საშხაპეების შეკეთება

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
27-01-2023 388 0

შეაკეთებინეთ მცოდნეს

მწყობრიდან გამოსული საშხაპეების შეკეთება არცთუ იშვიათად სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის მდგომარეობას, რომელსაც არა აქვს საშუალება, ძველი კონსტრუქცია ახლით შეცვალოს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში.

მოგეხსენებათ, მუდმივი ამ სამყაროში არაფერია, დროთა განმავლობაში ყველაფერი ფუჭდება, რაც უნდა კარგად უვლიდეთ მას. თუმცა, როდესაც მოწყობილობა დაუდევარი ხელოსნის მიერ არის დამონტაჟებული, ის მწყობრიდან გაცილებით მალე გამოდის.

ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ კლიენტებს, როგორ უნდა მოუარონ საშხაპეებს, რა წესები უნდა დაიცვან, რომ მისი ექსპლუატაციის ვადა გაახანგრძლივონ.

დელიკატური ელემენტები

როგორც წესი, ყველაზე ფაქიზი მოპყრობა სჭირდება საშხაპის კარებს თუ შუშის კედლებს. დაბალი ხარისხის გამო, უხეში ზემოქმედების თუ სხვადასხვა მიზეზის შედეგად ისინი შეიძლება გაიბზაროს ან ჰერმეტულობა დაკარგოს. ამ შემთხვევაში მოგიწევთ მათი გამოცვლა. ამის შემდგომში თავიდან ასარიდებლად კი შეგვიძლია შემოგთავაზოთ დარტყმამედეგი ფირები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ჩაქუჩის დარტყმასაც კი უძლებს.

თუმცა, თუ მხოლოდ კარის გასაწევი კონსტრუქცია გიქმნით დისკომფორტს, რომელიც უწინდელივით სრიალით არ იღება-იხურება და მალ-მალე იჭედება, ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია, ჩვენ ძალიან მალე დავუბრუნებთ მას პირვანდელ სახეს.

ასევე ძალიან ხშირად ზიანდება საშხაპის ძირი, ე.წ. პადონი, რაც არცთუ იშვიათად არასწორი მონტაჟის და აგრეთვე, დაუდევარი მოპყრობის შედეგია. მასალისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით მისი შეკეთება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს საქმე აუცილებლად მცოდნე და გამოცდილ ადამიანს უნდა ანდოთ.

ასევე შეგიძლიათ გამოგვიძახოთ, თუ საშხაპეში ონკანი, საშხაპე მილი თუ ვენტილები მოიშალა. ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებს ნამდვილად გააჩნიათ ცოდნა და გამოცდილება, როგორ შეაკეთონ მსგავსი დეტალები, ხოლო სურვილის შემთხვევაში წარმატებით ჩაანაცვლებენ ახლით.

ჩვენ ასევე შევეცდებით, გამოვასწოროთ ჰერმეტულობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა. არ გირჩევთ ამ საკითხის იგნორირებას, რადგან თავადაც შეგექმნებათ დისკომფორტი მთელ სააბაზანოში გაბნეული წყლის წვეთების სახით და ქვედა სართულის მეზობლის სამართლიან წყრომასაც გამოიწვევთ.

როგორი დისკომფორტი და პრობლემებიც უნდა შეგექმნათ საშხაპეებთან დაკავშირებით, მოგვმართეთ ჩვენ. ჩვენთან დასაქმებულ სპეციალისტებს ნამდვილად უმაგრებთ ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ მოხერხებულად გაუმკლავდნენ სხვადასხვა პრობლემას.

Keywords: sashxapeebis sheketeba


MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » საშხაპეების შეკეთება
დიახ, დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.
სამწუხაროდ მისი აღდგენა არ ხდება.
დიახ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)