saritualo momsaxureba
დაგვიკავშირდით
591703388სწრაფი მომსახურება
saritualo momsaxureba გთავაზობთ გარდაცვლილი ადამიანისთვის სათანადო პატივის მიგების სხვადასხვა ვარიანტს, იქნება ეს უკანასკნელ გზაზე გაცილებისა და დაკრძალვის ტრადიციული წესი თუ კრემაცია. ჩვენი ბიურო მაქსიმალურად ცდილობს, დამწუხრებულ ოჯახს შეუმსუბუქოს მდგომარეობა, უზრუნველყოს მისთვის ყველანაირი მხარდაჭერა და დაეხმაროს მას მძიმე წუთების გადატანაში.
ჩვენ ჭირისუფალთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ მთლიან სარიტუალო პროცესს - ბალზამირებას, ჩაცმა-მოწესრიგებას, პანაშვიდს, გასვენებას, დაკრძალვას, ქელეხს თუ სასაფლაოს მოპირკეთებას. ამ სფეროში უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, ვფლობთ ყველა აუცილებელ ტექნიკურ, სატრანსპორტო თუ სხვა საშუალებას ნებისმიერი ტიპის სამგლოვიარო ცერემონიის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად.
ჩვენი ბიუროს თანამშრომლები მომართვის პირველი წუთიდანვე შეუდგებიან ჯერ თქვენთვის მისაღებ ვარიანტზე მუშაობას, შემდგომში კი ზრუნავს მის დროულად და უნაკლოდ განხორციელებაზე. გვერწმუნეთ, მძიმე წუთებში ჩვენ თქვენი საიმედო დასაყრდენი ვიქნებით და იმედს არ გაგიცრუებთ. საამისოდ კი, პირველ რიგში, უნდა დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომერზე.
დამკრძალავი ბიურო