პანაშვიდის გადახდა
დაგვიკავშირდით
591703388ღირსეული გაცილება
პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის დაკრძალვამდე შესასრულებელი ერთ-ერთი აუცილებელი რიტუალია, რომელიც ისედაც დამწუხრებულ ჭირისუფალს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, რადგან არაერთი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს - შესაბამის, ავეჯისგან გათავისუფლებულ სივრცეს, სადაც გარდაცვლილს დაასვენებს და სამძიმარზე მოსული ადამიანებისთვისაც იქნება გადასაადგილებელი ფართი. ერთი სიტყვით, ზოგი უხერხულობას განიცდის პატარა სივრცის გამო, ზოგი - გაურემონტებელი ბინის გამო, ზოგს კი სახლში მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, რომლებისთვისაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოთქმა-გოდების მოსმენა ნამდვილი სტრესია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას სამგლოვიარო დარბაზის გაქირავების სერვისს, რომელიც ჭირისუფალს და სამძიმარზე მოსულ ახლობელ ადამიანებს შეუქმნის შესაფერის გარემოს, რათა პატივი მიაგონ გარდაცვლილს.
ეს არის სივრცე, სადაც მგლოვიარეებს ხანგრძლივად შეუძლიათ ახლობელ ადამიანზე მოგონებები გაუზიარონ ერთმანეთს და ჭირისუფალს მწუხარების გაქარვებაში დაეხმარონ.
ჩვენი დარბაზები გათვალისწინებულია სხვადასხვა ტრადიციისა და წეს-ჩვეულების მქონე ჭირისუფლებისთვის. მცირე შეკრებას გეგმავთ თუ მასობრივს, თქვენს ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ.
ჩვენს გულისხმიერ თანამშრომლებს კარგად ესმით სიტუაციის სენსიტიურობის და ამიტომ ყურადღებით ეკიდებიან ნებისმიერ დეტალს. ისინი ეხმარებიან ჭირისუფლებს სივრცის დაგეგმვაში, დასაჯდომი ადგილების განაწილებაში და ა.შ. ერთი სიტყვით, ჩვენ ვზრუნავთ შესაფერისი გარემოს შექმნაზე.
ჩვენი დარბაზი ასევე აღჭურვილია პარკინგით, რათა აქ მოსულ ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნეთ მანქანების გაჩერებასთან დაკავშირებით.
მოკლედ, მოგვმართეთ და ჩვენ დაგეხმარებით, ღირსეული პატივი მიაგოთ თქვენს ახლობელ ადამიანს.
დამკრძალავი ბიურო