გიპსოს მონტაჟი
დაგვიკავშირდით
557236236ფუნქციონალური და დეკორატიული
მართალია, გიპსოს მონტაჟი ( gipsos cheri ) ინტერიერს მდიდრულ და დახვეწილ ელფერს ანიჭებს, კიდევ მრავალი თვალსაზრისით არის მომგებიანი ეს მასალა, მაგრამ თუ წინასწარ არ გაითვალისწინებთ მის თავისებურებას, შეიძლება გარკვეულწილად ფუნქციონირება დაკარგოს.
რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მასალით
გიპსოს ხელოსანი ( gipsos gakvra ), სურვილისამებრ, დაგიმზადებთ:
- თაღებს;
- ნიშებს;
- ტიხრებს;
- ბუხარს;
- თაროებს;
- გაგისწორებთ კედლებს.
ასევე, გიპსოს ჭერი ( gipsos montaji ) ქმნის ინტერიერში ელეგანტურ ვიზუალურ ეფექტს. ამ მასალის ჭერი მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ სურვილისამებრ, ჭაღის გარდა, არაერთი წერტილოვანი სანათის ჩამონტაჟება შეგიძლიათ.
თუმცა, თუ გსურთ, რომ დეკორატიულთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ერთი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ.
ეს ფილები ვერ უძლებს დიდ დატვირთვას. ამიტომ მისი მონტაჟისას ხელოსანს აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ:
- ჭერზე აპირებთ მასიური ჭაღის დაკიდებას;
- კედელზე გსურთ ტელევიზორის მიმაგრება.
ამ შემთხვევაში გიპსოს გაკვრა ( gipsos xelosani ) ხდება დამატებითი გამაგრებითი დეტალებით, ე. წ. პეპელა დუბელის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კარკასზე აწყობილმა ფილებმა სიმძიმეს გაუძლოს. სინამდვილეში, მთელი დატვირთვა ამ დროს ლითონის პროფილებზე მოდის და არა საკუთრივ ფილებზე.
მეორე ალტერნატივაა ტელევიზორის ქვეშ ტუმბის ან თაროების გათვალისწინება. ამ შემთხვევაში ტელევიზორის სიმძიმეს ისინი მშვენივრად გაუმკლავდება. მსგავსი სადგამები მით უფრო მომგებიანი იქნება, რამდენადაც მათში შეძლებთ სხვადასხვა ელექტროაპარატურის თუ წიგნებისა და დეკორატიული ნივთების განთავსებას.
მაგრამ თუ მაინცდამაინც დაკიდება გინდათ ტელევიზორის თუ ჭაღის და ამისთვის თადარიგი არ დაგიჭერიათ, არადა, გენანებათ უკვე დამონტაჟებული ფილების მოხსნა, მაშინ გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს - მოგიწევთ ფილების გავლით კედლის გაბურღვა და გამძლე დუბელების გამოყენება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორის დაკიდება ამ მასალისგან დამზადებულ ტიხარზეც შეგიძლიათ, ოღონდ მოგიწევთ სპეციალური კონსტრუქციის აგება მასზე. ძირითადად, ეს გახლავთ ტიხრების გასწვრივ ვერტიკალურად განთავსებული და იატაკზე დამაგრებული ლითონის მილები, რომლებზეც ასევე ლითონის მილია გაჭიმული ჰორიზონტალურად.
ასეთი სადგამი ძალიან ადვილად გაუძლებს ყველაზე დიდ ზომის ტელევიზორსაც კი. მართალია, ვიზუალურად ცოტა ულამაზო იქნება, მაგრამ თუ ფანტაზიას მოიშველიებთ, ამ კონსტრუქციის შენიღბვას მარტივად შეძლებთ.
მოგვმართეთ
თუ გიპსოს გაკეთება ( gipsos fasi ) გსურთ და არ იცით, რითი დაიწყოთ, რა რაოდენობის მასალა გჭირდებათ ან ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორი დიზაინი მოუხდება თქვენს ინტერიერს, ის დროა, ჩვენ დაგვირეკოთ. ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები არ დაგზარდებიან, მოვლენ თქვენთან და ოთახების გაზომვის შედეგად დაგეხმარებიან ყველა ნიუანსის დაგეგმვაში.
მართალია, გიპსოს ფასი ( gipsos gaketeba ) რამდენადმე მომატებულია, წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ის მაინც უალტერნატივოდ რჩება ყველაზე იაფ და ეფექტურ მოსაპირკეთებელ მასალად. ამასთან, ჩვენი სერვისი სავსებით მისაღები ფასებით გამოირჩევა, თუმცა კი ხარისხზე გარანტიას ვიძლევით.
უმაღლესი ხარისხის მომსახურება, უმოკლეს დროში და ბიუჯეტურად - ჩვენი საქმიანობა ამითაა გამორჩეული და გვერწმუნეთ, აქამდე იმედგაცრუებული არავინ დაგვიტოვებია. ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ ნამუშევარზე და შესაბამისად, ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე!