ხელოსნები და სერვისები თბილისში

მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალები!

ახალი სერვისები თბილისში

იხილეთ ჩვენ მიერ დამატებული ახალი სერვისები

ფარდების საკიდები

(10)

ფარდის სამაგრები

(10)

კარნიზების დაყენება

(10)

რკინის კარნიზი

(10)

ხის შტორები

(10)

კარნიზი ფარდის

(10)

ყველაზე მოთხოვნადი

ამ დროისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი და ნახვადი

საფარდე კარნიზის მონტაჟი

(8.88)

სამზარეულოს ავეჯი

(8.88)

გიფსოკარდონის ხელოსანი

(10)

სანტეხნიკი გამოძახებით

(10)

კარნიზების დამზადება

(10)

კარადების დამზადება

(10)

როგორ ვმუშაობთ

სამი ნაბიჯი თქვენთვის სასურველ შედეგამდე

გვიკავშირდებით

სასურველი სერვისის მისაღებად დაგვიკავშირდით კონკრეტულ კატეგორიაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე

მოვდივართ

ადგილზე ვიზიტის დროს ვათანხმებთ ყველა საკითხს, ვგეგმავთ სრულ პროცესს და ვიწყებთ სამუშაოს შესრულებას

გაბარებთ

დათქმულ ვადებში გაბარებთ შესრულებულ სამუშაოს, თქვენი თანდასწრებით ვამოწმებთ მის ხარისხს და გემშვიდობებით

ჩვენი სტატიები

ახალი ამბები, საინტერესო და სახალისო სტატიები

მილოცვა ელექტრიკოსს

მილოცვა ელექტრიკოსს

ჩვენი ელექტრიკოსი უკვე სერტიფიცირებულია! "Myspec.ge"-ის ადმინისტრაცია დიდი სიხარულით ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას, უსურვებს ...

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

სტატია სადაც შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჩვენ შესახებ.

ხელოსნები თბილისში ამ ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და იხვეწება საყოფაცხოვრებო ინვენტარისა თუ საცხოვრებელი-სამუშაო ობიექტების მოსაპირკეთებელი საშუალებები. შესაბამისად, ეს ყველაფერი კვალიფიციური, პროფესიონალი მომსახურე პერსონალის დახმარებას საჭიროებს.

დაგვეთანხმებით, ყველას უნდა, შთამბეჭდავ და კომფორტულ გარემოში ცხოვრობდეს. მით უმეტეს, თანამედროვე მასალები ნებისმიერს მისცემს საშუალებას, საცხოვრებელი სივრცის თუნდაც მცირე მოცულობის მიუხედავად, ვიზუალური ეფექტების საშუალებით თავი ოცნების კოშკში იგრძნოს.

პროფესიონალი სპეციალისტის მომსახურება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. პერიოდულად გვჭირდება ყველაფრის ოსტატი:

  • სახლის თუ ოფისის გასარემონტებლად;
  • ელექტროობის შესაცვლელად;
  • წყალგაყვანილობის დასამონტაჟებლად;
  • ფანჯრების ჩასასმელად;
  • ავეჯის დასამზადებლად;
  • მსხვილი ტექნიკის დასამონტაჟებლად თუ შესაკეთებლად;
  • რემონტის შემდეგ ბინის თუ ოფისის დასალაგებლად.

კვალიფიციური ხელოსნები, როგორც წესი, სპეციალური სასწავლებლის კურსდამთავრებულნი არიან. მათ სრულყოფილი ცოდნა აქვთ მიღებული ამა თუ იმ სფეროში და ბუნებრივია, ზედმიწევნით კარგად ერკვევიან თავიანთი პროფესიის ნიუანსებში. თუმცა ასეთი კვალიფიციური კადრები საქართველოში არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, საკმარისია, განცხადება გამოაქვეყნოთ სოციალურ სივრცეში, რომ ეძებთ კონკრეტული სფეროს სპეციალისტს, უამრავი გამოხმაურებაც არ დააყოვნებს. ზოგს იმდენი რეკომენდატორი გამოუჩნდება ხოლმე (ძირითადად, ისევ მათი ნაცნობ-მეგობრების სახით), ძნელია, არ ენდო, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობა სწორედ აქ უშვებს შეცდომას და ვაიხელოსნის მიერ არაპროფესიონალურად შესრულებული სამუშაოს გამო იმედგაცრუებული ისევ და ისევ იწყებს კეთილსინდისიერი სპეციალისტის ძებნას.

ყველაფერი ერთ სივრცეში

არის კიდევ ერთი საკითხი: როდესაც საფუძვლიან რემონტს ვაკეთებთ, რასაკვირველია, გვჭირდება ყველაფრის სპეციალისტი. ვინაიდან შეუძლებელია ერთი ადამიანი განსწავლული იყოს ყველა სფეროში, ამიტომ გვიწევს ოსტატების ძებნა. შედეგად, რემონტი მათ დევნაში დროში ჭიანურდება.

ყველა სერვისი ერთ სივრცეში - სწორედ ამან გვიბიძგა, შეგვექმნა საიტი, სადაც ყველა სფეროს სპეციალისტია გაერთიანებული. დაგვეთანხმებით, ძალიან კომფორტულია, როცა შეგიძლია

ერთსა და იმავე ნომერზე დარეკო და სხვადასხვა სფეროში მიიღო კვალიფიციური დახმარება. ერთი სიტყვით, ჩვენი გვერდის და შესაბამისი ოსტატის დახმარებით მარტივად შეძლებთ:

  1. კედლების გალესვა-მოპირკეთებას;
  2. ჭერისა და იატაკის მონტაჟს;
  3. სასურველი მასალის ფანჯრების ჩასმას;
  4. ელექტრო და წყალგაყვანილობის შეცვლას;
  5. საოცნებო ავეჯით ინტერიერის მოწყობას;
  6. სხვადასხვა ელექტროტექნიკის მონტაჟსა თუ შეკეთებას.
პროფესიონალიზმი და სანდოობა

კვალიფიციური ხელოსანი ნებისმიერი დაწესებულების წარმატებასა და დიდი ხნით ფუნქციონირებას განაპირობებს. ჩვენთან სწორედ ასეთი ადამიანები არიან დასაქმებული. კეთილსინდისიერად და მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო, ბუნებრივია, ზრდის სანდოობის მაჩვენებელს.

სწორედ ეს კრიტერიუმები გამოგვარჩევს სხვათაგან:

  • დაუყოვნებლივ გამოცხადება მომხმარებელთან;
  • წესების დაცვით, მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო;
  • პროცესის დროულად, დათქმულ ვადებში დასრულება;
  • მისაღები ფასები.

ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას, პროფესიონალურად ვკიდებით ნებისმიერ საქმეს და ჯერ არასდროს გაგვიცრუებია იმედი დამკვეთისთვის. შესაბამისად, იზრდება მადლიერი და კმაყოფილი რეკომენდატორების რიცხვი და ჩვენი თანამშრომლების მიმართ მოთხოვნილება.

გვენდეთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ არ დაგაღალატებთ!

გსურს მიიღო სიახლეები ჩვენი საიტიდან?

სიახლეების მისაღებად შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა
სიახლეების გამოწერა