მაცივრის შეკეთება

(10)

დაგვიკავშირდით

571353781
17-06-2022 1 354 0

შეაკეთე მარტივად

ძირითადად, მაცივრის შეკეთება არასწორი ინსტალაციის ან დაუდევარი მოხმარების გამო ხდება საჭირო. რა თქმა უნდა, თუ ტექნიკური წუნი აქვს მოწყობილობას, საგარანტიო მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ და შეძენილი ნივთი გამოცვალოთ ან თავად სავაჭრო ცენტრის სერვისით ისარგებლოთ, მაგრამ თუ ხსენებულმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტექნიკა თქვენი დაუდევრობით დაზიანდა, მაშინ მოგიწევთ თავად გამოიძახოთ მაცივრის შემკეთებელი და შეაკეთებინოთ მას.

რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნიკამ რომ შეუფერხებლად და დიდხანს იმუშაოს, პირველ რიგში, აუცილებელია მისი ინსტალაცია სწორად მოხდეს. და მაინც, თუ ტექნიკა ყველა წესის დაცვით გაქვთ დამონტაჟებული და რაღაც პრობლემები გაჩნდა მის მუშაობასთან დაკავშირებით, უმჯობესია, პროფესიონალი გამოიძახოთ, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და ხარვეზების გამოსწორება.

როდის გვჭირდება ხელოსნის დახმარება?

  • თუ ელექტროენერგია მიეწოდება, მაგრამ მაცივარი მაინც არ ირთვება;
  • ზედმეტად ყინავს და მთელ შიგთავსზე ჭირხლი ჩნდება;
  • ან პირიქით, საერთოდ არ აცივებს და არც საყინულე იყინება;
  • შიგნით ან ქვემოდან წყალი გასდის;
  • ძლიერი ხმაურით ხასიათდება;
  • ძრავა პაუზების გარეშე მუშაობს;
  • კარის გამოღებისას ნათურა არ ინთება;
  • კარი ცუდად იხურება და შესაბამისად, შეიმჩნევა კონდენსაცია.

თუ პრობლემა შეექმნა, მოგვმართეთ და ჩვენი პროფესიონალი ოსტატები დაუყოვნებლივ აღმოფხვრიან პრობლემებს. ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოცვლიან ნათურებს, გაწმენდენ სადრენაჟე სისტემას, შეცვლიან რეზინებს, კომპრესორის უცნაურ ხმაურს გამოასწორებენ, გამოცვლიან თერმორეგულატორს ან დამწვარ პლატას და სხვა. ჩვენ დაუყოვნებლივ გავდივართ ადრესატთან და ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ ხელმისაწვდომ ფასად ვარემონტებთ ნებისმიერი მოდელის მაცივარს..

დაზოგე როცა ეს შესაძლებელია

გახსოვდეთ, რომ დროული ჩარევა თავიდან აგაცილებთ ამ ძვირად ღირებული ტექნიკის კვლავ შეძენას. რატომ უნდა დახარჯოთ ზედმეტად ფინანსები, როცა ხარისხიანად გარემონტებით შესაძლებელია მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა?!

Keywords: macivris sheketeba

MySpec.Ge » მაცივრის ხელოსანი » მაცივრის შეკეთება
სანამ ადგილზე არ ვნახავთ ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამთ სამწუხაროდ, ადგილზე უნდა შემოწმდეს.
ტრანსპორტირების დროს დადგით ვერტიკალურ მდგომარეობაში და დააფიქსირეთ.
სავარაუდოთ ყინულს იკეთებს და მაცივრის შიდა პლასტმასის კედლებს ბერავს.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)