ჰერმესი 2
დაგვიკავშირდით
595703388ჩვენი დამკრძალავი ბიურო
რასაც ჰერმესი ანტიკურ საბერძნეთში აღასრულებდა დამკრძალავი ბიურო დღეს აკეთებს, მიცვალებულთა უკანასკნელ გზაზე გაცილებას. თანაც, თუ ბერძნულ მითოლოგიაში ის სისწრაფითაც გამორჩეული ღვთაებაა, ჭირისუფლის საჭიროებებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება, დღეს უკვე დამკრძალავი ბიუროს მთავარი გამოწვევაა. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ გარდაცვლილი ადამიანების სულებს იმქვეყნად სწორედ ეს ღვთაება მიაცილებდა - ერთ-ერთი პანთეონის იმ 12 მთავარ ღმერთებს შორის, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ. ძველი მითოლოგიის თანახმად, ზევსის და მაიას ძე, რომელიც არკადიაში, კილენეს მთის მღვიმეში დაიბადა, ღმერთების მაცნე, მოგების, ვაჭრობის, მოგზაურების და ოინბაზებს მფარველი ღვთაება იყო, მაგრამ მის ერთ-ერთ მთავარ და უწმინდეს მოვალეობად სწორედ მიცვალებულების სულების ჰადესში გაცილება ითვლებოდა და ამ მეტად საპატიო მისიას ოქროს კვერთხის - კერიკეონის თანხლებით აღასრულებდა. ანტიკური საბერძნეთიდან თანამედროვე სამყაროში თუ გადმოვინაცვლებთ, დღეს მიცვალებულთა იმქვეყნად გაცილებას არა ოლიმპოს ღმერთს, არამედ სარიტუალო მომსახურებას ანდობენ.
შემოთავაზების ჩამონათვალი:
- გადასვენება;
- ბალზამირება;
- სასახლე მაცივარი;
- ტახტი;
- შანდალი;
- კატაფალკა/ტრანსპორტი;
- სარიტუალო დარბაზი;
- ჩაცმა/მოწესრიგება;
- სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი.
ჩვენი მხარდაჭერა
დამწუხრებულ ოჯახებს დიდი თანაგრძნობით ვთავაზობთ ყველანაირ მხარდაჭერას და გარდაცვლილ ადამიანთან ღირსეულ გამომშვიდობებას.
მოგეხსენებათ, საყვარელი ადამიანის დაკარგვა არის ძალიან რთული, რომელიც მოითხოვს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ დახმარებას. მწუხარების დროს, სამგლოვიარო სახლები უზრუნველყოფენ ფასდაუდებელ მომსახურებას, რომელიც ეხმარება ოჯახებს გლოვის პროცესში, ღირსეულად და პატივისცემით მიაგებენ პატივს მიცვალებულებს. მათი თანამგრძნობი მიდგომით და ყოვლისმომცველი შეთავაზებებით, დაკრძალვის სახლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღნიშნული მწუხარების შემსუბუქებაში.
ჩვენი პროდუქცია:
- სასახლეები;
- საფლავის ჯვარი;
- სუდარა;
- საფლავის მოპირკეთება;
- საეკლესიო ნივთები;
- საფლავის მოძიება.
ბიუროს ვალდებულებები
ჩვენი ბიურო ცდილობს პატივი სცეს თითოეული ადამიანის ინდივიდის უნიკალურობას. ჩვენი თანამშრომლები მჭიდროდ ურთიერთობენ დამწუხრებულ ოჯახებთან, ყურადღებით უსმენენ მათ და ცდილობენ ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მათი დავალება.
ასევე ჩვენ ვასრულებთ გარდაცვლილი ადამიანის ტრანსპორტირებას, მომზადებას და ბალზამირებას მაქსიმალური ზრუნვით და პროფესიონალიზმით. ჩვენი გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს მიცვალებულის ღირსეულა მოწესრიგებას, უმცირეს დეტალებზეც კი ყურადღების მიქცევას.