მიცვალებულის ბალზამირება
დაგვიკავშირდით
595703388პროცედურა
მიცვალებულის ბალზამირება ოდითგან აპრობირებული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს ცხედრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცვლელად შენახვას. ხსენებული პროცედურა ჯერ კიდეც ძველეგვიპტურ კულტურაში იყო ძალიან პოპულარული და იმდენად დახელოვნებულნი იყვნენ მათი ოსტატები ამ საქმეში, რომ მათი ფარაონების მუმიებმა ჩვენამდე მოაღწია.
რასაკვირველია, მათი მეთოდები გაცილებით შრომატევადი იყო და სწორედ ამიტომ, მხოლოდ წარჩინებულების პრივილეგია იყო ამგვარი ფორმით დაკრძალვა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ეს ყოველივე გამარტივდა და დღეს უკვე ნებისმიერ ჭირისუფალს შეუძლია ისარგებლოს ხსენებული მომსახურებით.
რისთვის არის საჭირო ბალზამირება?
ეს პროცედურა კულტურულ-რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებას უზრუნველყოფს. ის საშუალებას აძლევს მეგობარ-ნათესავებს, რამდენიმე დღის განმავლობაში გულმხურვალედ გამოემშვიდობონ საყვარელ ადამიანს.
გარდა ამისა, მსგავსი სერვისის საშუალებით გეოგრაფიული ბარიერების გადალახვაცაა შესაძლებელი. ანუ, როცა გარდაცვლილის სხვა ქვეყნიდან გადმოსვენებაა საჭირო, რაც რამდენიმე დღეს საჭიროებს, ბალზამირებით მარტივად ხდება მისი დაუზიანებლად ტრანსპორტირება.
ჩვენი სერვისი, სხვა სარიტუალო მომსახურებასთან ერთად, ბალზამირებასაც გთავაზობთ. მზად ვართ, მზრუნველობა გამოვიჩინოთ დამწუხრებული ჭირისუფლის მიმართ და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ მას.
დამკრძალავი ბიურო