სასახლის ფასები
დაგვიკავშირდით
595703388ჩვენ ვამზადებთ
ჩვენთან წარმოდგენილი სასახლის ფასები განსხვავებულია და მას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს - გამოყენებული მასალა, დიზაინის სირთულე და ა.შ. ამასთან, სერვისი ითვალისწინებს ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურებას.
ადამიანის გარდაცვალება უდიდესი დარტყმაა მისი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისა და ახლობლებისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე გაცილება საკადრისი პატივისცემით აღსრულდეს, ჭირისუფალს მძიმე წუთებში უამრავ სარიტუალო საკითხის გადაჭრაზე უწევს ზრუნვა. ერთ-ერთი ასეთი საზრუნავი სასახლის შერჩევაა.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, შეარჩიონ მათთვის მისაღები ფასისა და მოდელის სასახლე. ჩვენთან არჩევანი დიდია და გათვალისწინებულია რელიგიური, ეთნიკური, ტრადიციული თუ სხვა ნიუანსები.
ჩვენ ვთანამშრომლობთ კვალიფიციურ ხელოსნებთან, რომლებიც პროდუქციაზე მუშაობისას, დამკვეთის სურვილისამებრ, იყენებენ ხის, ლითონის ან სხვა მასალას, ამზადებენ ყველანაირი სირთულის ჩუქურთმასა თუ ორნამენტს. ვარიანტები შეუზღუდავია.
სამყაროში, სადაც განსაკუთრებით ფასობს ინდივიდუალობა, ბუნებრივია, რომ ადამიანები მძიმე წუთებშიც ეძებენ ორიგინალურ საშუალებას ძვირფასი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად. ჩვენი სერვისი ამ შემთხვევაშიც მზად არის, განახორციელოს ჭირისუფლის ნებისმიერი სურვილი და ჩანაფიქრი.
დამკრძალავი ბიურო