებებით და ხელსაწყოებით;
  • დროულად უნდა ცხადდებოდეს მითითებულ მისამართზე და ასევე დროულად ასრულებდეს სამუშაოს;
  • უნდა გააჩნდეს დამქირავებელთან თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.

შესაძლებელით გამოიძახოთ, თუ სამსახურს ან თქვენს პატარებს თქვენი დღის დიდი ნაწილი მიაქვთ და სახლის დალაგებისთვის დრო არ გრჩებათ, ან სადარბაზოს დასასუფთავებლად ვერ იცლით მეზობლები. მოგვმართეთ და ჩვენი თანამშრომლების წყალობით თქვენ გარშემო იდეალური სისუფთავე და წესრიგი დაისადგურებს. სხვადასხვა სახის მომსახურებას შორის ჩვენი საიტი დალაგება-დასუფთავების სერვისსაც გთავაზობთ.

ნებისმიერი სირთულე

ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის სამუშაოს, იქნება ეს სილიკონით და საღებავით დალაქავებული ზედაპირი თუ გაჯით დათხვრილი ფანჯრები. არც ობიექტის ფართია ჩვენთვის დაბრკოლება - რამდენი კვადრატულიც უნდა იყოს თქვენი ბინა, ყველანაირი სამუშაო ატრიბუტით აღჭურვილი ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს დროში დაასუფთავებენ მას.

ჩვენი უკლებლივ ყველა თანამშრომელი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. მან კარგად იცის, სამუშაო დაწესებულებაში ყოველ ფურცელს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და დიდია იმის ალბათობა, რომ საჭირო დოკუმენტი უნებლიეთ მაგიდის ქვეშ აღმოჩნდეს. რთულია, განსაზღვრო, პერსონალმა ნაგვის ურნას ააცილა და ძირს დააგდო საბუთი თუ ორპირი ქარის შედეგად აფრიალებული ფურცლების დასტიდან შეუმჩნევლად ჩამოვარდა. ამიტომაც ჩვენი კეთილსინდისიერი თანამშრომლები ასეთ დეტალებს არ უგულებელყოფენ და იქ მომუშავე პერსონალს აუცილებლად აყენებენ საქმის კურსში.

ასევე, შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ, კვირის რომელ დღეებსა და საათებში გჭირდებათ მისი მომსახურება და ჩვენ ოპერატიულად და უნაკლოდ შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.

რითი გამოვირჩევით

პროფესიონალიზმი და სანდო იმიჯი - ეს ის თვისებებია, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს როგორც უნაკლოდ და დროულად შესრულებული სამუშაოთი, ასევე - ფასით და .

სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი მუდმივი კლიენტების სია, თუმცა თანამშრომლები ყველასთვის გვყოფნის.

Keywords: damlagebeli gamodzaxebit

MySpec.Ge » დასუფთავების სერვისი » დამლაგებელი გამოძახებით
ზუსტად დროის განსაზღვრა გაგვიჭირდება სანამ ბინას არ ვნახავთ, გააჩნია მის მდგომარეობას, მაქსიმუმ 1 სრული დღე უნდა ივარაუდოთ.
დიახ
ჩვენ ვიღებთ მსგავს შეკვეთებს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. დაგვირეკეთ როცა გენებოთ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)