დამკრძალავი ბიუროები
დაგვიკავშირდით
591703388მომსახურება თბილისში
დამკრძალავი ბიუროები თბილისში არსებობენ ზუსტად იმისთვის რომ მწუხარებაში მყოფ ადამიანებს შეუმსუბუქოს და გაუმარტივოს მთელი რიგი მოსაგვარებელი სამუშაოები რომელიც გარდაცვლილის დაკრძალვასთან არის დაკავშირებული.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა ყოველთვის ძალიან დიდი მწუხარებაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ეს არის დაბნეულობა და სრული გაუგებრობა იმისა, თუ რა ხდება საკუთარ თავს და გარშემო. ასეთ რთულ მომენტებში ძნელია საკუთარი თავის ხელში აყვანა, დამშვიდება და მიცვალებულის გასაცილებლად ღირსეული დაკრძალვის ორგანიზება.
ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია მათი დახმარება ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ საქმეში. დახმარების ძებნა ხდება სპეციალიზებული დაკრძალვის სერვისების ცენტრებისგან. ცენტრის თანამშრომლები იზრუნებენ დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
თბილისის დამკრძალავი ბიუროები და მათი თანამშრომლები არიან აღნიშნულ საქმეში უდიდესი გამოცდილებით და ცოდნით. ისინი ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ მწუხარებაში მყოფ ადამიანებს არც კი უწევთ ფიქრი იმ ყველა წვრილმან და დამთრგუნველ საკითხზე რომელიც დაკრძალვის პროცესს ახლავს თან.
სერვისები
ჩვენი 24-საათიანი ბიურო გთავაზობთ გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის სრულ ორგანიზებას, დაწყებული ყველა საჭირო ატრიბუტით:
- საფლავის ჯვარი;
- სასახლე;
- სასახლე მაცივარი;
- სუდარა;
- სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი;
- კატაფალკი;
- ავტობუსი და ა.შ.
სარიტუალო დარბაზი
თუ არ გაქვთ სპეციალიზებული კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებთ მიცვალებულთან დამშვიდობებას, მაშინ ჩვენი ბიურო მზადაა მოგაწოდოთ რამდენიმე დარბაზის არჩევანი, სადაც შეგიძლიათ ჩაატაროთ პანაშვიდი და მიიღოთ მოსული სტუმარი.
ჩვენ ვმუშაობთ მრავალი წლის განმავლობაში და ამ საქმეში გაგვაჩნია უდიდესი გამოცდილება. ჩვენ გაგიწევთ ნებისმიერ დაკრძალვის მომსახურებას, მაქსიმალურად დაგეხმარებით ამ უმძიმესი ტკივილის შემსუბუქებაში, დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს.