მიცვალებულის გაპატიოსნება
დაგვიკავშირდით
591703388მოწესრიგება
მიცვალებულის გაპატიოსნება სარიტუალო ცერემონიის ერთ-ერთი აუცილებელი საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებშიც გარდაცვლილი პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს.
გთავაზობთ მომსახურებას - გარდაცვლილის ჩაცმა-მოწესრიგება.
ძველი თაობის ადამიანებს, ალბათ, კარგად ემახსოვრებათ, რომ უწინ მიცვალებულს აუცილებლად მუქ სამოსს აცმევდნენ, მამაკაცებს - შარვალ-კოსტუმს. დღეს უკვე უპირატესობას იმ სტილის სამოსს ანიჭებენ, რომელიც უყვარდა ადამიანს გარდაცვალებამდე. ეს ახალი მიდგომა მიზნად ისახავს, პატივი მიაგონ გარდაცვლილთა ხსოვნას და პიროვნებას.
გარდა ამისა, ჩვენ ვიზრუნებთ მათ ვიზუალზე სხვა თვალსაზრისითაც - ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე...
ჩვენთან ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ, რომელთა მთავარი მიზანი ჭირისუფლისადმი მაქსიმალური თანაგრძნობისა და მხარში დგომის გამოჩენაა.
ერთი სიტყვით, ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ, ბოლო წუთამდე იზრუნოთ გარდაცვლილ ახლობელზე და უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გააცილოთ.
დამკრძალავი ბიურო