სახლის დალაგება
დაგვიკავშირდით
551770176გამოცდილი და სანდო დამლაგებლები სუფთა გარემოს შესაქმნელად
გსურთ სახლის დალაგება თბილისში პროფესიონალი მომსახურე პერსონალის მიერ, რომელიც დროულად მოვა მისამართზე, ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოს და არც სოლიდურ გადასახადს მოგთხოვთ? მაშინ ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და ისიამოვნეთ სუფთა გარემოთი.
აღნიშნულის საქმის გაკეთება ძირფესვიანად, მოგეხსენებათ, იოლი საქმე არაა. ნესტი, ორთქლი, ცხიმის ლაქები, ცხოველის ბეწვი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ოჯახის პატარა წევრების მიერ მოხატული კედლები თუ იატაკი დიასახლისს დიდ თავისტკივილს უჩენს. არადა, თუ პერიოდულად არ შეავლე ხელი ოთახებს, შემდეგ გაცილებით რთული ხდება ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების უმეტესობას, რთული გრაფიკიდან გამომდინარე, დროის კატასტროფული დეფიციტი აქვს.
დღეს უკვე ეს სერვისი საკმაოდ ხელმისაწვდომია. პრობლემა მხოლოდ ისაა, სად ვნახოთ სანდო, გამოცდილი და კეთილსინდისიერი დამხმარე, რომელიც საფუძვლიანად დაასუფთავებს მთელ ინტერიერს.
ვცდილობთ ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციებით ვისარგებლოთ, მაგრამ თუ სადმე ასეთი სანდო და მარჯვე სპეციალისტები არიან, ყველა უმეტესად დაკავებულია და გვიწევს რიგში ჩადგომა და ლოდინი, არადა, დრო არ ითმენს.
სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში განცხადების გამოქვეყნებით კი რისკზე მივდივართ, არცთუ დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მომხმარებლების უმეტესობა ძალიან გულნაკლული რჩება ულაზათოდ შესრულებული სამუშაოს გამო.
რაც უფრო დიდი მოცულობაა მით უფრო აუცილებელია გამოცდილი დამლაგებლის მომსახურება. აქ უკვე ზედაპირული წმენდა საკმარისი არაა, რადგან როგორც წესი, რემონტის შემდგომ ინტერიერში იმდენი ჭუჭყი და დალაქავებული ზედაპირია, საკმაო ძალისხმევა სჭირდება, რომ მწყობრში მოიყვანო.
ჩამოვთვალოთ:
- ცემენტით მოხატული ფანჯრები;
- სილიკონით დალაქავებული სააბაზანო;
- ფენებად ჩამჯდარი მტვერი ავეჯზე (თუნდაც დამცავი შალითები გქონოდეთ გადაფარებული);
- თაბაშირით გათეთრებული კედლები და იატაკი;
- და რაც მთავარია, უამრავი ნაგავი.
ასეთი სახლის დასასუფთავებლად ნამდვილად საჭიროა გამოცდილება, რადგან თუ არ იცი, კონკრეტულად რა საშუალებებით გაუმკლავდე ხსენებულ ლაქებს, დიდი ძალისხმევა დაგჭირდება. ხშირად წუწუნებენ მომხმარებლები, რომ მავანმა დამლაგებელმა თითქოს ყველაფერი გაწმინდა, რადგან სველი ტილოს კვალი აშკარად ეტყობოდა ინტერიერს, მაგრამ გაშრობის შემდეგ ისევ უწინდელივით ეტყობოდა ყველაფერს. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ.
რით გამოვირჩევით
ჩვენი თანამშრომელი პროფესიონალურად ემსახურება კლიენტებს. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებლებს შორის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება, რაც განაპირობებს ჩვენს მზარდ პოპულარობას.
ვინაიდან ჩვენს საიტზე ჯერ არ დაფიქსირებულა უკმაყოფილო კომენტარები, ეს თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რამდენად კეთილსინდისიერად ვმუშაობთ:
- დროულად მივდივართ სამუშაო ადგილას;
- ვართ საჭირო ინვენტარითა და სპეციალური ხსნარებით აღჭურვილნი;
- ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს, ფართის სიდიდის მიუხედავად;
- უყურადღებოდ არ გვრჩება ინტერიერის არც ერთი მილიმეტრი (ფანჯრები, სააბაზანო-ტუალეტი, ავეჯი, ჭაღები;);
- ჩვენთან ფასები არ იკბინება.
დაგვიკავშირდით დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ჩვენი თანამშრომლები დროულადაც გამოცხადდებიან მითითებულ მისამართზე და ლაზათიანადაც შეასრულებენ საქმეს.
Keywords: saxlis dalageba