რიტუალების სახლი

(10)

დაგვიკავშირდით

595703388
13-09-2022 1 278 0

კომფორტული და ხელმისაწვდომი სივრცე

რიტუალების სახლი დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებაში ეხმარება ადამიანს. დაგვეთანხმებით, წარმოუდგენლად რთულია, ჭირისუფალს, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა, დაკრძალვისთვის აუცილებელი პროცედურების სრულყოფილად შესრულება მოსთხოვო. არადა, ეს პროცესი უამრავი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. მართალია, ზოგი ადამიანი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც ინარჩუნებს კონცენტრაციის უნარს და თავს ართმევს საჭირო საკითხების მოგვარებას, თუმცა უმეტესობას უბედურება ისე ურევს გონებას, რომ სხვისი დახმარების გარეშე უჭირს რაიმეს გაკეთება.

ნათქვამია, მეგობრობა ჭირში გამოიცდებაო, მაგრამ ეს ანდაზა ამ შემთხვევაში გაუმართლებელია - ყველა ადამიანი ვერ ერკვევა ხსენებული ცერემონიისთვის აუცილებელ დეტალებში ან სულაც სამსახურის თუ ოჯახური მდგომარეობის გამო არ შეუძლია მთელი დღე წინ და უკან სირბილი - არადა, მიცვალებულის გაპატიოსნებისა და მისი უკანასკნელ გზაზე გაცილების ცერემონია კარგად ორგანიზების უნარსა და სხვადასხვა მისამართზე სირბილს მოითხოვს. ამიტომ ვერ დაემდურები ვერავის. ამ დროს ისიც უმნიშვნელოვანესია, როცა მეგობარი მარტოს არ გტოვებს და შენს მწუხარებას იზიარებს.

რა სჭირდება ჭირისუფალს დაკრძალვის ცერემონიისთვის?

  • ჩასასვენებელი მიცვალებულისთვის;
  • მისი გაპატიოსნება;
  • საეკლესიო ატრიბუტიკა;
  • სუდარა;
  • დარბაზის მოძიება;
  • ნეშტის ტრანსპორტირება სასაფლაომდე;
  • საფლავის მოძიება-მოპირკეთება.

ჩვენი რიტუალების სახლი თქვენ მიერ ზარის განხორციელებისთანავე, ოპერატიულად გამოცხადდება მითითებულ მისამართზე და სხვადასხვა ნიუანსზე ჭირისუფალთან კონსულტაციის შემდეგ დაუყოვნებლივ გაუწევს ორგანიზებას დაკრძალვისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი მომსახურება ჩვენთან ერთ სივრცეში ხდება და დამატებითი ატრიბუტიკისა თუ პროცედურისთვის სხვაგან არ მოგიწევთ წასვლა.

ერთი სიტყვით, თუ თქვენს ოჯახში უბედურების ზარმა ჩამოჰკრა, ორგანიზაციული მხარის მოგვარება ჩვენ მოგვანდეთ. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ

  1. გარდაცვლილი პრეზენტაბელური იერით გაემგზავროს იმქვეყნად;
  2. ყველა საჭირო ატრიბუტს ადგილზე მოგიტანთ;
  3. მოვათავსებთ თქვენ მიერ შერჩეულ ჩასასვენებელში, რომელთა ფართო არჩევანი გვაქვს;
  4. ვიზრუნებთ მის ტრანსპორტირებაზე უკანასკნელ გზაზე;
  5. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ვიზრუნებთ სასაფლაოზე მიწის დაჯავშნაზე;
  6. საფლავის მოპირკეთებაზე.

სარიტუალო სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენთან დარეკვით მომხმარებელი არასდროს რჩება იმედგაცრუებული.

უფრო მეტიც, რეკომენდაციას გვიწევენ ახლობლებთან მადლიერი ადამიანები, რაც ჩვენს პოპულარობას და საიმედოობის ხარისხს ზრდის.

ჩვენ გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში ბევრს არ ულხინს და ოჯახებს საშუალება არა აქვთ, იმ წარმოუდგენელი ხარჯებისთვის მოიძიონ თანხები, რაც დაკრძალვის ცერემონიისთვისაა საჭირო. ამიტომ გულისხმიერებით ვეკიდებით ისედაც დამწუხრებული ადამიანების გასაჭირს და მაქსიმალურად შეღავათიან ფასებს ვთავაზობთ; თუმცა, გვაქვს ელიტური, ვიპ-პერსონებისთვის გათვალისწინებული მომსახურების პაკეტიც.

ჩვენ ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გამართული ავტომობილები და პროფესიონალი მძღოლები მშვიდად და უპრობლემოდ უზრუნველყოფენ პროცესიის მსვლელობას.

ერთი სიტყვით, შეგიძლიათ თამამად გვენდოთ და დაკრძალვის ცერემონიისთვის საჭირო ყველა ეტაპზე მიიღოთ ჩვენი პროფესიონალური დახმარება. თქვენს ზარებს ჩვენი ოპერატორი დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში უპასუხებს, გაგიწევთ კონსულტაციას და სურვილის შემთხვევაში ოპერატიულად მოვლენ მისამართზე.


დამკრძალავი ბიურო
MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » რიტუალების სახლი
გამარჯობათ. ჩვენი ძირითადი მომსახურების არიალი თბილისია მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში თითქმის ყველა რაიონში გვიწევს მომსახურების გაწევა.
ჩვენს ბიუროში არის პანაშვიდების ჩასატარებლად გამოყოფილი რამოდენიმე იზოლირებული სივრცე, ჩვენთან თქვენ შეძლებთ სრულფასოვანი სერვისი მიღებას. გვაქვს გადმოსვენების სერვისიც რათქმაუნდა.
გაგიმარჯოთ. მომსახურებაში გვაქვს სასახლის ჩასასვენებელი გიდრავლიკური ლიფტი.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)