სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი

(10)

დაგვიკავშირდით

591703388
13-09-2022 401 0

გიდრავლიკური მექანიზმი

სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი ( hidravlikuri lifti ) - ეს გახლავთ სამარეზე დასამონტაჟებელი პლატფორმა, რომელიც კუბოს მიწაში უპრობლემოდ, თანაბრად და მსუბუქად ჩაშვებას უზრუნველყოფს.

როგორც მოგეხსენებათ, საუკუნეების განმავლობაში გარდაცვლილის კუბოს საფლავში ჩაშვება თოკების საშუალებით ხდებოდა. ამ პროცესს არცთუ იშვიათად არაერთი კაზუსი ახლდა ხოლმე თან. წარმოიდგინეთ, ჭირისუფლისთვის ისედაც მძიმე სიტუაცია, რომელიც ახლობელ ადამიანთან გამოთხოვებითაა განპირობებული, შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ დასაფლავების პროცესის დროს რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ამ უნებლიე შეცდომებს კი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს:

  • კუბოს გაბარიტები და წონა;
  • არამყარი თოკები;
  • ამინდი;
  • მოუხერხებელი, არასინქრონულად მოქმედი მესაფლავეები.

ბევრ ჩვენგანს ახსოვს, რამხელა რეზონანსი გამოიწვია სსრკ-ის მეთაურის, ბრეჟნევის დაკრძალვის ცერემონიამ. სანამ ამ ცერემონიის კომისიის წევრები იმაზე იმტვრევდნენ თავს, თავიანთი ლიდერის მრავალრიცხოვანი ჯილდოების (100-ზე მეტი მედლით იწონებდა ყოველთვის თავს ბრეჟნევი) გამოსაფენად რამდენი ბალიში გამოეყენებინათ, მხედველობიდან გამორჩათ ნეშტის მიწაში ჩასვენების პროცესის სრულყოფილად ორგანიზება.

შედეგად, მილიონობით მაყურებლის თვალწინ, რომლებიც ტელეეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს დიადი მეთაურის დაკრძალვას, კუბო ყურისწამღები გრუხუნით ჩავარდა სამარეში.

არ გახმაურებულა, სინამდვილეში რა მიზეზით მოხდა ეს კაზუსი - მესაფლავეების დაუდევრობით თუ დამპალი თოკების წყალობით, მაგრამ ყველანაირად რომ ცდილობდნენ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ამ ფაქტის მიჩქმალვას, ხალხმა კი განმაცვიფრებელი შემთხვევა ძირეული გარდაქმნების მაუწყებლად ჩათვალა, ეს კარგად გვახსოვს.

არადა, კუბოს ჩასასვენებელი ლიფტი ( gardacvlilis chasasvenebeli lifti ) რომ ჰქონოდათ, ეს სამარცხვინო ფაქტი საბჭოთა ისტორიის ფურცლებს არ გააწითლებდა.

რიტუალური ლიფტის სახეობები

მიცვალებულის ჩასასვენებელი ლიფტი ( gidravlikuri lifti ), როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის მოწყობილობა, რომელიც ლიფტის პრინციპით მუშაობს და ზევით-ქვევით მოძრაობას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ძირითადი დეტალი გააჩნია. მისი ტრანსპორტირება და მონტაჟი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას და დაკრძალვის პროცესს მარტივად და უხმაუროდ წარმართავს. მას არ უქმნის დაბრკოლებას არც ამინდი და არც კუბოს გაბარიტები.

ლიფტების კონსტრუქცია შეიძლება იყოს მექანიკური ან ელექტრონული; ასევე, არსებობს ჰიდრავლიკური ლიფტი ( micvalebulis chasasvenebeli lifti ).

მექანიკური გარდაცვლილის ჩასასვენებელი ლიფტი ( kubos chasasvenebeli lifti ) პირვანდელი გამოგონებაა. იგი ხელით იმართება, თუმცა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, ერთი ადამიანი სავსებით საკმარისია ბორბლის დასატრიალებლად, რითაც მექანიზმი მოძრაობაში მოჰყავს - მილებზე დახვეულ ქამრებს ნელ-ნელა უშვებს, რაც თავის მხრივ, კუბოს აკურატულად ჩაშვებას უზრუნველყოფს. ამ მოწყობილობის ქირაობა შედარებით იაფი ჯდება და ამიტომ უფრო მოთხოვნადია საზოგადოებაში.

გაცილებით დახვეწილი და ეფექტურია ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკუმულატორზე მუშაობს და დისტანიურად იმართება პულტის მეშვეობით. შესაძლებელია კუბოს მიწაში ჩაშვების სიჩქარის რეგულირება ჭირისუფლის სურვილის მიხედვით. პროცესი უხმაუროდ, სწრაფად და მარტივად სრულდება.

ცალკე აღსანიშნავია გიდრავლიკური ლიფტი ( sasaxlis chasasvenebeli lifti ), რომლის მართვა ოპერატორის მიერ ბერკეტით ან სპეციალური პედლით ხდება. იგი აკონტროლებს კუბოს მიწაში ჩაშვების სიჩქარეს. თუმცა ასეთი მოწყობილობა მაინცდამაინც დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს.

მოკლედ, მსგავსი მოწყობილობა იმის გარანტიაა, რომ დაკრძალვის ცერემონია ყოველგვარი ექსცესის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩაივლის. ცერემონიის ორგანიზებაში კი ჩვენი ბიურო დაგეხმარებათ. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები კონსტრუქციას თავად მიიტანენ საფლავთან და დაამონტაჟებენ ყველა არსებული ფაქტორის გათვალისწინებით.

ჩვენი მომსახურება გათვლილია ყველა სეგმენტზე - როგორც დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, ისე ვიპპერსონებზე. ჩვენ დაგეხმარებით როგორც მოკრძალებული, ისე პომპეზური ცერემონიის ორგანიზებაში.

ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში და კარგად ვიცით ყველა კატეგორიის ჭირისუფლის მოთხოვნები თუ შესაძლებლობები. პროფესიონალური და გულისხმიერი მიდგომა საქმისადმი ნდობას აღძრავს ჩვენი თანამშრომლების მიმართ და ამიტომ გვიწევენ რეკომენდაციას მადლიერი ადამიანები.

დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე. ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება თქვენს ზარზე და დაგეხმაროთ დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებაში.


MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი
ის გიდრავლიკური მექანიზმია რომლის საშუალებითაც ხდება სასახლის საფლავში ჩასვენება.
რათქმაუნდა, თქვენ შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ აღნიშნული სერვისი.
გამარჯობათ. ჩვენ ვართ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსთან, იხილეთ გუგლის რუკა.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)