კატაფალკი
დაგვიკავშირდით
591703388დაიქირავეთ კომფორტული და მოწესრიგებული
კატაფალკი ნეშტის გადასასვენებელი სატრანსპორტო საშუალებაა. დღესდღეობით სპეციალური აღჭურვილობით გამორჩეული ავტომობილები ასრულებს ამ მოვალეობას, თუმცა უწინ ამ დანიშნულებით სხვადასხვა სახის საზიდარი გამოიყენებოდა, იქნებოდა ეს ხარებშებმული მარხილი თუ ცხენებშებმული ეტლი.
თუმცა, კიდევ უფრო დიდი ხნის წინ საკაცეები თუ ტახტრევნები, რომლებზეც მიცვალებული ესვენა, ხელით მიჰქონდათ უკანასკნელ ნავსაყუდლამდე. ცნობილია, რომ განსვენებულის სტატუსისა თუ სიმდიდრის ხარისხის მიხედვით, ხსენებული საკაცეები ძალიან ძვირფასად იყო გაფორმებული. ხოლო, როცა ბორბლებიანი ტრანსპორტი გამოჩნდა საზიდრების სახით, კიდევ უფრო მასშტაბური გახდა გასვენების ცერემონია.
ამგვარად, კატაფალკის მომსახურება მდიდართა ამა ქვეყნისათათვის ერთგვარად სტატუსისა და ფინანსური შესაძლებლობის დემონსტრირების საშუალება იყო. მაგალითად, ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელის დაკრძალვისას ძალიან ბევრი ტალანტი (ფულის ერთეული) დახარჯეს შესაფერისი კატაფალკის მოსაწყობად. ოქრო, ძვირფასი თვლები, განსაკუთრებული ფორმის და სიმბოლური დატვირთვის მქონე სტატუეტები სახედრებიც კი, რომლებსაც ძვირფასი ნეშტით დატვირთული საზიდარი მიჰქონდათ, საგანგებოდ იყვნენ მორთულნი.
დღეს კატაფალკის მომსახურეობა ასოცირდება შავ, წაგრძელებულსაბარგულიან და თავზე ჯვარდადგმულ მანქანასთან. მისი პროტოტიპი მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში გაჩნდა. შემდეგ, მოთხოვნის გაზრდის პროპორციულად, ავტოგიგანტებმა Cadillac-მა, Dodge-მ, Rolls-Royce-მა, Daimler-მა, Mercedes-მა რიტუალური მანქანების წარმოებაც დაიწყეს.
რასაკვირველია, გარდაცვლილისა თუ მისი ჭირისუფლების სოციალური სტატუსი ამ რიტუალურ სფეროშიც ვლინდება და მავანნი განსაკუთრებულ ატრიბუტიკას მოითხოვენ დაკრძალვის ცერემონიისთვის. ამ მიზნით სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიის მიერ არაერთი გამორჩეული მოდელი შექმნილა.
კატაფალკი-ტაძარი
1935 წელს ჩინეთის იმპერატორის ოჯახმა ამერიკულ სატრანსპორტო კომპანია ფორდს მიმართეს და მოითხოვეს, იმპერატორის ნეშტის გასასვენებლად ბუდისტური ტაძრის ფორმის ტრანსპორტი დაემზადებინათ. ეს გახლავთ მოცულობითი სატვირთო ავტომობილი, Ford AA-ს ბაზაზე დამზადებული.
იაპონიამაც ტოლი არ დაუდო ჩინეთს და რელიგიური სალოცავის ფორმის კატაფალკები ნამდვილ სანახაობად იქცა დაკრძალვის ცერემონიისას.
კატაფალკი-ტანკი
მსგავსი კატაფალკის დაქირავება, ალბათ, მიხვდით, სამხედრო წოდების მქონე პირებისთვისაა დამახასიათებელი. იმის დემონსტრირებისთვის, თუ რას წარმოადგენდა გარდაცვლილი ამქვეყნად და მისთვის შესაფერისი პატივის მისაგებად, საუკეთესო საშუალებაა ასეთი ორიგინალური ტრანსპორტით გასვენება.
ჯავშანტრანსპორტიორის ზედა ნაწილის ნახევარი შუშისაა, საიდანაც კარგად ჩანს ყვავილებით შემკული სასახლე.
ასეთი კატაფალკის ქირაობა და პომპეზური უკანასკნელი გასეირნება არა მხოლოდ სამხედრო ჩინის მფლობელს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საკმაოდ ძვირი დაუჯდება, დაახლოებით 1500-2000 ფუნტი სტერლინგი.
კატაფალკი-ბაიკერი
მოგეხსენებათ, ბაიკერობა ხიფათითაა სავსე და საკმაოდ ხშირად მთავრდება მათი გასეირნება ტრაგედიით. თუმცა ნამდვილ ბაიკერს მოტოს გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამიტომ მოტოციკლზე მიბმული სატვირთო ძვირფასი ნეშტით - უკანასკნელი საოცნებო გასეირნებაა იმქვეყნიურ გზაზე.
თუ კატაფალკის სერვისი გსურთ, დაუკავშირდით ჩვენს სააგენტოს. ჩვენს ფარეხში არაერთი მოდელი დგას, რომლების ქირაობაც ნებისმიერი სოციალური ფენის თუ ფინანსური შესაძლებლობის მქონე ჭირისუფალს შეეძლება.
ჩვენი კატაფალკის გაქირავება არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ხდება. რეგიონში გადასვენება ან პირიქით, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები მზად არიან, ოპერატიულად და გულისხმიერად დაუდგნენ გვერდით დამწუხრებულ ადამიანებს.
Keywords: katafalki