ჩასასვენებელი სასახლე
დაგვიკავშირდით
595703388ჩასასვენებელი სასახლე
ჩასასვენებელი სასახლე გაგიკვირდებათ და დღეს არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენება, ხელოვნების ნიმუშიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამის დასტურია მსოფლიოს არაერთ მუზეუმსა თუ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები.
ზოგადად, უცხოელებს სჩვევიათ, ყველაფერში ექსტრაორდინარული შტრიხების შეტანა და განსაკუთრებული აღქმა. არცთუ იშვიათად მსგავსი მიდგომა სრულ აბსურდამდეც მიდის ხოლმე. თუმცა, რაც შეეხება მათდამი მსგავს დამოკიდებულებას, გარკვეულწილად, იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად შეიცვალა ადამიანების აღქმა სიკვდილის მიმართ, როგორც გარდაუვალი, შიშისმომგვრელი ფაქტის.
ამგვარად, სასახლე ერთგვარი მოდის ინსპირაცია გახდა. საფუძველი კი განაში ჩაეყარა. დღეს იქ ათზე მეტი სახელოსნო ფუნქციონირებს, რომლებიც ორიგინალურ მოდელებს ამზადებენ არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მსურველებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან. ფასი კი 400-600 დოლარია. ვიღაცისთვის ძალიანაც მისაღები ფასია, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს მთელი წლის ხელფასია. მიუხედავად ამისა, განელები არაფერს იშურებენ, რომ ახლობელი ადამიანი ღირსეულად გააცილონ უკანასკნელ გზაზე.
განელებს არც ის აბრკოლებთ, რომ თითოეული სასახლის დასამზადებლად ოსტატებს რამდენიმე კვირა სჭირდებათ. მიცვალებულიც მშვიდად ელოდება თავის უკანასკნელ ტრანსპორტს.
მოდელს კი იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რას წარმოადგენდა ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრებისას - რა პროფესიის იყო, რა მავნე თუ დადებითი ჩვევები ჰქონდა.
ჩამოვთვალოთ:
- სპორტსმენს - ბოტასის;
- ლოთს - ალკოჰოლური სასმლის;
- მწეველს - სიგარეტის;
- მეთევზეს თუ თევზის მოყვარულს - თევზის ფორმის სასახლე.
ზოგიერთს ისეთი უცნაური ფორმა აქვს, რომ შეუძლებელია მასში ცხედარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოათავსო. ამიტომაც, როგორც ხერხდება, ისე ათავსებენ. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაზე ხშირად ლოკოკინის, ტაძრის, ანანასის, ძროხის ფორმისაა სასახლეა პოპულარული.
ზოგადად, განელებს განსხვავებული მენტალიტეტი და წეს-ჩვეულებები აქვთ. თუ ჩვენ ახლობლის გარდაცვალებას გლოვითა და ღრმა მწუხარებით ვხვდებით, მათთვის პირიქით, დაკრძალვის ცერემონია საზეიმო ვითარებაში მიმდინარეობს. განელებს სჯერათ, რომ სული ეხმარება თავის ოჯახს. ამიტომ საჭიროა მისი გულის მოგება.
გარდა იმისა, რომ ცდილობენ, ყველასგან განსხვავებულ სასახლეში ჩაასვენონ, დაკრძალვის ცერემონიისთვისაც საგანგებოდ ემზადებიან:
- იკერავენ სპეციალურ ტანსაცმელს;
- ქალაქს თუ უბანს ბანერებით რთავენ;
- იწვევენ სტუმრებს სხვადასხვა ქალაქიდან;
- ქირაობენ ორკესტრს და ცეკვა-სიმღერით აცილებენ.
ყველაზე თვალსასეირო კი სასახლით ხელში ცეკვის პროცესია.
სასახლეებთან დაკავშირებით მსოფლიოში, კერძოდ, ესპანეთში, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ფიქსირდება: ყოველწლიური კუბოების ფესტივალი, რომელიც ივლისის ბოლოს იმართება. ქუჩაში მოასვენებენ სასახლეებში ჩაწოლილ ადამიანებს, მაგრამ ეს ადამიანები ცოცხლები არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილთა ფესტივალი. მონაწილეები ამით გამოხატავენ, რომ სიკვდილს რეალურად უკვე ჩახედეს თვალებში - ზოგი მძიმე ავარიის შედეგად ხანგრძლივი დროით კომაში იყო, ვიღაც უმძიმესი დაავადების შემდეგ დაუძვრა ხელიდან სიკვდილს, ანუ ერთხელ უკვე გამოსცადეს სიკვდილი.
ფესტივალი წმინდა მარტას სახელობისაა, იმ ლაზარეს დის, რომელიც იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა. მონაწილეები სწორედ ამ აღდგომის მფარველი წმინდანის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, რომელმაც მეორე შანსი მისცათ ამქვეყნიური ცხოვრებისა.
ეს ერთადერთი ფესტივალი არაა სასახლეებთან დაკავშირებით. კოლორადო-სპრინგსში ასევე ყოველწლიურად იმართება ემა კროუფორდის სახელობის ფესტივალი - სასახლით რბოლა. მისი ისტორია ასეთია: ეს ახალგაზრდა ქალბატონი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა ტუბერკულოზით მე-19 საუკუნის მიწურულს. გულმოკლულმა საქმრომ იგი იქვე, წითელი მთის წვერზე დაკრძალა, თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას რკინიგზის გაყვანის გამო სამხრეთ ფერდობზე გადაასვენეს. მალევე, შტორმის შედეგად მოვარდნილი წყლის გამო მისი საფლავი მოირღვა და მთიდან ქალაქში დაეშვა ვერცხლისფირფიტიანი საფლავი, სადაც ორმა ბიჭუნამ აღმოაჩინა.
ამ შემთხვევიდან ათწლეულების შემდეგ გაჩნდა ტრადიცია, მოეწყოთ შეჯიბრებები, ვინ უფრო მალე დააბრუნებდა ემას სასახლეს თავის ადგილას.
ფესტივალი ოქტომბრის ბოლოს იმართება. გუნდები 5 ადამიანისგან შედგება: 4 მორბენლისა და ერთი მიცვალებულისგან. ფინიში მთის ძირიდან 178 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამარჯვებულად ის გუნდი სახელდება, რომელიც უფრო სწრაფად გაართმევს დავალებას თავს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შემზარავი სანახაობაა, მონაწილეებიც და ტურისტებიც კარგად ერთობიან.
სასახლე სხვადასხვა ხარისხის, ფორმისა თუ დიზაინის შეიძლება იყოს, ჩვენი სააგენტო კი ნებისმიერი მოდელის შეძენის საშუალებას აძლევს მსურველს. დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან დაკრძალვის ცერემონიისთვის საჭირო მომსახურების სრული პაკეტი.
Keywords: chasasvenebeli sasaxle
დამკრძალავი ბიურო