კუბო

(10)

დაგვიკავშირდით

595703388
12-09-2022 1 659 0

დამზადება შეკვეთით

ჩასასვენებელი კუბო ფასი თანამედროვე ვარიაციებით, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ გაჩნდა. მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში მიცვალებულის დაკრძალვის განსხვავებული წესები და ტრადიციები არსებობდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ძველად კოლხეთში გარდაცვლილს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ. ასევე ცნობილია გამოქვაბულებში დაკრძალვის ტრადიციებიც.

მოგვიანებით, როცა მიხვდნენ, რომ დაკრძალვის ამგვარი მეთოდებით ეპიდემიის გავრცელების საშიშროება ემუქრებოდათ, გარდაცვლილის მიწაში დამარხვა დაიწყეს. ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს განსხვავებული წესები აქვთ - თუ ქრისტიანები ხის კონსტრუქციაში ასვენებენ მიცვალებულს, მუსლიმები მხოლოდ თეთრ სუდარაში გახვეულს ასაფლავებენ; ბუდისტები კი კრემაციას მიმართავენ, ანუ ცხედრის დაწვის მეთოდს.

საინტერესოა, რომ ძველად კოლხეთში მიცვალებულს ემბრიონის პოზაში კრძალავდნენ შუაზე გადაჭრილ ქვევრში, რომლის ერთი ნაწილი მიწის ზემოთ რჩებოდა და მთლიან სასაფლაოზე მსგავსი სამარხები სოკოებივით იყო განთავსებული. მიცვალებულის ამგვარი პოზა იმას გამოხატავდა, რომ როგორც ევლინება ქვეყანას ადამიანი, ისევე ტოვებს მას.

ტერმინი ძველქართულად ჩასაჯდომ საწოლს, ტახტრევანს ნიშნავს. ანუ ეს არის მოსასვენებელი ატრიბუტი. ჩასასვენებლის შიგთავსიც ერთი შეხედვით ლოგინს ჰგავს, თავისი ბალიშითა და გადასაფარებლით, რომელშიც გარდაცვლილს თითქოს სძინავს.

წარმართული წესების მიხედვით, რომლისაც ზოგან დღესაც სჯერათ, გარდაცვლილს საიქიოშიც დასჭირდება ამქვეყნიური ნივთები და ამის გამო ატანდნენ სხვადასხვა ნივთებს:

  • ფულითა და თამბაქოთი;
  • ტანსაცმელ-ფეხსაცმლით;
  • ძვირადღირებული სამკაულებით;
  • საჭმელ-სასმლით.

არსებობს კურიოზული შემთხვევებიც, როცა გარდაცვლილს წერილებს ატანენ იმქვეყნად წასულებთან ხსენებული ტრადიციის უამრავი დამადასტურებელი ფაქტია აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ქრისტიანული სწავლებით კი მსგავსი შეხედულება მცდარი და მიუღებელია.

ნახსენები ტერმინი ხშირად მეტყველებს მისი ოჯახის სოციალურ სტატუსზე. თუ ებრაელების აზრით, სიკვდილის წინაშე ყველა თანაბარია და ამიტომ ჩასასვენებელი უბრალო უნდა იყოს, მავანნი თვლიან, რომ მათი გარდაცვლილი ახლობელი საუკეთესო პირობებს იმსახურებს იმქვეყნადაც და ამიტომ არაფერს იშურებენ, რომ რაც შეიძლება ძვირადღირებული ჩასასვენებლით გააცილონ ამქვეყნიურ უკანასკნელ გზაზე.

არცთუ იშვიათად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ქონების და სტატუსის დემონსტრირებას ამ მხრივაც ცდილობენ და თავიანთი ახლობელი ადამიანისთვის ოქროთი მოვარაყებულ თუ ძვირადღირებული ქვებით მოოჭვილს უკვეთავენ.

არადა, დაგვეთანხმებით, გარდაცვლილისთვის სულერთია, რაში ჩაასვენებენ - ოქროსგან გაკეთებულში თუ მუყაოს ყუთში. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი სული რამდენად პირნათლად წარდგება ღვთის სამსჯავროს წინაშე. თუმცა, სასოწარკვეთილ-დამწუხრებული ჭირისუფლის ემოციებიც გასაგებია.

თუ ეს უწინ ფიცრებისგან შეკრული უბრალო ყუთი იყო, დღეს მას სხვადასხვა ფორმისა და მასალისგან ამზადებენ. ძირითადად, ტრაპეციის ფორმისაა, თუმცა ამზადებენ მართკუთხა, ოვალურ თუ ექვსწახნაგიანსაც. ეს უკანასკნელი, უმეტესად, კათოლიკური დაკრძალვისას გვხვდება.

თქვენ წარმოიდგინეთ, კრეატიულ იდეებს ამ სფეროშიც შეხვდებით. გარდაცვლილის პროფესიის თუ მიდრეკილებების შესაბამისად, როგორ მოდელებს აღარ შეხვდებით: მანქანის, თვითმფრინავის, ჰოთ-დოგისა და ლუდის ქილის ფორმისაც კი.

რა მასალისგან მზადდება

მათ ხის სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ:

  1. მუხისგან;
  2. კედრისგან;
  3. წიფლისგან;
  4. კაკლისგან.

ამ მასალისგან დამზადებული ვიზუალურად ეფექტური და გამძლეა, თუმცა რადგანაც დასამუშავებლად რთული მასალაა, თანაც ამ ხეების იმპორტი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც ღირს ყველაზე ძვირი. ეს გახლავთ პრემიუმ კლასის მოდელები, რომლებსაც გარედან ლაქს უსვამენ, რომ თვალშისაცემი გახდეს მისი უნიკალურობა და მდიდრულობა. აღსანიშნავია, რომ ელიტური ხის მთლიანი, დაუნაწევრებელი მასალისგან მზადდება. ასევე მნიშვნელოვანია, როგორი ქსოვილითაა გაფორმებული შიგთავსი.

თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ არანაკლებ პოპულარული და შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები: ფიჭვისა თუ ცაცხვის და ასევე სხვა მასალით დამზადებული ჩასასვენებლები, რომლებსაც ვიზუალური ეფექტისთვის ხავერდის ან ატლასის ქსოვილით აფორმებენ.

ჩვენი სააგენტო ორიენტირებულია, ყველა ჭირისუფალს შეუმსუბუქოს ცხოვრებაში უმძიმესი დღეები. ჩვენი კატალოგის მიხედვით შეარჩიეთ სასურველი მოდელი, გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს გულისხმიერ თანამშრომლებთან და გააცილეთ ღირსეულად უკანასკნელ გზაზე თქვენი ახლობელი ადამიანი.


დამკრძალავი ბიურო
გაგიმარჯოთ. მუხა, წიფელა, კაკალი და სხვა...
6 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი.
გამარჯობათ. სასახლის ღირებულება ჩვენს ბიუროში იწყება 300 ლარიდან.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)