საშხაპეების მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
27-01-2023 281 0

კომფორტი სააბაზანოში

გნებავთ საშხაპეების მონტაჟი? ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის კონსტრუქციის აწყობას, ყველა სისტემის ზედმიწევნით აკურატულად გამართვას და ამ ყველაფრის დროულად შესრულებას.

ვამონტაჟებთ

საშხაპეები სხვადასხვაგვარია. იმის მიხედვით, თუ რამხელა სივრცეა თქვენს სააბაზანოში, რისი ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ ან როგორი გემოვნებით გამოირჩევით, ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ:

  • ღია, მარტივი კონსტრუქცია;
  • კაბინა;
  • კაბინა ჯაკუზით;
  • კუთხის;
  • ჩაშენებული სისტემით.

პირველ ვარიანტს იმ შემთხვევაში ვამონტაჟებთ, როცა სააბაზანოში პატარა სივრცეა. ადგილის ეკონომიასაც მიიღებთ და კომორტულადაც ისარგებლებთ წყლის პროცედურებით.

საშხაპე კაბინა წყლის წვეთების მთელ სააბაზანოში გაბნევისგან დაგიცავთ. კომპლექტს შეიძლება მოჰყვებოდეს როგორც გასაწევი კარები, ისე შუშის კედლებიც, თუმცა შეგვიძლია მხოლოდ კარების დამონტაჟებაც აბაზანის კედლებზე.

კაბინა ჯაკუზით ნამდვილი კომფორტია და ის დიდ სივრცეს საჭიროებს სააბაზანოში. ზოგ ძვირად ღირებულ მოდელს ისეთი ფუნქციები გააჩნია, რომ შხაპის მიღება ნამდვილ სპა-პროცედურად შეიძლება იქცეს.

ასევე ადგილის ეკონომიის მიზნით ვამონტაჟებთ კუთხის საშხაპეს. გვენდეთ, ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები ამას ისე ეფექტურად ასრულებენ, რომ შთამბეჭდავ დეკორატიულ შტრიხს ქმნიან ნებისმიერ ინტერიერში.

თუ ჩაშენებულ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ, რემონტის დაწყებამდე მოგვმართოთ, რათა შემდგომ კაფელის აყრა არ მოგვიწიოს, ვინაიდან მთელი სისტემა კედლის მიღმა რჩება, თვალისთვის შესამჩნევი კი მხოლოდ ონკანი და წყლის ტემპერატურისა და რეჟიმის მარეგულირებელი ვინტილები და საშხაპე მილი რჩება.

ერთი სიტყვით, კომფორტული საშხაპე სივრცის მოწყობა თუ გსურთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ მომენტალურად მოვახდენთ რეაგირებას თქვენს გამოძახებაზე. ხარისხიანი მომსახურება პროფესიონალებისგან, სამუშაოს დროულად შესრულება და მისაღები ფასები - ამით ნამდვილად გამოვირჩევით!

Keywords: sashxapeebis montaji


MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » საშხაპეების მონტაჟი
დიახ ვამზადებთ
ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედოთ.
არა.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)