გიბსოს მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
20-10-2022 545 0

ყველაზე იაფი და ეფექტური მასალა

გიბსოს მონტაჟი თანამედროვე ინტერიერებში უალტერნატივოა. დღეს იშვიათად ნახავთ საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს, სადაც ამ მასალით არაა კედლები თუ ჭერი მოპირკეთებული.

მის ასეთ პოპულარობას და მასზე მოთხოვნას კი თავისი მიზეზები აქვს:

  • პროცესი არ მოითხოვს დიდ დროს;
  • მისი საშუალებით მიიღწევა ზედაპირის აბსოლუტური სისწორე;
  • გამოიყენება მრავალი დანიშნულებით: ჭერისთვის, კედლებისთვის, ტიხრებისთვის;
  • საკმაო სიმტკიცით გამოირჩევა;
  • მსუბუქი წონის გამო ადვილია მისი ობიექტზე მიტანა;
  • ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხოა.

გარდა ამისა, მისი ფასი სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალისგან განსხვავებით, საკმაოდ მისაღებია. ერთი სიტყვით, თქვენ ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ გაალამაზოთ თქვენი ინტერიერი გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა მასალით და ნაკლები დრო და ძალისხმევა დახარჯოთ ამისთვის.

შესაბამისად, აღნიშნული საქმე ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მართალია, ეს პროცესი საკმაოდ მარტივია და მავანი იტყვის, დრო და ხელსაწყოები რომ მქონდეს, თავადაც გავაკეთებდიო, მით უმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოგაკვეთილია ამის შესახებ, მაგრამ არც მთლად ასე მარტივადაა საქმე. ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცესიც მრავალი ნიუანსის ზედმიწევნით ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. თავად ნამდვილად ვერ შეძლებთ მრავალიარუსიანი ჭერის თუ ნიშებისა და ტიხრების გაკეთებას. თუმცა გამოუცდელი და დაუდევარი სპეციალისტის მიერ შესრულებული სამუშაოც არაერთ პრობლემას შეგიქმნით. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის.

როგორ შევარჩიოთ სანდო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მასალაზე მომუშავეები, მოთხოვნის შესაბამისად, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა მათ შორის პროფესიონალის პოვნის რა გითხრათ!

გირჩევთ, ამ პარამეტრებით შეაფასოთ ისინი:

  1. აუცილებლად გაიკითხეთ, რამდენად კვალიფიციური და გამოცდილია ხელოსანი;
  2. რამდენადაა აღჭურვილი საჭირო ხელსაწყოებით, ვინაიდან ზოგი ვითომ ოსტატი დამკვეთს ავალდებულებს ამა თუ იმ ხელსაწყოს შეძენას ან შოვნას;
  3. თამამად მოგცემთ გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე;
  4. ფასები თავიდანვე უნდა განგისაზღვროთ;
  5. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანია. პროფესიონალი დროულად მიდის სამუშაო ობიექტზე და დათქმულ ვადებში ასრულებს სამუშაოს.

როგორ გავამდიდროთ ინტერიერი

ხსენებული მასალა საშუალებას იძლევა, ინტერიერს შთამბეჭდავი იერი მივანიჭოთ.

თუნდაც ჭერზე - თუ ოთახის გაბარიტები ამის შესაძლებლობას იძლევა, საკმაოდ მდიდრულ და დახვეწილ გარემოს შექმნის, მით უმეტეს, თუ ის მრავალიარუსიანი იქნება.

გარდა ამისა, ამ მასალით შეგიძლიათ:

  • ჩატიხროთ ოთახები ან ზონებად დაყოთ ისინი;
  • გააკეთოთ დეკორატიული ნიშები და თაღები.

ალბათ, გგონიათ, რომ ამ მასალით სააბაზანოსა თუ სამზარეულოს მოპირკეთება არაა სასურველი, რადგან ვერ უძლებს ტენიან გარემოს. სინამდვილეში ასეთი ოთახებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ნესტგამძლე ფილები, რომელთა შუაგულიც წყალგაუმტარი დანამატებითაა გამდიდრებული, მუყაოს ფენა კი - ბაქტერიციდული შემადგენლობისაა. ასე რომ, თამამად გამოიყენეთ მსგავსი ფილები ნებისმიერ ოთახში.

ჩვენ დაგეხმარებით!

თუ გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კონსულტაცია. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები გაგარკვევენ, რა რაოდენობის და როგორი მასალა დაგჭირდებათ, სად როგორი დიზაინის შექმნა შეგიძლიათ და რა დაგიჯდებათ ეს ყველაფერი. გვერწმუნეთ, ჩვენ პროფესიონალურად ვუდგებით ჩვენს საქმეს, გაგვაჩნია სრული აღჭურვილობა და ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი გვაქვს. ჩვენ არ ვჭიმავთ სამუშაო პროცესს უსასრულოდ, რადგან მომდევნო შემკვეთი მოუთმენლად გველოდება!

Keywords: gibsos montaji

MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » გიბსოს მონტაჟი
სამუშაოს შესრულების დრო დამოკიდებულია არსებული ჭერის ფორმებზე, და დავალების სირთულეზე.
ჩვენი ჯგუფი მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით.
რათქმაუნდა შეიძლევა, ეს ერთ ერთი მიღებული და გამოცდილი ხერხია ფართების გადასატიხრად.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)