დაკრძალვის ორგანიზება
დაგვიკავშირდით
591703388კომფორტული სივრცე
ჩვენი დამკრძალავი ბიურო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს საკმაოდ რთულ პერიოდში დახმარების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჭირისუფალს, რომელსაც ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილთან უწევს გამკლავება, ყველაზე მეტად სწორედ ამ საქმის მცოდნე, პროფესიონალი ადამიანების მხარში დგომა სჭირდება, რათა პროცესი უნაკლოდ და საკადრისად წარიმართოს.
იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებიდან დაწყებული, სასაფლაოს ადმისტრაციიდან ნებართვის მიღებით დამთავრებული, ჩვენი სარიტუალო მომსახურება სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებს ლოგისტიკურ ასპექტებს. ჩვენი თანამშრომლები გარდაცვლილის ოჯახს გაუწევენ რეკომენდაციას სასახლესთან, კატაფალკასა თუ სარიტუალო დარბაზთან დაკავშირებით და დაეხმარებიან, მისი ფინანსური შესაძლებლობისა და სურვილის შესაბამისად, საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
ჩვენი მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ამ სფეროში უდიდესი გამოცდილების წყალობით, ვიცით, როგორ უნდა გავათავისუფლოთ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები დამატებითი სტრესისგან.
დამკრძალავი ბიურო