ოფისების დალაგება
დაგვიკავშირდით
551770176სუფთა გარემო ნაყოფიერი სამუშაო პროცესის საწინდარია
ოფისების დალაგება თბილისში ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების მიერ სრულყოფილად სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს თქვენს დაწესებულებაში.
მოგეხსენებათ, ოფისებში მუდმივად უნდა სუფევდეს იდეალური სისუფთავე, რომ ვიზიტორებს დადებითი შთაბეჭდილება შეექმნათ. ვის ესიამოვნება ისეთ დაწესებულებაში სერიოზული ხელშეკრულების გაფორმება, სადაც მაგიდაზე მტვრის სქელი ფენა დევს, ფანჯრიდან ბუნდოვნად ჩანს ქუჩა, ხოლო იატაკი ატალახებულია?! ოფისის იმიჯზე სისუფთავის ფაქტორიც მოქმედებს. ინტერიერის სისუფთავე არა მხოლოდ კლიენტებზე, არამედ ქვეცნობიერად თანამშრომლებზეც მოქმედებს დადებითად.
ყოველდღიურად ხდება საჭირო წესრიგის დასამყარებლად ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორებიცაა:
- არასაჭირო ქაღალდებით სავსე ურნის დაცლა;
- შემინული კარებისა თუ ვიტრაჟების გაწმენდა;
- უამრავი ვიზიტორის ნაფეხურების მოწმენდა;
- ავეჯზე დაგროვილი მტვრის გადაწმენდა;
- შიდა თუ გარე კიბეების ჩარეცხვა;
- სანტექნიკის გაპრიალება;
- საკონფერენციო დარბაზის, ხელმძღვანელისა თუ პერსონალის კაბინეტების წესრიგში მოყვანა.
რასაკვირველია, ეს პროცესი ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს, თუმცა წელიწადში რამდენჯერმე გენერალური დასუფთავება აუცილებელია. ის მოიცავს რთულად მისაწვდომი ადგილების საფუძვლიან გაწმენდას და დეზინფექციას. რადგან ნახსენები ობიექტების უმეტესობა დიდი მოცულობისაა, ეს ძალიან საძნელო საქმეა უბრალო დამლაგებლებისთვის. მით უმეტეს, რომ დღეს სამუშაო დაწესებულებების უმეტესობა მაღალჭერიანია, მთლიანად შემინულია და მისი გაწმენდა-გაპრიალება პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს.
ჩვენი თანამშრომელი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და ზედმიწევნით კარგად იცის ამ სფეროს ნიუანსები, კიდევ უფრო მეტად ფასობს სოლიდურ კომპანიებში. ის არა მხოლოდ ზედაპირებს ასუფთავებს, არამედ ელექტრომოწყობილობებსა და სადენებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ; თან ზუსტად იცის, როგორ გაასუფთაოს ისინი ისე, რომ არ დააზიანოს.
დიდი სამუშაოების ჩატარების შემდეგ კიდევ უფრო რთული პროცედურაა. ყველგან საღებავის, ცემენტის, სილიკონის შხეფებია, ნაგავი კი ყველა კუთხეშია მიყრილი. მფლობელს ეჩქარება, რათა დროულად შეუდგნენ მუშაობას; საქმე კი ზედმიწევნით სრულყოფილად უნდა შესრულდეს.
სანამ შტატიან დამლაგებელს დაიქირავებთ, რომელსაც აუცილებლად უნდა შეუძინოთ საჭირო ინვენტარი და ქიმიური საშუალებები, დრო გავა. თანაც, რემონტის შემდგომ დასუფთავებას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რადგან უმეტესად, პირველივე პროცედურის შემდეგ სისუფთავის ეფექტის მიღწევა წარმოუდგენელია - ზედაპირებზე კვლავ და კვლავ რჩება სამშენებლო მასალის კვალი. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მომსახურებაა. ჩვენმა პროფესიონალმა თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რა საშუალებებით მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგს.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს ახალგარემონტებულ ოფისს უმოკლეს დროში მიეცეს პრეზენტაბელური იერი, დაგვიკავშირდით ჩვენ. თქვენ არ დაგჭირდებათ შესაბამისი ინვენტარის შეძენა, სამუშაო პროცესს ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ყველა ატრიბუტით. მნიშვნელობა არა აქვს, რამხელა ობიექტი გაქვთ დასასუფთავებელი, ჩვენი გუნდი ნებისმიერი სირთულის სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდება და უმოკლეს დროში შეასრულებს.
Keywords: ofisebis dalageba