ჩასასვენებელი სასახლეები

(9.5)

დაგვიკავშირდით

595703388
10-09-2022 868 0

ხარისხიანი სასახლეები თბილისში

გარდაცვლილის ჩასასვენებელი სასახლეები არაერთი მახასიათებლით განსხვავდება ერთმანეთისგან: ფორმით, ხარისხით, ფერით დაკრძალვის ამ აუცილებელი ატრიბუტის დამზადების მთელი ინდუსტრია არსებობს დღეს მსოფლიოში და მწარმოებლები გვთავაზობენ როგორც ელიტარულ, ექსკლუზიურ, ისე ბიუჯეტურ, ყველასთვის ხელმისაწვდომ მოდელებს.

მიცვალებულის ჩასასვენებელი სასახლეები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ გაჩნდა, თავდაპირველად, მარტივი, დაუმუშავებელი ხის კონსტრუქციის სახით. დროთა განმავლობაში დაიწყეს მისი დიზაინის დახვეწა;

  • ღებავდნენ;
  • ფორმას უცვლიდნენ;
  • ქსოვილით აფორმებდნენ.

თანდათან ჩნდებოდა მათზე ოქროსა თუ სხვა ძვირფასი ლითონის დანამატები: ჯვრების, ანგელოზებისა თუ ქერუბიმების გამოსახულებები

გარდა ამისა, განსხვავებული ფორმები მიიღო კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა სასახლეებმა. თუ პირველი მათგანი ექვსწახნაგაა, თავისა და ფეხების მხარეს ვიწრო, ხოლო მხრების გასწვრივ - განიერი, მართლმადიდებლური უფრო ტრაპეციის ფორმისაა - თავის მხარეს შედარებით განიერი, რომელიც თანდათან ვიწროვდება.

დღეს უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანას აქვს თავისი ნიშა ამ ინდუსტრიაში, რომელთა წარმომადგენლები მაღალი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის სასახლეებზე იღებენ შეკვეთებს. მათგან კი გამოირჩევა შემდეგი კომპანიები:

Kane Kwei Carpentry Workshop

ეს ფირმა განაში მდებარეობს და ცნობილია ორიგინალური მოდელებით. სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის, ავტომობილ-თვითმფრინავის, ჩაქუჩისა თუ ბოტასის ფორმის სასახლეები მიანიშნებს მასში ჩასვენებული მიცვალებულის ამქვეყნიური ცხოვრების წესზე, პროფესიასა თუ მიდრეკილებებზე. ერთი სიტყვით, არსობრივად გამოხატავს იმ ადამიანის პიროვნებას სიცოცხლის პერიოდში.

ამ სასახლეების ფასი 600 დოლარამდეა, გააჩნია, რა სირთულის იქნება სამუშაო. თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი - მის დამზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ამიტომ ან წინასწარ უნდა შეუკვეთოთ, ან გარდაცვლილი სპეციალურ მაცივარში უნდა დააყოვნოთ.

Natural Endings-ის ლიანებისგან დაწნული სასახლეები

ინგლისელები პალმის გრძელი ღეროებისგან ქმნიან მოდელებს. მიზანი გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაა, ვინაიდან ეს ბიომასალა მიწაში ადვილად შეითვისება. ეს დაწნული სასახლეები შეიძლება იყოს როგორც ტრადიციული ფორმის, ისე ოვალური და კალათასავით მრგვალი.

მსგავსი სასახლეების გამოწერა 650 დოლარამდე უჯდება მსურველს. საჭიროა მხოლოდ გარდაცვლილის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Crazy Coffins

ეს ინგლისური ფირმა მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს. იმდენად კრეატიული ნამუშევრები აქვთ, რომ გიჟურ სასახლეებსაც კი უწოდებენ.

ამ ფირმის ადამიანის ჩასასვენებელი სასახლეები პირველად თვითმფრინავის ფორმის დამზადდა, რომელიც ერთმა ქალბატონმა შეუკვეთა. მას შემდეგ ნებისმიერ ფანტაზიას უსრულებენ კლიენტებს, მათ შორის, პოტენციურ მიცვალებულებს, რომლებიც წინასწარ იჭერენ თადარიგს მარადიული განსასვენებლის შესაქმნელად. ფასი კი მოდელის სირთულის მიხედვით განისაზღვრება.

Capsula Mundi-ს კვერცხები

ამ იტალიური ფირმის დიზაინერები განსხვავებულად უყურებენ გარდაცვალების ფაქტს. მათთვის მიწაში ჩასვენებული ცხედარი უბრალოდ სიცოცხლის დასასრული კი არაა, არამედ ახალი სიცოცხლის საწყისი. მათ გამოიგონეს ასეთი მეთოდი: ცხედარს კვერცხის ფორმის ბიოკაფსულაში ათავსებენ ემბრიონის პოზაში, როგორც მოევლინა სამყაროს. მიწაში ჩამარხვის შემდეგ კი მასზე რგავენ ხეს. შედეგად, საფლავების რიგის ნაცვლად, ასეთ სასაფლაოზე ბაღნარი იწონებს თავს.

ერთი სიტყვით, ადამიანი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს, ამჯერად მცენარის სახით. სიცოცხლე გრძელდება - ერთი კვდება, მეორე იბადება.

მსგავსი ბიოკაფსულების შეძენა არცთუ იაფი ჯდება, დაახლოებით 4000 დოლარამდე.

Pause Ljud Bild

ეს შვედური კომპანია მუსიკალურ სასახლეებს აწარმოებს. შესაბამისად, ძირითადად, განკუთვნილია მუსიკოსებისა და მელომანებისთვის. არავინ იცის, ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ მიცვალებულს ესმის თუ არა რამე, მაგრამ ზოგ ჭირისუფალს სჯერა ამის და მზადაა, მიწის ქვეშაც მოუწყოს კომფორტი საყვარელ ადამიანს.

სასახლეში ჩამონტაჟებული სადენები ინტერნეტთანაა დაკავშირებული და ახლობლებს შეუძლიათ სურვილისამებრ ცვალონ ფლეილისტი.

ამ ფირმის შეძენა დიდი ფუფუნებაა - 20 000 ევროზე მეტი დაგიჯდებათ.

Batesville

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სასახლე პოპის მეფე მაიკლ ჯექსონს ეკუთვნის, რომელის 14-კარატიანი ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა გაფორმებული. ხსენებული სასახლე სწორედ ამერიკული კომპანია Batesville-ის მიერაა დამზადებული.

ეს რაც შეეხება ყველაზე მდიდრულ და ორიგინალურ მოდელებს, რომლებიც საშუალოსტატისტიკური მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია. ამ უკანასკნელთ ჩვენი ბიურო სთავაზობს სრულფასოვან სერვისს. ჩვენთან შეიძენთ როგორც ელიტურ, ისე ბიუჯეტურ მოდელებს. არჩევანი რომ მრავალფეროვანი გვაქვს, ამაში ჩვენი კატალოგის დათვალიერებისას დარწმუნდებით. დაგვიკავშირდით და ჩვენი კონსულტანტები გაგიწევენ რეკომენდაციას თქვენთვის მისაღებ მოდელებზე.


MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » ჩასასვენებელი სასახლეები
გაგიმარჯოთ. რათქმაუნდა შესაძლებელია, აარჩიეთ სასურველი მოდელი და შემდგომ დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
რათქმაუნდა შესაძლებელია.
რასაც საიტზე ხედავთ აბსოლიტურად ყველა მოდელი ადგილზე გვაქვს გამზადებული.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

9.3
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
9.3
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
9.7
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
9.7
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 9.5 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)