კუბოს დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

591703388
10-09-2022 1 603 0

ხის კუბო

სერვისი კუბოს დამზადება შეკვეთით ძირითადად, ელიტარულ წრეებში სარგებლობს მოთხოვნით, რადგან მავანთათვის პრესტიჟის ამბავია, ახლობელი ადამიანი ძვირადღირებული ჩასასვენებლით გააცილოს უკანასკნელ გზაზე. ძვირადღირებული კუბო კი მაღალი ხარისხის მასალითაა დამზადებული, სურვილისამებრ, გამოყენებულია ძვირადღირებული ლითონი, თვლები თუ ქსოვილი; ასევე, ფორმაც განსხვავებული აქვს. ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირი ჯდება.

მართალია, გარდაცვლილისთვის უკვე სულერთია, რითი გააცილებენ უკანასკნელ გზაზე, მაგრამ ჭირისუფლის დამოკიდებულება, ბოლომდე გულწრფელად მოიხადოს საყვარელი ადამიანის წინაშე ამქვეყნიური ვალი, დასაფასებელია.

რითი გამოირჩევა ძვირად ღირებული კუბო

საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ერთი შეხედვით გაუგებარია, რით გამოირჩევა ერთი მათგანი მეორისგან, ფერისა და ფორმის გარდა. მით უმეტეს, ეს ნივთი მრავალჯერადი გამოყენების არაა და იმის საფრთხე არ არსებობს, რომ უდროო დროს დაზიანდება.

ელიტარული კუბოები ძვირადღირებული ხის მასალისგან მზადდება, როგორებიცაა მუხა, კაკალი, ბალი და ა.შ. თანაც, ნაკეთობა ერთიანია, დაუნაწევრებელი და არა ფიცრებისგან შეკრული. მას გარედან ლაქს უსვამენ, რომ თვალსაჩინო გახდეს ნაკეთობის უნიკალურობა და მდიდრული იერი.

მსგავს მოდელებს შიგნიდანაც ძვირადღირებული ქსოვილით აფორმებენ, როგორებიცაა აბრეშუმი, ატლასი თუ ხავერდი, კომპლექტის სახით კი ბალიშ-გადასაფარებელიც მოჰყვება.

მათი ფერი თუ ზედ გამოსახული სიმბოლოები გარდაცვლილის რელიგიური მრწამსის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. მაგალითად, ქრისტიანების გადასაფარებელზე ჯვარია ხოლმე გამოსახული.

ელიტური კუბოების აწყობა ასევე ითვალისწინებს განსხვავებული მექანიზმების დამონტაჟებას. სურვილის შემთხვევაში, სახურავი შეიძლება მთლიანად იხდებოდეს ან ცალ მხარეს იყოს დამაგრებული და ზარდახშასავით იღებოდეს. დღეს ძალიან პოპულარულია ორმაგსახურავიანი კუბოები - ცხედრის ქვედა ნაწილისკენ დახურულია, ზედა, თავის მხარეს კი - ახდილი, რათა ჭირისუფალს უკანასკნელად შეეძლოს მისი დანახვა და მასთან გამოთხოვება.

როდესაც კუბოს შეკვეთა ხდება, ჭირისუფალი თავად ირჩევს, როგორ გაფორმდეს იგი. დამატებითი აქსესუარები კუბოს უფრო მდიდრულს ხდის, მაგალითად, ლითონის სახელურები, რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს - კუბოს წაღება და მიწაში ჩასვენება უფრო მარტივი ხდება. საკმაოდ შეძლებული ადამიანები არ ერიდებიან ოქროთი მოვარაყებული აქსესუარებით თუ ძვირადღირებული თვლებით მის გამდიდრებას. ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუბოზე ჯვრის თუ ანგელოზების გამოსახვა.

ელიტარული კუბოს გაკეთება უმეტესად, ექსკლუზიურად ხდება. ოსტატები სკრუპულოზურად მუშაობენ და მას თითოეული დეტალის დახვეწილობა გამოარჩევს.

რა მასალისგან მზადდება შედარებით ბიუჯეტური კუბოები

თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები კუბოს არა მდიდრულობის, არამედ ბიო-ეკოლოგიურობის თვალსაზრისით არჩევენ, რათა გარემო არ დააბინძურონ და იმ მასალას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მიწაში ადვილად გაიწოვება. შესაბამისად, კუბოები მზადდება:

  • მუყაოსგან
  • ლიანებისგან
  • ყოველგვარი ლითონის დანამატის გარეშე

ასევე, არსებობს თუთიის კუბოები, რომლებიც დიდ მანძილზე და დასახიჩრებული გვამის ტრანსპორტირებისთვის არის გათვალისწინებული.

თუ კუბოს ყიდვა გინდათ, მაგრამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მიუხედავად უდიდესი სურვილისა, ძვირად ღირებულის შეძენის საშუალებას არ გაძლევთ, გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენთან შედარებით ბიუჯეტური, სხვადასხვა ფორმის, ფერისა თუ მასალის კუბოების ფართო არჩევანია. დაათვალიერეთ ჩვენს საიტზე წარმოდგენილი კატალოგი და ამაში თავად დარწმუნდებით. იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი პროდუქცია, რომ არჩევანის გაკეთება შეიძლება გაგიჭირდეთ. თუმცა ჩვენი გულისხმიერი თანამშრომლები კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და თქვენთვის შესაფერის მოდელს შეგარჩევინებენ.

დამკრძალავი ბიურო
MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » კუბოს დამზადება
გამარჯობათ. გვაქვს უკვე გამზადებული ამერიკული სტილის რამოდენიმე მოდელის სასახლე.
ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსთან. იხელმძღვანელეთ მითითებული გუგლის რუკით.
გაგიმარჯოთ. სასახლეებს ვამზადებთ შეკვეთიდან 2-3 დღეში.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)