დამკრძალავი მომსახურება
დაგვიკავშირდით
595703388სწრაფი და ხარისხიანი
დამკრძალავი მომსახურება საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებული ჭირისუფლის დასახმარებლად შეიქმნა. ვინაიდან ქრისტიანული წესით დაკრძალვა არაერთ პროცედურას მოითხოვს, ძნელია მწუხარებისგან აგონიაში მყოფ ადამიანს მსგავს საკითხზე ფიქრი და ზრუნვა მოსთხოვო. რა თქმა უნდა, მეგობარი და გულშემატკივარი ყველას გვყავს, მაგრამ რატომ გავურთულოთ ვინმეს ცხოვრება, როცა არსებობს ისეთი მომსახურება, რომელიც ერთი ზარის შემდეგ მარტივად მოგვიგვარებს მსგავს პრობლემას?!
რა არის საჭირო გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე ღირსეული გაცილებისთვის?
- სასახლე-მაცივარი - ჩვენს საიტზე განთავსებულ კატეგორიებში ამ ატრიბუტის მრავალფეროვანი არჩევანია. ასე რომ, იმედგაცრუებული არავინ დარჩება, როგორი ფინანსური შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, სასახლის დასადგმელი ტახტითაც ჩვენ უზრუნველგყოფთ;
- სუდარა-საეკლესიო ნივთები - არც ამ ატრიბუტებისთვის მოგიწევთ სხვაგან წასვლა;
- ბალზამირება, ცხედრის ჩაცმა-მოწესრიგება - ეს უკანასკნელი ძალიან დელიკატური და მტკივნეული საკითხია ჭირისუფლისთვის და ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ;
- საპანაშვიდე სივრცე - საზღვარგარეთ საკუთარ სახლში პანაშვიდს არავინ იხდის, ამისთვის სპეციალური დაწესებულებები არსებობს. ჩვენ ვცდილობთ გარდაცვლილის ისედაც დაზაფრულ ოჯახს ყოფა შევუმსუბუქოთ, მით უმეტეს, თუ სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ ან ბინის პატარა ფართი არ იძლევა სამძიმარზე მოსული მრავალი ადამიანის მიღების საშუალებას. ამისთვის დავამატეთ კომფორტული სივრცე, სადაც შეძლებთ პანაშვიდების გადახდას;
- კატაფალკა-ჩასასვენებელი ლიფტი - ეს პროცედურებიც ჩვენი მომსახურების შემადგენელი ნაწილია;
- სასაფლაოზე ადგილის მოძიება, საფლავის მოპირკეთება - ამ საკითხზეც ჩვენ ვიზრუნებთ და თქვენი სურვილის მიხედვით შევუქმნით თქვენს საყვარელ ადამიანს ღირსეულ ნავსაყუდელს.
როგორც ხედავთ, ჩვენი მოქმედი გუნდი, რომელიც ორი ათეული წელია ფუნქციონირებს, მომსახურების სრულ პაკეტს გთავაზობთ. ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებიან თქვენს გასაჭირს. დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და დაუყოვნებლივ თქვენს სამსახურში გვიგულეთ.
Keywords: damkrdzalavi momsaxureba
დამკრძალავი ბიურო