სასახლე მაცივარი

(10)

დაგვიკავშირდით

595703388
13-09-2022 1 470 0

მარტივად ხელმისაწვდომი სერვისი

სასახლე მაცივარი ფასი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა დაკრძალვამდე ცხედრისთვის პირვანდელი იერის შენარჩუნებისთვის. ვინაიდან ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის სხეულზე უჯრედების ლპობის პროცესები მიმდინარეობს, ტრადიციის მიხედვით კი დაკრძალვამდე პერიოდი რამდენიმე დღეს გრძელდება, ამიტომ აუცილებელია მთელი რიგი პროცედურების ჩატარება, რათა ეს უსიამოვნო სიტუაცია ავირიდოთ თავიდან.

ჭირისუფლები, იმისათვის, რომ ცხედარი ხანგრძლივი დროით შეენახათ, არაერთ მეთოდს მიმართავდნენ საუკუნეების განმავლობაში:

სპეციალური ნელსაცხებლებით გაჟღენთილ ქსოვილში ახვევდნენ; შიგნეულობისგან გათავისუფლებულ ცხედარს სპეციალური ნივთიერებებით ამუშავებდნენ.

ეს ცნობილი მუმიფიცირების პროცედურაა, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში და ამისთვის იმდენად სრულყოფილ მეთოდებს იყენებდნენ, რომ ფარაონების ნეშტებმა საუკუნეებს გაუძლო და მეცნიერებს უამრავი ინფორმაცია გაუმხილა უძველესი ცივილიზაციის შესახებ.

გარდაცვლილის მაცივარი ძალიან ეფექტურად უმკლავდება ცხედრის დაზიანების პრობლემას. საქმე ისაა, რომ მასში სრულად არის დაცული გვამის შესანახად აუცილებელი მიკროკლიმატი, ტემპერატურა და სინოტივე.

ზოგს ჰგონია, რომ მიცვალებულის ჩასასვენებელი მაცივარი გაყინვის ეფექტით უზრუნველყოფს ცხედრის შენახვას, მაგრამ ეს მცდარი აზრია - იმისთვის, რომ ნეშტმა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს პირვანდელი იერი, სრულიად საკმარისია +2-4 გრადუსი ტემპერატურა.

თუმცა, იმასაც გააჩნია, რა ვადით სურთ მისი შენახვა. თუ ერთი კვირამდე ვადით - ხსენებული ტემპერატურა საკმარისია; 2 კვირამდე თუ სურთ ცხედრის დაყოვნება, -5-+5 გრადუს ტემპერატურას საჭიროებს; ისეც ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გარდაცვლილის დასაფლავება ჭიანურდება და მთელ თვესაც აჩერებენ მორგში. ასეთ დროს უფრო დაბალ ტემპერატურას მოითხოვს: -15-25 გრადუსს.

ასეთი მიცვალებულის მაცივარი საავადმყოფოების მორგებშია განთავსებული. სექციებად დაყოფილ კონსტრუქციაში ერთდროულად რამდენიმე გვამის განთავსებაცაა შესაძლებელი, თუმცა არსებობს ასევე ინდივიდუალური, გამოსაწევი კამერები.

როდესაც გარდაცვლილს მასში სიკვდილიდან არაუგვიანეს 24 საათისა მოათავსებენ, ამით უზრუნველყოფენ დაკრძალვამდე მის დაუზიანებლად შენახვას.

როდის ხდება აუცილებელი ხსენებულ მაცივრებში ცხედრის განთავსება?

  • როცა ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვლება და მისი ჭირისუფლის მოსაძებნად დროა საჭირო;
  • ან რეგიონში მცხოვრებ ჭირისუფალს დრო სჭირდება, რომ დაკრძალვისთვის საჭირო პროცედურებისთვის თადარიგი დაიჭიროს;
  • თუ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო.

მაცივარი, რომელსაც სახლში საჭიროებს ჭირისუფალი გარდაცვლილის დაკრძალვამდე შესანახად, ძალიან მოსახერხებელია არა მხოლოდ იმით, რომ მაქსიმალურად უნარჩუნებს ცხედარს პირვანდელ სახეს, არამედ იმითაც, რომ შუშის თავსახური საშუალებას აძლევს ახლობელ-ნათესავებს, უყურონ საყვარელ ადამიანს.

თუ გარდაცვლილის ჩასასვენებელი მაცივარი გჭირდებათ, ჩვენი დამკრძალავი ბიურო, სხვა აუცილებელ ატრიბუტებთან ერთად, ამ სერვისსაც შემოგთავაზებთ. ხსენებული ნივთის მიტანა-წაღებასთან ერთად, ჩვენ ვიზრუნებთ მასში ცხედრის ჩასვენება-გადასვენებაზეც.

დაგვიკავშირდით და გვიგულეთ ამ მძიმე პერიოდში თქვენ გვერდით!

Keywords: sasaxle macivari


დამკრძალავი ბიურო
MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » სასახლე მაცივარი
რათქმაუნდა შევძლებთ. მოგვწერეთ თქვენი ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ნომერი.
მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ზუსტი მისამართი, ეხლავე დაგიკავშირდებიან.
მოგაწვდით არაა პრობლემა, დაგვირეკეთ საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და მისამართი.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)