სასახლე მაცივრები

(10)

დაგვიკავშირდით

591703388
13-09-2022 1 327 0

გაქირავების სერვისი

სასახლე მაცივრები მიცვალებულის დაკრძალვამდე დაუზიანებლად შესანახად საუკეთესო ალტერნატივაა. მნიშვნელობა არა აქვს, ცხედარს რამდენი დღით აყოვნებენ, სახლის პირობებში 1 კვირა, სპეციალურ დაწესებულებებში კი 1 თვითაცაა შესაძლებელი ნეშტის შენახვა.

გარდაცვლილის მაცივრები, სასურველია, ადამიანის გარდაცვალებიდან 24 საათში შეუკვეთოთ, სანამ ცხედარი დაზიანებას დაიწყებს. სპეციალური შიგთავსის წყალობით, ეს მოწყობილობა პირვანდელ, ბუნებრივ იერს შეუნარჩუნებს ნეშტს რამდენიმე დღის განმავლობაში. ამისთვის +2-4 გრადუსი ტემპერატურა სავსებით საკმარისია.

თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილის უფრო მეტი ხნით შენახვაა აუცილებელი, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. სპეციალური დაწესებულებები აღჭურვილია ისეთი კამერებით, რომლებიც შესაბამისი ტემპერატურის საშუალებით რამდენიმე კვირითაც პირველადი სახით ინახავს ცხედარს.

მიცვალებულის მაცივრები ხანგრძლივი ვადით გამოყენებისთვის საჭირო ხდება, როცა:

  • უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ადამიანის ჭირისუფლის მოსაძიებლად დრო სჭირდებათ;
  • საავადმყოფოში გარდაცვლილი ადამიანის ახლობლები სხვადასხვა მიზეზის გამო დროულად ვერ ახერხებენ მის გადასვენებას;
  • როცა ახლობლებს ეჭვი ეპარებათ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზში და ექსპერტიზას მოითხოვენ.

მსგავსი გარდაცვლილის ტექნიკა სპეციალურ დაწესებულებებშია განთავსებული და საჭირო ტემპერატურით უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით, სამი კატეგორიის მოწყობილობებია:

  1. თუ ნეშტის შენახვა ერთ კვირამდე ვადით სურთ, +2-+4 გრადუსიანი სავსებით საკმარისია;
  2. 2 კვირამდე ვადით ექსპლუატაციისთვის - -5 - +5 გრადუსიანია მიზანშეწონილი;
  3. თუ მაქსიმუმ 45 დღეა საჭირო გარდაცვლილის დასაყოვნებლად, -15-25 გრადუსიან მაცივრებს იყენებენ.

მოკლედ, მსგავსი ტექნიკა მაქსიმალურად უნარჩუნებს გარდაცვლილს ბუნებრივ სახეს. მით უფრო მოსახერხებელია ზაფხულში, როცა სიცხე სხვადასხვა პრობლემას უქმნის ნეშტს და ამიტომ იძულებულნი ხდებიან, რაც შეიძლება მალე დაკრძალონ. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ არც ყინულების ჩამატება და არც სველი ტილოს დაფარება მიცვალებულის სახეზე და არც უსიამოვნო სუნის პრობლემა გაჩნდება.

ზემოთ უკვე ნახსენები ტექნიკა მოსახერხებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ მართალია, მჭიდროდ თავდახურულია, მაგრამ შუშის თავსახურის წყალობით, ჭირისუფალს გარდაცვლილი ახლობლის დანახვის საშუალება აქვს.

მიცვალებულის ჩასასვენებელი მაცივრები სხვადასხვა ფორმის, ფერისა და მასალისაა. იმის მიხედვითაც აფასებენ, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული. ჩვენი ბიურო ამ პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ. ჩვენს საიტზე განთავსებულ კატალოგში შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მოდელი და ჩვენი თანამშრომლები ოპერატიულად მოგიტანენ ადგილზე, ასევე, გაგიწევენ ყველა სახის მომსახურებას, როგორც ჩასვენება-გადასვენებას უზრუნველყოფენ, ასევე, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნიუანსზე გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან, რათა თქვენს გარდაცვლილ ახლობელს შესაფერისი პატივი მიაგოთ.

დამკრძალავი ბიურო
MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » სასახლე მაცივრები
რათქმაუნდა გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ თქვენი მისამართი.
გააჩნია დღის რომელ მონაკვეთში შეუკვეთავთ, მინიმუმ 1 საათი და მაქსიმუმ 2 საათი დასჭირდება არსებულ მისამართზე მოტანას.
დიახ გვაქვს აღნიშნული სერვისი, უმჯობესია დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და დაწვრილებით გავიაროთ ყველა საკითხი.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)